თიკო ოსმანოვა
28.05.2016

გვანცა ღვედაშვილი

ვენეციის კომისიამ საქართველოს "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ გამოთქმული კრიტიკული შენიშვნები გაითვალისწინა. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, გახდება თუ არა ეს გიორგი მარგველაშვილის მიერ ცვლილებებისთვის ვეტოს დადების მიზეზი. პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის განმარტებით, ამ საკითხზე განცხადება უახლოეს დღებში გაკეთდება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებს, "თავისუფალი დემოკრატების" წევრი შალვა შავგულიძე მიიჩნევს, რომ "ქართულმა ოცნებამ," შესაძლოა, უგულველყოს ვენეციის კომისიის დასკვნა და ვეტოს დაძლევას შეეცადოს.

თიკო ოსმანოვა
28.05.2016

 კორცხელი, ხურჩა, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მიღებული კანონი, მოახლოებული ვარშავის სამიტი და უშიშროების საბჭოს სხდომა - ეს ის საკითხებია, რომელიც პრეზიდენტმა, პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ერთობლივ შეხვედრაზე განიხილეს.

ლიკა ამირაშვილი
28.05.2016

 კონსტიტუციონალისტი ვახტან ძაბირაძე მიიჩნევს, კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენები შემთხვევით არ ყოფილან თბილისიდან ზუგდიდში ჩასული. როგორც ძაბირაძემ "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, "ქართულმა ოცნებამ" იცოდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთა ჯგუფი იქნებოდა მობილიზებული. მისი თქმით, სწორედ ამიტომ ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი მიზანმიმართულად გადადგა.

ვახტანგ შამუგია
27.05.2016

 მაღალი გამავლობის 3-ღერძიან სატვირთო ავტომანქანის ბაზაზე დამონტაჟებული ქართული 120 მმ კალიბრიანი თვითმავალი ნაღმმტყორცნი ცეცხლის მართვის, ნავიგაციის და დამიზნების თანამედროვე ციფრული სისტემებითაა აღჭურვილი.

ელზა პაპოშვილი
27.05.2016

 პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე თვლის, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება, ქვეყანაში ანტიდასავლური პროპაგანდის გაძლიერების შესახებ, სიმართლეა. მისი თქმით, ამის მიზეზი მოსახლეობისთვის ფუჭი და ტყუილი დაპირებებია.

ეკატერინე ბასილაია
27.05.2016

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება წელს გადაიფიქრა და ის სამომავლოდ 2017 წლისთვის გადადო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკვე მოაწერეს ხელი ე.წ. პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა და ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა.

თაკო მათეშვილი
27.05.2016

პოლიტოლოგები, სოციოლოგები და პიარსპეციალისტები შუალედური არჩევნების შედეგებით გამოხატულ ტენდენციებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ამ არჩევნებით, მიუხედავად იმისა, რომ იგი მცირე მასშტაბის იყო, საკმაოდ ბევრი დასკვნის გამოტანა შეიძლება.

თიკო ოსმანოვა
27.05.2016

 "ეს არჩევნები იყო გარკვეული ტესტი, მაგრამ არ ვეთანხმები იმ შეფასებას, რომ ორ ოლქში "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოიგო, უბრალოდ, ამ არჩევნებში "ოცნებამ" წააგო და ეს თვისობრივად ორი სხვადასხვა რამეა.

გვანცა ღვედაშვილი
26.05.2016

 "ქართული ოცნება" შეიძლება ომარ ნიშნიანიძემაც დატოვოს. ამბობს, რომ ახალმა წევრმა, დავით კოღუაშვილმა თავისი განცხადებებით "ქართული ოცნების" მთელი სამყარო ამოატრიალა. ფიქრობს, რომ პარტია ნაკლებად ენდობა მასთან ერთად მებრძოლ ხალხს და რეგიონებში მათ მომხრეებს.

თაკო მათეშვილი
26.05.2016

 "დღესაც ვერ ხვდებიან, რამხელა პრობლემები აქვთ - ერთ პატარა სოფელშიც კი ამხელა ძალისხმევა და ცემა-ტყეპა დასჭირდათ და მაინც წააგეს," - ასე პასუხობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ხელისუფლების წევრების თამამ განცხადებებს ოქტომბრის არჩევნებში უპირობო გამარჯვებასთან დაკავშირებით, რომელთაც განსაკუთრებით აქტიურად შუალედური არჩევნების შემდეგ აკეთებენ.

ეკატერინე ბასილაია
26.05.2016

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინიდან დააანონსა, რომ ის საქართველოში დაბრუნებასა და პროცესებში აქტიურად ჩართვას აპირებს, რომ ამაში ეჭვი არავის შეეპაროს და ეს მუქარა არ არის. მისი ეს მესიჯი, პოლიტოლოგების შეფასებით, "ოცნების" ხელისუფლების ერთგვარი დაფრთხობისა და დაშინების მცდელობაა და ასევე, 2003 წლის მოვლენების გამეორების დაანონსებაც.

სალომე სარიშვილი
26.05.2016

 "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს. პარტიამ ეს გადაწყვეტილება იმ დამნაშავე პირების დაუსჯელობით ახსნა, რომლებიც კორცხელის საარჩევნო უბანზე მომხდარი დაპირისპირების მონაწილენი არიან. "ნაცმოძრაობაში" ისიც თქვეს, რომ ძალადობის დამკვეთები მთავრობაში არიან და შესაბამისად, ვიდრე ყველა ინსტიტუტი "ივანიშვილის ყმადაა ქცეული", სხდომებში მონაწილეობა აზრს მოკლებულია. მათივე განცხადებით, ბოიკოტი გაგრძელდება მანამ, სანამ დანაშაულის მონაწილეები და დამკვეთები არ დაისჯებიან.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×