ნატა გიორგაძე
19.04.2016

 საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ არჩევნების შემდეგ, შესაძლოა, გარკვეული მოდიფიკაცია განიცადოს. ცვლილებასთან დაკავშირებით პრემიერმა კვირიკაშვილმა განცხადება უკვე გააკეთა. ერთ-ერთი ვერსიით ის ბენეფიციარები, რომელთაც მაღალი შემოსავალი აქვთ, პროგრამაში აღარ ჩაერთვებიან და მათ კერძო დაზღვევით სარგებლობა მოუწევთ.

სალომე სარიშვილი
18.04.2016

  "საქართველოს ორმა მოქალაქემ მდინარე ენგურის მეშვეობით აფხაზეთის რესპუბლიკის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. ქალაქ ზუგდიდში მცხოვრები შოთა ბულია და ირაკლი ჯაფავა აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა დააკავეს," - ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაყრდნობით აფხაზური საინფორმაციო სააგენტო "აფხაზია ავტო" ავრცელებს.

ლიკა ამირაშვილი
18.04.2016

 "რესპუბლიკური პარტის" წევრი დავით ბერძენიშვილი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილს ტერმინებს უწუნებს და აკრიტიკებს. როგორც ბერძენიშვილმა განაცხადა, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სესიაშვილს "თავში მთლად ზუსტი ტერმინები არ მოსდის".

სალომე სარიშვილი
18.04.2016

 თსუ-ში "აუდიტორია 115"-ის წევრების მიერ ორგანიზებული ორდღიანი აქციების შემდეგ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტუდენტების აზრის მოსასმენად უნივერსიტეტში მივიდა.

თაკო მათეშვილი
18.04.2016

 "ენდიაი"-მ ყველაფერი გააკეთა, რომ მის მიმართ ნდობის ხარისხი დაბალი იყოს", - ასეთია პოლიტოლოგ მამუკა არეშიძის შეფასება კვლევის შედეგების მიმართ. თუმცა, მისი თქმით, მიუხედავად ამისა, შედეგები მაინც საინტერესოა, რადგან მან შესაძლოა, ის ამომრჩეველიც კი აიძულოს და არჩევნებზე მიიყვანოს, რომელიც ამას არ აპირებდა.

თიკო ოსმანოვა
18.04.2016

 "ქართული ოცნების" ტრიუმფალური გამარჯვებიდან 4 წლის შემდეგ, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მონაცემებით, "ნაციონალური მოძრაობა" სახელისუფლებო პარტიას მხოლოდ 2%-ით ჩამორჩება. "ენ-დი-აის" კვლევის შედეგებით, ხვალ საპარლამენტო არჩევნები რომ ტარდებოდეს, "ქართულ ოცნებას" ხმას 15% მისცემდა, 13% კი - "ნაციონალურ მოძრაობას".

ელზა პაპოშვილი
18.04.2016

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გარდა, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, საარჩევნო სიის ათეულის წევრები ვინ იქნებიან. გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სიის მეორე და მესამე წევრი შესაძლოა, დავით სერგეენკო და კახი კალაძე იყვნენ, იგი არ ადასტურებს. მისი თქმით, ეს შესაძლოა, მხოლოდ ვინმეს ლოგიკური მოსაზრება იყოს, რადგანაც ამ კანდიდატების განხილვა მმართველ გუნდში არ ყოფილა.

ეკატერინე ბასილაია
18.04.2016

 "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიას ბიძინა ივანიშვილი არ წერს, მასზე დიდი ხანია ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე მუშაობენ, ახლა კი გიორგი კვირიკაშვილიც ჩაერთო. სია კი ჯერ საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის და ჯერ კიდევ გადაჭრით არაფერია ცნობილი, ვინ მოხვდება და ვინ არა "ოცნების" სახელით მომავალ პარლამენტში, - ამის შესახებ "მთელ კვირასთან" ინტერვიუში აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და კოალიცია "ქართული ონცების" პოლიტსაბჭოს წევრი მანანა კობახიძე.

ლიკა ამირაშვილი
18.04.2016

ყარაბაღის კონფლიქტის ბოლოდროინდელმა გამწვავებამ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელებისა და სომხების ურთიერთობაზეც მოახდინა გავლენა. სწორედ ამ ურთიერთობების ახალი დინამიკის, საქართველოსთვის მისი შედეგებისა და სახელმწიფოს როლის შესახებ ორივე სათვისტომოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა,

ელზა პაპოშვილი
18.04.2016

14 აპრილს, საღამოს ვარკეთილის მესამე მასივში შემზარავი ფაქტი მოხდა. 35 წლის ქალს ქმარმა ეზოში შვილების თვალწინ ყელი გამოსჭრა. როგორც მეზობლები ყვებიან, ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ ჩარევა და ქალის დახმარება ვერ მოასწრეს.

თიკო ოსმანოვა
16.04.2016

 ივლისში დაგეგმილ ვარშავის სამიტზე, შესაძლოა, ნატომ საქართველოს და უკრაინას ახალი ფორმატი - ასოცირებული პარტნიორობა შესთავაზოს. ეს ყველაფერი შავი ზღვის რეგიონში ძალთა ბალანსის აღდგენისკენ იქნება მიმართული, რაც ნატოს შავი ზღვის ფლოტის შექმნას და მასში რეგიონის ქვეყნების ჩართვასაც გულისხმობს.

ეკატერინე ბასილაია
16.04.2016

 საპარლამენტო არჩევნების თარიღის გამოცხადებამ და საარჩევნო კამპანიის დაწყების საკითხმა, ერთი შეხედვით ამ უმარტივესმა თემამ, პრეზიდენტსა და პრემიერს შორის პირველი გაუგებრობა და ბზარი გააჩინა. მარგველაშვილი და კვირიკაშვილი საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღზე ვერ თანხმდებიან და შესაძლოა, ამ შეუთანხმებლობამ იქამდეც მიიყვანოს პროცესი, რომ 8 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების თარიღის შეცვლაც კი მოხდეს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×