ლიკა ამირაშვილი 24.06.2016
პოლიტოლოგი და ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ეთიკის კოდექსის მიღებით ხელისუფლება მშვიდობის ინიციატორად გამოდის. როგორც ხუხაშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, საარჩევნო ძალადობისთვის ყველაზე კარგი პრევენციული ღონისძიება კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირები დასჯილიყო. თუმცა იქვე დასძინა, ამის პოლიტიკური ნება პრემიერ-მინისტრს არ გააჩნია, რაც მის ფიგურას, როგორც ქვეყნის პირველი პირისას, ეჭვქვეშ აყენებს.
|
სალომე სარიშვილი 24.06.2016
"საქართველო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაზე რუსული დელეგაციის შემოსვლის საკითხს დაბრკოლებების გარეშე უზრუნველყოფს," - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ გააკეთა და იქვე დასძინა, რომ რუსი დეპუტატებისთვის სესიაში მონაწილეობის ხელისშემშლელი ფაქტორი არც კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" იქნება, რადგან ამ შემთხვევაში მიმღები მხარე არა საქართველო, არამედ ეუთოა.
|
ეკატერინე ბასილაია 24.06.2016
ერთ თვეზე მეტი გავიდა, რაც ხურჩაში გიგა ოთხოზორია აფხაზმა ე.წ. მესაზღვრემ თვითმხილველებისა და კამერების წინ მოკლა და მიუხედავად იმისა, რომ ამის მტკიცებულებაც დიდი ხანია ,აფხაზურ მხარეს გადაეცა, მკვლელს გუშინ აფხაზეთის ე.წ. სამხედრო სასამართლომ მხოლოდ შინაპატიმრობა შეუფარდა. ამ სამართლებრივმა ნონსენსმა კი ექსპერტების დიდ ნაწილში კიდევ უფრო გააღრმავა ნიჰილიზმი იმაზე, რომ აფხაზები მკვლელს არ დასჯიან.
|
თიკო ოსმანოვა 24.06.2016
თეთრიწყაროს რაიონის "პატრიოტთა ალიანსის" ორგანიზაციის წევრები ადგილობრივ საკრებულოს მაღალჩინოსნებს პროვოკაციის მოწყობაში და ფიზიკურ დაპირისპირებაში ადანაშაულებენ. თავად სახელისუფლებო გუნდის წევრები კი ამ ინციდენტს კატეგორიულად უარყოფენ. საკრებულოს თავმჯდომარის, გოჩა თედორაძის თქმით, მანქანის ცუდად მართვის გამო მხოლოდ მცირე შელაპარაკება მოუხდათ.
|
გვანცა ღვედაშვილი 24.06.2016
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფული მასალის ჩამოშლა დაახლოებით საღამოს შვიდის ნახევრიდან დაიწყო და გვიან ღამემდე გრძელდებოდა. შედეგად ყველა სახის ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეწყვეტილია, ევაკუირებულია სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "ყაზბეგის" თანამშრომელები. რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი, გზა კი პროცესების ჩაწყნარებამდე გადაკეტილი იქნება, - აღნიშნული ინფორმაცია "რეზონანსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიონმა მიაწოდა.
|
თიკო ოსმანოვა 24.06.2016
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტზე, 3 წლის დაგვიანებით, გამოძიება დაიწყო. დადგება თუ არა იმდროინდელი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დიმიტრი დარბაისელის საკითხი, ეს გამოძიების დასრულების შემდეგ გაირკვევა.
|
ნინო ქეთელაური 24.06.2016
"ეროვნულ ფორუმს" მაჟორიტარობის 20 კანდიდატი უკვე დამტკიცებული ჰყავს, თუმცა კონსულტაცია გრძელდება და, შესაძლოა, კანდიდატები ყველა საარჩევნო ოლქში წარადგინოს.
|
ელზა პაპოშვილი 23.06.2016
 საქართველოს სხვადასხვა რეგიონში "ისლამური სახელმწიფოს" დაჯგუფებები უკვე მოქმედებენ, რომლებიც ბრძოლის ხერხად, ამ ეტაპზე, საზოგადოების იდეოლოგიურ დამუშავებას იყენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას "რეზონანსს" კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე აწვდის.
|
თაკო მათეშვილი 23.06.2016
ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ამბობს, რომ თუკი ყველაფერი ისე წავიდა, როგორც დაგეგმილია, ვარშავის სამიტი საქართველოს ბევრ სასიამოვნო სიახლეს ჰპირდება.
|
ეკატერინე ბასილაია 23.06.2016
საარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში ჯერ შესული არც არის, თუმცა კოალიცია "ქართული ოცნების" ყოფილი პარტნიორი პარტიების წევრების მიგრაცია უკვე დაიწყო - გუშინ "თავისუფალი დემოკრატების" აბაშის ოფისი დატოვა 5-მა წევრმა და ორგანიზაციის თავმჯდომარესთან ერთად მმართველ "ქართულ ოცნებაში" გადავიდა; ორშაბათს კი "რესპუბლიკური პარტიის" დიდუბის ოფისი 50-მდე წევრმა დატოვა.
|
თიკო ოსმანოვა 23.06.2016
დამოუკიდებელ ექსპერტ მაია ნიკოლაიშვილის თქმით, "რუსთავის 2-ის" დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით მის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტით, შემთხვევის დროს ავტომობილში მეორე ადამიანის ყოფნა გამოირიცხა.
|
გვანცა ღვედაშვილი 23.06.2016
იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებულ საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების მიხედვით, პოლიციელებს საარჩევნო უბნებთან ყოფნის უფლება ექნებათ და საარჩევნო უბანთან ძალადობისთვის სასჯელი 2-დან 5 წლამდე იქნება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|