ელზა პაპოშვილი
18.06.2016

ქალაქ გორის საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველმა გუშინ დილით საკრებულოს აპარატის 5 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. ამით უკმაყოფილო საკრებულოს 7-მა დეპუტატმა ორიოდე საათში მეტრეველის იმპიჩმენტის მოთხოვნით კანცელარიაში განცხადება შეიტანა და 20 ივნისს რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნა მოითხოვა, სადაც საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხზე უნდა ემსჯელათ.

სალომე სარიშვილი
17.06.2016

 პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე პრემიერ კვირიკაშვილისა და გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის შეხვედრას პოზიტიურად აფასებს და ამბობს, რომ ეს ვიზიტი დროული და მიზანშეწონილი იყო. მისი თქმით, შესაძლოა, შეხვედრაზე გაჟღერებულმა გზავნილებმა ვიზალიბერალიზაციის პროცესზე გავლენა სულაც არ იქონიოს, თუმცა საქართველოს ევროპული კურსისკენ სვლას კიდევ ერთხელ დაადასტურებს.

ეკატერინე ბასილაია
17.06.2016

კუნძულ კრეტაზე მართლმადიდებელი ეკლესიების დიდი და წმინდა კრება უკვე გაიხსნა და კრების გახსნის პირველსავე დღეს კრების ინტერნეტ-საიტზე გამოქვეყნდა ოკუპირებული აფხაზეთის სასულიერო პირების ერთი დაჯგუფების, ე.წ. აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის მიმართვა კრებისადმი, სადაც აფხაზები საქართველოს ეკლესიის საზღვრების გადახედვასა და აფხაზეთისათვის სტატუსის მინიჭებაზე საკითხის განხილვას ითხოვენ.

ელზა პაპოშვილი
17.06.2016

 საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერ გიგა ბოკერიას დახურულ კარს მიღმა შეხვდა. პრეზიდენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ეკა მიშველაძის ინფორმაციით, შეხვედრა დახურული იყო და მას სხვა არავინ ესწრებოდა.

თაკო მათეშვილი
17.06.2016

 "ზოგადად ბევრ რამეზე ვმსჯელობთ" - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი კითხვას იმის შესახებ, დაიკავებს თუ არა თავდაცვის მინისტრის პოსტს ხიდაშელის წასვლის შემდგომ. აქვე დასძენს, რომ ამაზე ახლა საუბარი, როცა ქვეყანას თავდაცვის მინისტრი ჯერ კიდევ ჰყავს, არაეთიკურია.

ლიკა ამირაშვილი
17.06.2016

"როიტერის" ინფორმაციით, უკრაინამ ევროკავშირს თხოვნით მიმართა, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაცია უკრაინაზე ადრე არ მიიღოს. მათი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო უვიზო მიმოსვლას უკრაინაზე ადრე მიიღებს, ეს ქვეყანაში პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს პოზიციების დასუსტებას გამოიწვევს.

ვახტანგ შამუგია
16.06.2016

 საქართველოს საზღვაო საზღვარი 300 კმ-ზე ოდნავ მეტია. მისი დაახლოებით 1/3 აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაზე მოდის და შესაბამისად, ობიექტურ მიზეზთა გამო თბილისის მიერ ვერ კონტროლდება. თუმცა რამდენად ეფექტურადაა დაცული სხვადასხვა საფრთხეებისაგან და როგორ კონტროლდება დანარჩენი მონაკვეთი, ეს სხვა საკითხია.

თიკო ოსმანოვა
16.06.2016

 "ეს ქართული მართლმსაჯულების მარცხია - დამნაშავე მერაბიშვილს ვერ დაუმტკიცეს წესიერად დანაშაული", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია.

თაკო მათეშვილი
16.06.2016

 ნატოს გადაწყვეტილებას აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების უპრეცედენტო გაძლიერების თაობაზე პოლიტოლოგები აფასებენ როგორც მოსალოდნელს, მნიშვნელოვანსა და დროულს. ამბობენ, რომ ეს მისი მხრიდან იძულებით გადადგმული ნაბიჯია, რადგან რუსეთმა ალიანსს, თავისი აგრესიული ქმედებით, სხვა გზა, უბრალოდ, აღარ დაუტოვა.

ელზა პაპოშვილი
16.06.2016

თავდაცვის ყიფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ სასამართლოში ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ჩვენება მისცა. ოქრუაშვილის თქმით, სააკაშვილს გელაშვილის მიმართ გარკვეული წყენა ჰქონდა, რომელიც უკავშირდებოდა ექსპრეზიდენტის ოჯახის წევრებზე ბიზნესმენის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

ნინო ქეთელაური
16.06.2016

 "საკმარისია საქართველოს ხელისუფლებამ უფრო მეტი ილაპარაკოს ნატოსთან ინტეგრაციაზე, ვიდრე ეს მოსკოვში მოსწონთ, რომ მაშინვე იწყება რუსეთიდან საპასუხო ნაბიჯები",- ამის შესახებ ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე "რეზონანსთან" საუბრობს და ამბობს, რომ სოფელ ავლევში ე.წ სასაზღვრე აბრის დამონტაჟების ფაქტიც, რუსეთის მხრიდან საპასუხო რეაქცია იყო.

სალომე სარიშვილი
16.06.2016

 საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი და ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ფიქრობს, რომ მმართველი ძალის მხრიდან "ნაციონალური მოძრაობის" მემკვიდრეობასა და შეცდომებზე საუბარი საარჩევნო ტექნოლოგიური თვალსაზრისით არ შეიძლება არასწორად შერჩეულ რიტორიკად მივიჩნიოთ. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ყოფილი მმართველი ძალა ახლა ოპოზიციაშია და შესაბამისად, მისი ხელისუფლებაში დაბრუნების ალბათობა კვლავ არსებობს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×