თაკო მათეშვილი
22.06.2016

  "ისლამურმა სახელმწიფომ" ჰიბრიდული ომის საწარმოებლად სპეციალური დანიშნულების რაზმი შექმნა, რომლის ინტერესის არეალში საქართველოცაა - ამ შემაშფოთებელ ინფორმაციას ექსკლუზიურად "რეზონანსს" სამხედრო ანალიტიკოსი, ტერორიზმთან ბრძოლის ექსპერტი ვახტანგ მაისაია აწვდის და აქვე დეტალებსაც განმარტავს.

გვანცა ღვედაშვილი
22.06.2016

სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში პოლიტიზირების მცდელობებზე განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ხმამაღლა საუბრობს. მისი თქმით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მსგავსი ფაქტები არ არსებობდეს.

ლიკა ამირაშვილი
22.06.2016

 კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნებში დაპირისპირების პროვოცირებას შეეცდება, როგორც ქვეყნის შიგნით რამდენიმე პოლიტიკური პარტია, ასევე მეზობელი ქვეყანაც.

ელზა პაპოშვილი
22.06.2016

 პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ საქართველომ მართალია, ვიზალიბერალიზაციის მინიჭებასთან დაკავშირებით ყველა დავალება პირნათლად შეასრულა, მაგრამ მთავარი შეცდომა ის დაუშვა, რომ საკმაოდ თავდაჯერებული აღმოჩნდა.

თაკო მათეშვილი
21.06.2016

 რუსეთი შავ ზღვაზე უწინდელი გავლენის აღდგენას ცდილობს - ასე ხსნიან სპეციალისტები გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი გიუმრის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ბაზებზე ანტისაჰაერო სისტემებს განათავსებს, რათა ნატოს გაფართოება შეაჩეროს.

ზვიად მახარაძე (ბრიუსელი)
21.06.2016

 გუშინ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე საქართველოსათვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების პროცესში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა წინ. საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცალსახად დააფიქსირეს, რომ საქართველო ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს და არ არსებობს უარის თქმის არავითარი ფორმალური მიზეზი.

ლიკა ამირაშვილი
21.06.2016

 "კვირიკაშვილი სიკეთის ფორმულაა, მაგრამ მას არ ექნება წვდომა ყველა იმ სუბიექტის მოსათვინიერებლად, რომელთაც სრულიად საწინააღმდეგო მიზანი აქვთ," - ასე აფასებს "რეზონანსთან" საუბრისას დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის თავმჯდომარე სოსო ცისკარიშვილი ექსპრემიერ ივანიშვილის განცხადებას, სადაც ამბობს, რომ "ანეკდოტურიც იქნება, ვინმემ წარმოიდგინოს, რომ კვირიკაშვილი ხმების მოპარვას იფიქრებს".

თიკო ოსმანოვა
21.06.2016

 არასაპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტისგან უფასო სარეკლამო დროსთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვეტოს დადებას ითხოვს. ოპოზიცია ხელისუფლებას კუთვნილი უფასო სარეკლამო დროის წართმევაში ადანაშაულებს. კანონპროექტით უკმაყოფილონი არიან თავად ტელევიზიის წარმომადგენლებიც, რომლებიც ამ თემაზე პრეზიდენტის მრჩევლებს შეხვდნენ.

ელზა პაპოშვილი
21.06.2016

 "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა თვლის, რომ "ქართული ოცნების" საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება მხოლოდ გაერთიანებულ ოპოზიციას შეუძლია, რადგანაც ამომრჩეველს საშუალება მიეცემა, "ნაციონალების" კვლავ ხელისუფლებაში მოსვლის შიშით, ხმა "ოცნებას" აღარ მისცეს.

ეკატერინე ბასილაია
21.06.2016

ხელისუფლება და "თავისუფალი დემოკრატები" დანარჩენი ოპოზიციური ძალებისაგან საარჩევნო კამპანიაში ერთიანი ქცევის - ე.წ. ეთიკის კოდექსზე შეთანხმებას ითხოვენ. ინიციატორი "თავისუფალი დემოკრატი" ვიქტორ დოლიძეა, რომელსაც ამ იდეის გამო ოპოზიციური პარტიები ხელისუფლების "დესტრუქციული ქმედებების გამპრავებლად" ნათლავენ კიდეც და აცხადებენ, რომ ამ არაფრისმომცემ განცხადებას ისინი არ შეუერთდებიან.

თამარ ლომიძე
21.06.2016

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი უახლოეს საათებში კლინიკა "გულის" ხელმძღვანელის ანზორ მელიას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს. ამის მიზეზი კი "ბიზნესკურიერში" მელიას მიერ გაკეთებული განცხადებები გახდა, სადაც მან ცენტრი კორუფციულ გარიგებასა და ფულის გათეთრებაში დაადანაშაულა. გარდა ამისა, ცენტრი "ბიზნესკურიერისაგანაც" ითხოვს პასუხს იმ ცილისმწამებლური განცხადებებისთვის, რომელიც, როგორც ცენტრის დირექტორი გიორგი ბუთხუზი აცხადებს, ლახავს ცენტრის თითოეული თანამშრომლის ღირსებას.

ეკატერინე ბასილაია
20.06.2016

 "ქართულ ოცნებას" ჯერ არცერთი მაჟორიტარი არ დაუსახელებია და, ამდენად, ჯერჯერობით ცნობილი არ არის, პროპორციულ თუ მაჟორიტარულ სიაში ე.წ. პორტირებული "ნაციონალები" აღმოჩნდებიან თუ არა, თუმცა გარკვეულია ის, რომ "ოცნების" სახელით წინასაარჩევნო აგიტაციას რეგიონებში უმეტესად ყოფილი "ნაციონალები" წარუძღვებიან. ამაზე საუბრობენ ოპოზიციაც და ამას "ოცნებაშიც" ადასტურებენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×