გვანცა ღვედაშვილი 16.06.2016
პარლამენტსა და საკრებულოებში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით, კიდევ ერთი ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინეს, კანონპროექტის მიხედვით, პარტია 30%-იან დანამატს მიიღებს, თუ საარჩევნო სიის ყოველ სამეულში განსხვავებული სქესის ერთი კანდიდატი მაინც ეყოლება.
|
ელზა პაპოშვილი 15.06.2016
ანალიტიკოსი და ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ სტარსბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ვანო მერაბიშივილი ირიბად პოლიტპატიმრად გამოცხადდა, მინიმუმ, ხელისუფლების არაკომპეტენტურობასა და არასერიოზულობას, ხოლო მაქსიმუმ - მის შიგნით საბოტაჟს ნიშნავს.
|
ეკატერინე ბასილაია 15.06.2016
"მოქალაქე" ბიძინა ივანიშვილის ბეჭდურ და ონლაინ მედიასთან შეხვედრამ ისევ ისე ჩაიარა, როგორც თითქმის ყველა დანარჩენმა - ყველაზე ბევრს და აზარტულად საუბრობდა იმაზე, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ცუდია და ისინი სიცრუის ტირაჟირებას განაგრძობენ.
|
თაკო მათეშვილი 15.06.2016
"პატრიოტთა ალიანსი", "გაერთიანებული დემოკრატები", "თავისუფალი დემოკრატები", "რესპუბლიკელები," - ეს ის პარტიებია, რომელთან "ქართული ოცნების" გაერთიანებას პოლიტოლოგები არ გამორიცხავენ. ეს იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში მათ საკმარისი რაოდენობის მანდატები ვერ მიიღეს და უმრავლესობა ვერ შექმნეს.
|
თიკო ოსმანოვა 15.06.2016
საერთაშორისო არენაზე "ქართულმა ოცნებამ" მორიგი მარცხი განიცადა - "ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს" დადგენილებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილის მიმართ, წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო, თუმცა გამოყენებული იყო მასზე ზეწოლის ხერხად. ხელისუფლება საქმეს დიდ პალატაში გაასაჩივრებს, რასაც იურისტები სკეპტიკურად უყურებენ და "ოცნებას" აღსრულების პროცესის დაწყებას ურჩევენ.
|
მარიამ აფციაური 15.06.2016
ფოთში გადამზიდავ კომპანიებსა და პორტის ადმინისტრაციას შორის დაძაბულობამ პიკს მიაღწია. კომპანიებში დასაქმებულებმა ფოთის პორტის გადაწყვეტილება აქციით გააპროტესტეს. საუბარია იმ ცვლილებაზე, რომელიც ძალაში 1-ლი ივლისიდან შევა. ფოთის საზღვაო ნავსადგური პორტში შესულ კონტეინერებს თავის საკუთრებაში არსებულ ტერმინალზე განათავსებს, რის შედეგადაც სხვა ტერმინალები უფუნქციოდ რჩებიან.
|
სალომე სარიშვილი 14.06.2016
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ფიქრობს, რომ მიუხედავად "ქართული ოცნების" მიერ წინასაარჩევნოდ შერჩეული პროდასავლური რიტორიკისა, რაც საზოგადოებრივი აზრის თანხვედრია, თავისუფლად შესაძლებელია ამომრჩევლის სიმპატია სხვა იდეოლოგიის მქონე, ახლადშექმნილმა პარტიებმაც დაიმსახურონ.
|
ლიკა ამირაშვილი 14.06.2016
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე 80 მილიონიანი თურქეთის და საქართველოს კანდიდატურები ერთად არ უნდა განიხილებოდეს.
|
თიკო ოსმანოვა 14.06.2016
სოხუმში ტურისტული სეზონი ჩავარდნის პირასაა, რასაც არაღიარებული ქვეყნების ეგრეთ წოდებულმა საფეხბურთო ჩემპიონატმაც ვერ უშველა. პარტია "ევროპელი დემოკრატების" ლიდერის პაატა დავითაიას თქმით, რუსი ტურისტები აფხაზური სერვისით უკმაყოფილონი არიან, ამიტომ მისი თქმით, რუსები დასვენებას ძირითადად ყირიმში ამჯობინებენ, თუმცა არც მანდ შეიმჩნევა ტურისტების განსაკუთრებული მატება.
|
თაკო მათეშვილი 13.06.2016
გადამწყვეტი მნიშვნელობის - ასე აფასებენ წინასაარჩევნოდ ამერიკული წვრთნების ინტენსივობის გაზრდის შესახებ ინფორმაციას სპეციალისტები და დასძენენ, რომ ეს ყველაფერი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში დადებით წვლილს შეიტანს.
|
თაკო მათეშვილი 13.06.2016
პოლონეთში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლებაში "ანაკონდა 2016" ქართველების მონაწილეობის არმიღების გამო სპეციალისტები პესიმისტურ და უიმედო დასკვნებს აკეთებენ და ამბობენ, რომ დიდი ალბათობით, ეს ბრიუსელის ნებით მოხდა.
|
სალომე სარიშვილი 13.06.2016
"რესპუბლიკური პარტიის" წევრი დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით აშკარა პოლიტიკური მოტივი იკვეთება და ამას, მისი შეფასებით, დიდი მსჯელობა არ სჭირდება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|