თაკო მათეშვილი 06.06.2016
"ოცნება" "მოკლე პოლიტიკური მეხსიერების" მქონე მოქალაქეებისათვის წინასაარჩევნოდ იმის შეხსენებას ცდილობს, თუ რას აკეთებდა "ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში ყოფნის დროს და უგზავნის მესიჯს, რომ თუკი მხარს მათ არ დაუჭერენ, კვლავ ისინი დაბრუნდებიან - ასე აფასებენ პოლიტოლოგები, პიარ-სპეციალისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები "ოცნების" მიერ "ნაცმოძრაობის" წინააღმდეგ სამუშაოების ფართოდ გაშლას.
|
სალომე სარიშვილი 06.06.2016
რამდენიმე დღის წინ ბათუმში პედაგოგებისთვის გამართულ კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგზე მასწავლებლებს ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამად უკვე ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა "სკაიპით" მიმართა. ამ ფაქტს აჭარის განათლების სამინისტროში მალევე დიდი გამოხმაურება მოჰყვა - მინისტრის მოადგილის განცხადებით, პედაგოგები ამის შესახებ წინასწარ არ იყვნენ ინფორმირებული და მათი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება დაუშვებელია.
|
თიკო ოსმანოვა 06.06.2016
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, ტერორიზმთან ბრძოლას საქართველოს ხელისუფლება ეფექტურად ახორციელებს და იგი ამ საკითხებში აშშ-ის მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება. ექსპერტ კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძის განმარტებით კი, საქართველოში მთავარი პრობლემა იდეოლოგიური ტერორიზმია, რომლის მიმართლებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგმულა.
|
ელზა პაპოშვილი 06.06.2016
"ეროვნული ფორმუმის" წევრი და დეპუტატი ანი მიროტაძე ამბობს, რომ გარკვეულ რეგიონებსა და რაიონებში ხელისუფლების წარმომადგენლები, საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებზე, რომლებიც მათი მომხრეები არ არიან, ზეწოლას ახორციელებენ.
|
ეკატერინე ბასილაია 06.06.2016
წინასაარჩევნო კამპანია 2 დღეში ოფიციალურად დაიწყება, თუმცა, მანამდე საარჩევნო გარემოზე შეფასებები დასავლეთიდანაც კეთდება. გამოქვეყნდა ეუთოს პირველი ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ 8 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნები დაძაბულ პოლიტიკურ ფონზე ჩაივლის, რაც წინასაარჩევნო გარემოზე გავლენას მოახდენს. აშშ-ის ელჩი საქართველში კი აცხადებს, რომ არჩევნები მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს კანონიერად, თუკი ყველას აქვს წვდომა მედიაზე და ამიტომაც საარჩევნო წელს ოპოზიციური არხის ("რუსთავი 2") მენეჯმენტის ცვლილება მიუღებელი უნდა იყოს საქართველოში.
|
თიკო ოსმანოვა 06.06.2016
"შეცდომებზე, რა თქმა უნდა, შეიძლება ვისაუბროთ, მე რას ვფიქრობდი და ის რას ფიქრობდა, მაგრამ ეს არ არის ის მიზეზი, რომ ადამიანი დასაჯო. არ მგონია, ვინმეს დაესაჯოს თამარ სანიკიძე", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი, რომელსაც განათლების მინისტრის შეცვლაზე გავესაუბრეთ.
|
ელზა პაპოშვილი 04.06.2016
პარლამენტის წევრი თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ ის მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ახალი პოლიტიკური პარტიით და გუნდით აპირებს. მისი თქმით, მოლაპარაკება სხავადსხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტული სახელების და გვარების დასახელებისგან ჯერ თავს შეიკავებს.
|
სალომე სარიშვილი 04.06.2016
გვანცა ღვედაშვილი
განათლების სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. თამარ სანიკიძე, რომელიც თავის დროზე ამ თანამდებობაზე პრეზიდენტ მარგველაშვილის რეკომენდაციით დაინიშნა, თანამდებობიდან გადაყენებულია. პირველი, რითაც მან, როგორც მინისტრმა, საზოგადოებას თავი დაამახსოვრა, მაშინდელ პრემიერთან ბიძინა ივანიშვილთან საკადრო საკითხებზე გამართული პრინციპული კამათი იყო, ბოლო კი - თსუ-ში მომხდარი არეულობა.
|
ეკატერინე ბასილაია 04.06.2016
მართლმადიდებელი ეკლესიების დიდი და წმინდა კრება, რომლის გახსნამდეც სულ რაღაც 12 დღეა, დარჩენილი, ჩაშლის პირასაა. საქართველოს ეკლესიის შემდეგ ულტიმატუმს ბულგარეთიც აყენებს და ამბობს, რომ კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს, თუკი თემატური და საორგანიზაციო ცვლილებების თაობაზე მათი შენიშვნები არ იქნება გათვალისწინებული. ასევე გაურკვეველია, წავა თუ არა კრეტაზე ანტიოქიის ეკლესიის წარმომადგენლობაც.
|
ნინო ქეთელაური 04.06.2016
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის საკადრო ცვლილებაზე მსჯელობა რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, საბოლოო გადაწყვეტილება კი რამდენიმე დღის წინ მიიღეს - ამის შესახებ ახალმა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა და დაამატა, რომ "ამას ოფიციალური შეთავაზების სახე არ ჰქონდა".
|
თიკო ოსმანოვა 04.06.2016
"უფრო ხმაურიანი და სანახაობითი იქნება წინასაარჩევნო კამპანია. "ქართული ოცნებისთვის" დებიუტია ეულად გასვლა საარჩევნო სივრცეში. და ჩემი აზრით, მიუხედავად არსებული განსხავებული მიდგომისა, ვფიქრობ, რომ ივანიშვილის ჩართვა არჩევნებში მაინც უკეთესი შედეგის მომტანი იქნება, ვიდრე დამოუკიდებლად გასვლა", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი.
|
თაკო მათეშვილი 04.06.2016
"ვერ ვიტყვი, რომ მისი საქმიანობა თვალშისაცემი იყო", - ასე აფასებს "რესპუბლიკური პარტიის" წევრი და განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ზურაბიშვილი გადაყენებული თამარ სანიკიძის 3 - წლიან მინისტრობას და ამბობს, რომ იგი უფრო რუტინული სამუშაოებით იყო დაკავებული.
|
|