ია აბულაშვილი 12.05.2016
ათონის მონასტრის შესახებ ბევრი დაწერილა და მომავალშიც ბევრი დაიწერება, თუმცა ჩვენს მკითხველს ალბათ დააინტერესებს კიდევ ერთი ცნობა ათონის მონასტრის შესახებ, რომელიც გამოქვეყნდა პარიზსა და ბერლინში გამომავალ ჟურნალ, "თეთრი გიორგის" ფურცლებზე 1936 წელს. მასში გადმოცემული იყო ათონის მონასტერში მყოფი უკანასკნელი ექვსი ბერის შესახებ და ქართული მონასტრის იმ მნიშვნელობაზე, რომელიც მას ჰქონდა წარსულში.
|
თაკო მათეშვილი 11.05.2016
მმართველ გუნდში ბოლო დროს გააქტიურებულ დაპირისპირებებზე საუბრისას სპეციალისტები მიდიან დასკვნამდე, რომ გუნდის ხელმძღვანელი, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი იქ სიტუაციას ვერ აკონტროლებს, რომ გუნდის წევრების ნაწილი არა მას, არამედ "ვიღაც სხვას" ემორჩილებიან და რომ ეს ვიღაც სხვა სწორედ ისაა, ვისგან მემკვიდრეობითაც კვირიკაშვილს გუნდი ამ შემადგენლობით ერგო.
|
ვახტანგ შამუგია 11.05.2016
ავღანეთიდან ნატოს ძალების გამოყვანის პროცესში, ქართულ პორტებს, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ფუნქცია დაეკისროთ, რადგან ტექნიკის დიდი ნაწილი, შესაძლოა, სწორედ სახმელეთო გზით, შავი ზღვის პორტების გამოყენებით გაიყვანონ.
|
თიკო ოსმანოვა 11.05.2016
"მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ "რესპუბლიკელებს" არ სურთ ცოცხალი თავით მთავრობის შემადგენლობის დატოვება, დარწმუნებული ვარ, "ქართული ოცნების" "საპატიო" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და სისრულეში მალე იქნება მოყვანილი - რესპუბლიკელებს მოუწევთ საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე მინისტრთა კაბინეტის პორტფელების დატოვება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას, "თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი.
|
ელზა პაპოშვილი 11.05.2016
პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის განცხადებით, უმრავლესობის დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადებებზე პრემიერ-მინისტრი კომენტარს არ უნდა აკეთებდეს და დამწუხრებული თავს არ უნდა იქნევდეს. მისი თქმით, ის გუნდის პოლიტიკური ლიდერია და პარტიაში, როგორც მმართველს, სიტუაციის კონტროლი უნდა შეეძლოს.
|
ლიკა ამირაშვილი 11.05.2016
სახალხო დამცველი განათლების სამინისტროს წინადადებით მიმართავს და ბიოლოგიის მე-8 კლასის წიგნიდან წამალდამოკიდებული, აივ ინფექციისა და შიდსის მქონე ადამიანების მიმართ სტერეოტიპების შემცველი ფრაზებისა და მსჯელობების ამოღებას სთხოვს.
|
ია აბულაშვილი 11.05.2016
დღევანდელ სტატიაში მკითხველს გვინდა გავაცნოთ საინტერესო მასალა სამშობლოს გარეთ მოხვედრილი ქართველების მოღვაწეობის შესახებ. იგი ეხება ჩვენთვის ნაკლებად ცნობილ (შეიძლება სულაც უცნობ) ორ ქართველ გენერალს - ჯავახიშვილს და ნათიშვილს, რომელთაც უკრაინის სამხედრო ისტორიაში დიდი კვალი დატოვეს.
|
თიკო ოსმანოვა 10.05.2016
უახლოეს მომავალში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, შესაძლოა, პირველი სამთავრობო ცვლილებების განხორციელება მოუწიოს. "რეზონანსის" ინფორმაციით, "რესპუბლიკელებისა" და "ქართული ოცნების" დაპირისპირება ჩიხში შედის - 3 "რესპუბლიკელი" მინისტრი თანამდებობას დროზე ადრე დატოვებს, აგვისტომდე აღარ მოიცდიან. რადგან განაწყენებულები არიან პრემიერზე, რომელმაც შერიგებისა და თანასწორობის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი გააკრიტიკა.
|
სალომე სარიშვილი 10.05.2016
პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ დეპუტატი თამაზ მეჭიაური მისივე განცხადებებით, მხოლოდ და მხოლოდ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სათქმელს ამბობს.
|
ეკატერინე ბასილაია 10.05.2016
დღეს საქართველოსა და რუსეთის მაღალი რანგის წარმომადგენლების შეხვედრა საქართველოსთვის სარისკო და წამგებიანია, ამგვარი რამ მხოლოდ მოსკოვის ინტერესში შედის და ჩვენ პუტინს ამაში ხელი არ უნდა შევუწყოთ, - ასე აფასებენ პოლიტოლოგები საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებას იმაზე, რომ "შესაბამისი გარემოებებისა და მომზადების შემთხვევაში" რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან შეხვედრა გამორიცხული არ არის.
|
ნინო ქეთელაური 10.05.2016
"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ თამაზ მეჭიურის განცხადებები, ქვეყნის საგარეო კურსს საფრთხეს უქმნის. ამ საკითხზე მმართველი გუნდის წევრების დუმილი კი, როგორც დეპუტატი ამბობს, შესაძლოა, აღქმული იყოს, როგორც გუნდის ერთიანი პოზიცია.
|
ეკატერინე ბასილაია 09.05.2016
არჩევნებამდე დარჩენილი 5 თვე, შესაძლოა, ქუჩის აქციების ტალღამ მოიცვას, სადაც პროტესტის ადრესატი ძირითადად არა არსებული ხელისუფლების მოქმედება, არამედ ერთი კაცი - ექსპრემიერი ივანიშვილი იქნება. რამდენიმე ასეთი დიდი თუ პატარა საპროტესტო გამოსვლა უკვე დაანონსებულია და სტარტიც აღებული, მათგან პირველი "პანორამა თბილისის" მშენებლობის წინააღმდეგ გასულ შაბათს მოეწყო, რომელსაც ორგანიზატორთა მცირეხნიანი დაკავებაც მოჰყვა. ივანიშვილს აქციებით, "ნაციონალების" გარდა, ემუქრებიან: ალასანიაც, ინაშვილიც და გაერთიანებული ოპოზიციაც.
|
|