სალომე სარიშვილი
11.07.2016

 "ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, 2018 წლიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარება სრულად აიკრძალება. მართალია, დაწესებულებებს საამისოდ გარკვეულ დროს, 2 წელს ვაძლევთ, მაგრამ მანამდე საჭიროა, ამისათვის თანდათანობით მოვემზადოთ," - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი გუგული მაღრაძე, რომელიც თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტის ინიციატორია.

თაკო მათეშვილი
09.07.2016

 ვარშავის სამიტის პირველი დღე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებით დასრულდა - ქვეყანას ალიანსის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და ახლო პარტნიორი უწოდეს. სპეციალისტთა შეფასებით, ეს წინ გადადგმულ ნაბიჯად უნდა მივიჩნიოთ, თუმცა, რა თქმა უნდა, არა ისეთად, რასაც საქართველო ელის და იმსახურებს.

ზვიად მახარაძე (ვარშავა)
09.07.2016

 გუშინ, ნატოს ვარშავის სამიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართულ ნატო-საქართველის კომისიის სხდომაზე მიღებულ განცხადებაში ცალსახადაა აღნიშნული ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც საქართველომ აჩვენა არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში.

სალომე სარიშვილი
09.07.2016

 "როგორც იქნა, შავი ზღვა, რომელიც დიდი ხანია საქართველოს ახალი სავიზიტო ბარათი უნდა ყოფილიყო, ნატოს მიერ უკვე აღიარებულია, როგორც ევროპის ნაწილი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია, რადგანაც მასზე რუსეთის ბატონობას მარტივად არავინ დაუშვებს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი და იქვე დასძენს, რომ ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე უკვე პროგრესული ნაბიჯია.

ეკატერინე ბასილაია
09.07.2016

სოხუმში დაპირისპირება არ ცხრება. ოპოზიციის მიტინგებისა და მოთხოვნების მიუხედავად, რომ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების თაობაზე დანიშნული რეფერენდუმი შემოდგომისთვის გადადებულიყო, ის ხვალ 10 ივლისს მაინც ჩატარდება.

ელზა პაპოშვილი
09.07.2016

 პოლიტოლოგი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ჩამოსული რუსი დეპუტატები თავიანთი განცხადებებით ცდილობდნენ, რომ ჩვენი ხელისუფლება ისეთ კონტექსტში ეხსენებინათ, თითქოს და საქართველოს რუსეთის მიმართ კარგი და მჭიდრო დამოკიდებულება აქვს.

თაკო მათეშვილი
08.07.2016

 ვარშავაში ნატოს სამიტი, რომელზეც საქართველოში საკმაოდ დიდ მოლოდინს ამყარებენ, დაიწყო. ბოლო დღეების სიახლეების მიხედვით, ხელისუფლებაშიც და პოლიტოლოგთა წრეშიც აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა საგრძნობლად უნდა ამაღლდეს.

სალომე სარიშვილი
08.07.2016

 ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის გაფორმებული მემორანდუმი, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობის გაღრმავებას მოიცავს, ბევრი თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ აშშ ამ გადაწყვეტილებით მნიშვნელოვანი შეიარაღების შესყიდვის საშუალებას გვაძლევს, მისი მხრიდან მემორანდუმი კარგი სიგნალია კრემლისთვისაც.

თაკო მათეშვილი
08.07.2016

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ პილიტიკურ პარტიებს ბევრად სერიოზული და გულმოდგინე მუშაობა მოუწევთ დაპირებების მოსაფიქრებლად, რადგან სპეციალისტების აზრით, "პოლიტიკურად გაზრდილი" ამომრჩეველი ახლა ყველაფერს უფრო კრიტიკულად შეაფასებს, ანკესს რთულად წამოეგება.

ელზა პაპოშვილი
08.07.2016

 ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ამერიკაში საქართველოს ელჩის არჩილ გეგეშიძის განცხადება, რომ საქართველოს სამთავრობო გუნდში პრორუსული ძალები არიან, რეალურია, მაგრამ მას, როგორც დიპლომატს, რეგლამენტი ამის თქმის უფლებას არ აძლევდა.

მაკა ხარაზიშვილი
08.07.2016

 ბათუმი, ქუთაისი, თბილისი - იპოთეკარები მასობრივ შეტევას იწყებენ და მთავრობას მათი პრობლემის მოგვარებას კატეგორიულად სთხოვენ. მათი პირობა, ძირითადად, ორია: გამოსახლებული ადამიანებისთვის თავშესაფრის გადაცემა და მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ შერჩა უძრავი ქონება, დაბალპროცენტიანი, გრძელვადიანი სესხის გაცემაზე ბანკებთან შუამდგომლობა.

სალომე სარიშვილი
07.07.2016

 კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის წევრებისა და თავმჯდომარის, კახა ცაბაძის წინააღმდეგ ბრალდების მორიგი ტალღა აგორდა. მოძრაობა "ეროვნულების" ლიდერის, სანდრო ბრეგაძის განცხადებით, კომპოზიტორთა კავშირის შენობის პირველ სართულზე დაახლოებით თვე-ნახევრის წინ საროსკიპო იყო გახსნილი, თუმცა მისი განცხადების შემდგომ იქაურობა დაწესებულების მფლობელმა დატოვა. თავად კახა ცაბაძე კი ამას მის წინააღმდეგ აგორებულ მორიგ უსაფუძვლო ბრალდებებს უწოდებს და ამბობს, რომ ცილისმწამებლური კამპანია ჯერ კიდევ გასულ წლებში დაიწყო.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×