თაკო მათეშვილი 27.04.2016
"ბორდიუჟას ნათქვამს აბსოლოტურად ვიზიარებ, სიტუაცია საკმაოდ სერიოზულია," - ასე აფასებს სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ნიკოლაი ბორდიუჟას ნათქვამს იმის შესახებ, რომ მთიან ყარაბაღში ვითარების ესკალაციამ, შესაძლოა, კავკასიაში ძალიან დიდი ომი გამოიწვიოს.
|
მარი ჩიტაია 27.04.2016
სატრანსპორტო კომპანია "მეტრო პლუსი" ბიზნესის გაფართოებას აპირებს და რეისებს, სამეგრელოს გარდა, სხვა რეგიონების მიმართულებითაც გეგმავს. სატრანსპორტო კომპანიაში განმარტავენ, მათ ყველა საჭირო დოკუმენტაცია წესრიგში აქვთ, მოქმედებენ კანონის ფარგლებში და ვერავინ მოედავება. ამ დროს მის წინააღმდეგ აქციები ზუგდიდში, თბილისსა და ბათუმში ზედიზედ იმართება.
|
თიკო ოსმანოვა 26.04.2016
გიორგი კვირიკაშვილი, დავით სერგეენკო, კახი კალაძე და ირაკლი კობახიძე - ის ადამიანები არიან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ფავორიტებად მოიაზრებიან 2016 წლის საარჩევნო სიაში წამყვანი პოზიციების დასაკავებლად. პოლიტოლოგების აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილი პრემიერის ფავორიტთა სიაში აღარ არის. შესაბამისად, პოლიტიკაში მის უკან დაბრუნებას სკეპტიკურად უყურებენ.
|
თიკო ოსმანოვა 26.04.2016
"თუ ამ უკანონობის ჯაჭვს მიემატა "რუსთავი 2-ის" საკითხიც, ეს იქნება ცალსახა ნიშანი იმისა, რომ არჩევნები საერთაშორისო ორგანიზაციებმა უარყოფითად შეაფასონ", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ა/ო "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია,
|
ეკატერინე ბასილაია 26.04.2016
ხელისუფლებას ამ არჩევნებზე მაჟორიტარები არა და არ ეთმობა. ამ დღეებში პარლამენტში მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე საკონსტიტუციო ცვლილების განხილვა იწყება - ერთი ოპოზიციის, სადაც მაჟორიტარული სისტემა ამ არჩევნებისთვის უნდა გაუქმდეს და მეორე ხელისუფლების, სადაც მაჟორიტარიზმი 2020 წლისთვის უქმდება და ამ დღეებშივე დაიწყება მწვავე ურთიერთბრალდებები იმაზე, ვის რატომ არ ეთმობოდა მაჟორიტარები ადრე და ვის რატომ არ ეთმობა ახლა.
|
თაკო მათეშვილი 26.04.2016
ევროპარლამენტში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას ყველა გამომსვლელმა მხარი დაუჭირა - ასე დასრულდა ევროპარლამენტის კომიტეტში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა, რომელსაც ქართული დელეგაციაც ესწრებოდა. მათ საკომიტეტო განხილვას "ძალიან პოზიტიური" უწოდეს.
|
ელზა პაპოშვილი 25.04.2016
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ მან ჯერ არ იცის, იქნება თუ არა "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში. ამის დიდი სურვილი აქვს, მაგრამ პარტია საარჩევნო სიებს თუ გარკვეული ძალების ზეწოლის შედეგად დააკომპლექტებს, მისთვის "ოცნებაში" ყოფნა მიუღებელი იქნება.
|
ეკატერინე ბასილაია 25.04.2016
რუსეთის აგრესიული ნეოიმპერიალისტური პოლიტიკის შესაჩერებლად ევროპაში ახალი ბლოკის შექმნის იდეა გაჩნდა - ნატოს პარალელურად შეიქმნას ბლოკი "ინტერმარიუმ 2" (Intermarium - ლათინურიდან ქართულად - "ზღვათაშორისი" "ზღვათა შუა"), რომელიც ბალტიიდან შავ ზღვამდე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისა და პლუს თურქეთის გაერთიანებას გულისხმობს რუსეთის აგრესიისაგან ამ ახალი სავარაუდო ბლოკის წევრი ქვეყნების დასაცავად.
|
ლიკა ამირაშვილი 25.04.2016
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მიემგზავრება. ვიზიტი სამ დღეს გასტანს. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, კვირიკაშვილი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება. ასევე დაგეგმილია შეხვედრები სენატისა და წარმომადგენლობითი პალატის წევრებთან.
|
სალომე სარიშვილი 25.04.2016
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აგორებული საპროტესტო ტალღის შემდეგ, სტუდენტური მოძრაობა "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლებს პრემიერ-მინისტრი მეორედ, ამჯერად უკვე განათლების მინისტრთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. სტუდენტების განცხადებით, პრემიერის მხრიდან მათ მოთხოვნებსა და მოკლევადიან გეგმებზე პოზიტიური განწყობა იგრძნობა, თუმცა, როგორც ამას თავად ამბობენ, დასაწყისისთვის კვირიკაშვილს სხვა სტუდენტების აზრის მოსმენაც სურს.
|
თიკო ოსმანოვა 25.04.2016
"არ ვფიქრობ, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდება. არცერთი წინაპირობა ამ დროისთვის არ არსებობს. მაგრამ ალბათობა, რომ ეს შეიძლება მოხდეს, არის. თუმცა, არსებობს ბევრი ბერკეტი, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც ცდუნება იქნება მინიმუმამდე დაყვანილი. თუ მაინც ასე მოხდება, იცოდეს ხელისუფლებამ, რომ მას ეს ყველაფერი ძვირად დაუჯდება", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე.
|
თაკო მათეშვილი 25.04.2016
"შედეგები არარეალურად მიმაჩნია. ვერაფრით ვერ ვეგუები იმას, რომ ეს ხუთეული ასე გამოიყურება," - ასე აფასებს პოლიტოლოგი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე აშშ-ის "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" ("აირაი") მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს პოლიტიკოსების რეიტინგის ნაწილში და ამბობს, რომ ყველაზე მეტად მას პაატა ბურჭულაძის პირველ ადგილზე გასვლა აეჭვებს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|