თაკო მათეშვილი 27.06.2016
საქართველოსათვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხი, შესაძლოა, 18 ივლისს გადაწყდეს. როგორც პარლამენტში აცხადებენ, ეს შესაძლებელია და თუ ასე არ მოხდა, პროცესი ჩვენთვის სასარგებლოდ მაქსიმუმ სექტემბრის ბოლოსთვის დასრულდება.
|
ეკატერინე ბასილაია 27.06.2016
1-ლ ივლისს სოჭში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური დელეგაცია ჩადის და როგორც რუსული მედია წერს, 2008 წლის ომისა და დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური ვიზიტი რუსეთში პირველად შედგება.
|
ლიკა ამირაშვილი 27.06.2016
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლამ ევროპაში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი და პრობლემა გააჩინა. როგორც ცინცაძემ "მთელ კვირასთან" საუბრისას აღნიშნა, ამ მოვლენას ყველა აფასებს, როგორც ქაოსსა და პანიკას.
|
ვახტანგ შამუგია 27.06.2016
საქართველოს მიერ 2013 წელს ირანისათვის სავიზო რეჟიმის დაწესებამ თეირანის გაღიზიანება გამოიწვია, თუმცა ამ ეტაპზე უვიზო მიმოსვლა აღდგა.
|
თიკო ოსმანოვა 27.06.2016
"სახალხო დამცველი კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით აკვირდება ყველა სახელმწიფო სტრუქტურას, მათ შორის სასამართლოს. თუ სასამართლოს მხრიდან მოხდება უფლებების დარღვევა და ამაზე ვიტყვით, ეს არავისთვის ახალი არ უნდა იყოს. ასეთი ფაქტები გვახსოვს ბევრი, როცა სასამართლო იყო უფლებების დამრღვევი. ასე რომ, ვინმეს თუ კანონის ცოდნასთან დაკავშირებით პრობლემა აქვს, ვურჩევ, კარგად ჩაიხედონ, მე მივანიშნებ ზუსტ ადგილს", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.
|
სალომე სარიშვილი 27.06.2016
ბიზნესმენ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ შემაჯამებელ დასკვნას მისი ოჯახის წევრები არ იზიარებენ და ამბობენ, რომ პროკურატურამ საქმეში არსებული ბევრი მნიშვნელოვანი გარემოება არ გაითვალისწინა.
|
სალომე სარიშვილი 25.06.2016
თბილისში დაგეგმილ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე 5 ივლისს ასამბლეის ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. ამ თანამდებობაზე 3 კანდიდატურა განიხილება: დამოუკიდებელი კანდიდატი ალან ნერი (საფრანგეთი), ევროპის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ წარდგენილი კრისტინ მუტონენი (ავსტრია) და ევროპის სახალხო პარტიის მიერ წარდგენილი გიგი წერეთელი (საქართველო).
|
ეკატერინე ბასილაია 25.06.2016
ევროკავშირი ბრიტანეთის გარეშე - რეფერენდუმის ამ შედეგმა ნეგატიური გავლენა და გამოწვევა შესაძლოა, საქართველოშიც ჰპოვოს. ერთი მხრივ, პრორუსულ პოლიტიკურ ძალებს დასავლეთის დისკრედიტაციისთვის ახალი არგუმენტი შეემატათ იმის სათქმელად, რომ მაშინ, როდესაც ევროკავშირს თვით უძველესი და უდიდესი ინგლისიც უარს ეუბნება, საქართველოც უნდა დაფიქრდეს, მეორე მხრივ კი, პროდასავლურად განწყობილმა პოლიტიკურმა ძალებმა უნდა შეძლონ ამომრჩევლის სწორად ინფორმირება იმაზე, რომ საქართველოსა და ბრიტანეთის შედარება უადგილოა, რადგან ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის გარეშე მხოლოდ რუსულ ორბიტაზე დაბრუნებისა და ამით თავისუფლების დაკარგვის პერსპექტივა აქვს.პოლიტოლოგების თქმით, ეს რეფერენდუმი რომ პრორუსულად განწყობილი პარტიებისათვის ახალი დამატებითი მესიჯი და არგუმენტი იქნება მათი ანტიდასავლურობის პოზიციის გასამტკიცებლად, ამას დიდი პროგნოზი არ სჭირდება, ეს ისედაც ნათელია. ამიტომაც ახლა მთავარია სწორი, არგუმენტირებული პასუხები სჭირდება უპირველესად ხელისუფლების და მედიის მხრიდან.
|
გვანცა ღვედაშვილი 25.06.2016
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ტოვებს. ქვეყანაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებით, გადაწყვეტილებას მხარი მოსახელობის 52%-მა დაუჭირა. როგორ განვითარდება პროცესები და რა გავლენას იქონიებს ეს საქართველოზე - ამასთან დაკავშირებით პოლიტოლოგ-ექსპერტებს ერთგვაროვანი მოსაზრებები აქვთ. მათი თქმით, საქრათველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესზე აღნიშნული საკითხი გავლენას არ იქონიებს, თუმცა პროცესების გაჭიანურება მაინც მოსალოდნელია.
|
თაკო მათეშვილი 25.06.2016
"თავისუფალი დემოკრატები" პრეზიდენტს "კაბელების საქმეზე" დაკავებულების შეწყალებას სთხოვენ და ამისათვის ხელმოწერების შეგროვებასაც იწყებენ. ამბობენ, რომ მარგველაშვილთან ამ თემაზე ჯერ არ უსაუბრიათ, თუმცა იმედოვნებენ, რომ მათი თხოვნა უყურადღებოდ არ დარჩება.
|
ლიკა ამირაშვილი 25.06.2016
დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის თავმჯდომარის, სოსო ცისკარიშვილის თქმით, ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლა არავის არ გაკვირვებია.
|
თიკო ოსმანოვა 25.06.2016
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორ კარასინის მორიგი შეხვედრა 27 ივნისს გაიმართება. ზურაბ აბაშიძის თქმით, ჰუმანიტარულ საკითხებთან ერთად, მთელი სიმწვავით დააყენებს ხურჩაში განვითარებულ ტრაგედიის საკითხს და გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის დაპატიმრებას კატეგორიულად მოითხოვს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|