ნინო ქეთელაური
30.06.2016

 "ემიგრაციაზე წლების განმავლობაში ვსაუბრობდი, ვყვიროდი, პარლამენტისა და სამინისტროების დაკეტილ კარებზე ვაკაკუნებდი, მაგრამ უშედეგოდ", - ამის შესახებ თამაზ მეჭიაურის პარტია "ერთანი საქართველოს" ახალი წევრი, ელგუჯა ლამბრიანიდის-მინაძე "რეზონანსთან" საუბრობს.

თიკო ოსმანოვა
29.06.2016

 რუსეთში, ოკუპირებული აფხაზეთიდან დაახლოებით 450 კილომეტრის დაშორებით, როსტოვის ატომურ ელექტროსადგურზე ახალი, რიგით მე-4 ენერგობლოკის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის ექსპლუატაციაში გაშვებაც გაისად იგეგმება. რუსი ეკოლოგები მშენებლობის გარშემო რადიაციული ფონის ზრდაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მშენებლობაზე რადიაციის გაჟონვა ხდება, რასაც ხელისუფლება მალავს.

ეკატერინე ბასილაია
29.06.2016

 ოკუპირებულ "სამხრეთ ოსეთში" ევროპული მუსიკალური ჯგუფი პირველად ჩავიდა - რუმინულმა პოპულარულმა ჯგუფმა "მორანდიმ" ცხინვალის ცენტრში უფასო კონცერტი ორშაბათს გამართა, რასაც ადგილობრივებში დიდი აღფრთოვანება მოჰყვა და უფრო მეტიც, ევროპული ჯგუფის სტუმრობა "ევროპელების მხრიდან აღიარების" დასაწყისადაც კი მოინათლა.

თაკო მათეიშვილი
29.06.2016

არჩევნების მოახლოებასთან ერთად პარტიებმა ჩვეულებას არ უღალატეს და კოორდინატორთა სქემა აამოქმედეს. წინა ხელისუფლების ტრადიციას "ქართული ოცნება" უცვლელად აგრძელებს. თუმცა, კოორდინატორებზე უარი არც "ნაციონალურ მოძრაობას" უთქვამს.

სალომე სარიშვილი
29.06.2016

 პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ გერმანულ-ამერიკული ორგანიზაცია პალ-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები არ შეიძლება, სანდოდ მივიჩნიოთ, რადგან მასში მოყვანილი მონაცემები, არსებული რეალობის გათვალისწინებით, ლოგიკასთან არანაირ კავშირში არაა.

ნინო ქეთელაური
29.06.2016

საქართველოს პრეზიდენტი ეუთო-ს საპარლამენტო ანსამბლეის პრეზიდენტად გიგი წერეთლის წარდგენას მხარს უჭერს და იმავე ქმედებისკენ საქართველოს დელეგაციის წევრებს მოუწოდებს. მისი თქმით, ამ პოზიციაზე ქართველი დეპუტატის არჩევით, საქართველოს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თემების წინ წამოწევის უნიკალური შანსი მიეცემა.

ელზა პაპოშვილი
29.06.2016

 "რესპუბლიკური" პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებებს თინა ხიდაშელის მისამართით პირად დაინტერესებას უწოდებს. მისი თქმით, სესიაშვილს თავდაცვის მინისტრობა ისე ძალიან უნდა, რომ საკუთარი სურვილების გაკონტროლებას ვეღარ ახერხებს და მას ახმოვანებს.

თაკო მათეშვილი
28.06.2016

 ბრიტანეთში გამართული რეფერენდუმის შედეგებმა ცივი წყალი გადაავლო მანამდე ჩატარებულ არაერთ კვლევას, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ მოსახლეობის უმეტესობა ევროკავშირში დარჩენის მომხრე იყო.

ეკატერინე ბასილაია
28.06.2016

 10 ივლისამდე "რესპუბლიკელი" მინისტრები თანამდებობებზე რჩებიან, მათი გაშვება დიდი ალბათობით, ივლისის ბოლომდე მოხდება. მართალია, პრემიერ კვირიკაშვილს არ დაუკონკრეტებია ცვლილების ზუსტი დრო, თუმცა მას გაცხადებული აქვს, რომ შემცვლელები უკვე შერჩეულიც ჰყავს, გუშინ კი განაცხადა, რომ ცვლილების შესახებ "მოგვიანებით გახდება ცნობილი".

თიკო ოსმანოვა
28.06.2016

 ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე თავდაცვის მინისტრად მის დანიშვნას კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, მას ამ საკითხზე შეთავაზებაც არ ჰქონია.

თიკო ოსმანოვა
28.06.2016

 გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ექსპერტიზები მიმდინარეობს. მისი ძმის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგლა ჟვანიას თქმით, მას მოლოდინი ჰქონდა, რომ საქმე აქამდე გაიხსნებოდა, თუმცა დროში გაიწელა. მაგრამ იგი გამორიცხავს, გამოძიებამ დასრულებისას კიდევ ერთხელ, დაადასტუროს, რომ ყოფილი პრემიერი უბედურ შემთხვევას შეეწირა.

ეკატერინე ბასილაია
27.06.2016

 "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაზე მუშაობა უკვე დასრულებულია და მისი ოფიციალური პრეზენტაცია უახლოეს ხანებში მოხდება. თუმცა, მანამდე "მთელმა კვირამ" შეძლო, არაოფიციალურად მოეპოვებინა რამდენიმე მაჟორიტარობის კანდიდატის ვინაობა და პარტიული სიის ნაწილიც, ის, რაც ბოლო დრომდე განიხილებოდა. მათგან ბევრი ძველი სახეა, ნაცნობიც და უცნობიც, ნაწილი კი - ახალი.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×