ია აბულაშვილი
13.07.2016

 "კანონშემოქმედებითი საქმიანობა შეიძლებოდა, გაცილებით უკეთ ყოფილიყო წარმართული. ბოლოს და ბოლოს ის მაინც მომხდარიყო, რომ 2003-2012 წლებში გაპარატახებული საკანონმდებლო ბაზა გასწორებულიყო," - ასე აფასებს მერვე მოწვევის პარლამენტის საქმიანობას იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გია მეფარიშვილი.

სალომე სარიშვილი
13.07.2016

 "როგორც ჩანს, აგულაშვილი ფიქრობს, რომ სჯობს მინისტრის პოსტზე დარჩეს და შესაბამისად, ალბათ აქვს კიდევაც გარკვეული გარანტიები - გარანტია იმისა, რომ არჩევნების შემდეგ მინისტრის სავარძელს კვლავ შეინარჩუნებს. რესპუბლიკურ პარტიასთან ერთად არჩევნებში მონაწილეობა კი, გულწრფელად რომ ვთქვათ, საკმაოდ დიდი რისკის შემცველი იყო, ვინაიდან პარტიას 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი აქვს, მაგრამ არა გარანტია," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე.

თაკო მათეშვილი
12.07.2016

 "ქართულ ოცნებასთან" გარიგება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მცდელობა, მაქსიმალური სარგებლის მიღება, ხმაურიანი განთავისუფლებისათვის თავის არიდება - ამ მიზეზებით ხსნიან პოლიტოლოგები "რესპუბლიკელი" მინისტრების მიერ გადადგომის გადადებას და აგრეთვე პრემიერის მხრიდან მათი გადაყენებისაგან თავის შეკავებას.

თიკო ოსმანოვა
12.07.2016

 "კონსერვატიული პარტია", "სოციალ-დემოკრატები" და "მწვანეები" არჩევნებში მონაწილეობას "ქართულ ოცნებასთან" ერთად მიიღებენ - თუმცა არა კოალიციით. რა ფორმით მოხდება საარჩევნო სიაში მათი ჩასმა, ერთ კვირაში გაირკვევა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, პარტიული სიის პრეზენტაცია მიმდინარე კვირას გაიმართება.

თაკო მათეშვილი
12.07.2016

 "ილუზია იქნება იმის თქმა, რომ ერთი დეკლარაციით საქართველოს უსაფრთხოება ხვალიდანვე გაიზრდება. ამას პროცედურები სჭირდება", - ასე პასუხობს პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი კითხვას იმის თაობაზე, თუ რამდენად გაზარდა ნატოს სამიტმა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება.

თიკო ოსმანოვა
12.07.2016

 იქნება თუ არა "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ძმა, გოგლა ჟვანია, რამდენიმე დღეში გაირკვევა. მისი თქმით, იგი პარტიის ხელმძღვანელობისგან გადაწყვეტილებას ელოდება, ამიტომ თავად კომენტარისგან თავს შეიკავებს.

ეკატერინე ბასილაია
12.07.2016

ოკუპირებულ აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის საჭიროებაზე კვირას გამართული რეფერენდუმი უკიდურესად დაბალი აქტივობის გამო ჩაიშალა.

ია აბულაშვილი
11.07.2016

 "მთავარი პოლიტიკური პროცესი არჩევნების შემდეგ წარიმართება. 2016 წლის არჩევნები 2012 წლისგან განსხვავებით, გამარჯვებულის მიმართ სერიოზული ეჭვის ქვეშ ჩაივლის. ეს აღარ არის 2012 წელი, როდესაც ამომრჩეველთა დიდი ნაწილი მოქმედებდა პრინციპით: ოღონდ კი ეს არა" - აცხადებს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი, რომელსაც "მთელი კვირა" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

სალომე სარიშვილი
11.07.2016

 კინორეჟისორი გიორგი შენგელაია ახალ ფილმზე იწყებს მუშაობას, თუმცა მანამდე ხელოვანი კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის კომისიის გადაწყვეტილებას ელოდება, რომელმაც ახალი კინოსურათი ფინანსურად უნდა უზრუნველყოს. რეჟისორის თქმით, ახალი ფილმი ჟანრობრივად სატირული კომედია იქნება, რომელიც, ქვეყანაში არსებულ სიდუხჭირესთან ერთად, მასობრივ კულტურაზე ახალგაზრდა თაობის დამოკიდებულებას ასახავს.

ზვიად მახარაძე (ვარშავა)
11.07.2016

 ნატოს ვარშავის სამიტის შემაჯამებელ კომუნიკეში დაგმობილია რუსეთის სამხედრო გაძლიერება ყირიმის ნახევარკუნძულზე, ალიანსის შეშფოთებას იწვევს რუსეთის ძალისხმევა და უკვე გაცხადებული გეგმები მთელ შავი ზღვის რეგიონში სამხედრო დასწრების გაძლიერების შესახებ. თავის მხრივ საქართველო ნატოს შავი ზღვის პლატფორმაში აქტიური მონაწილეობის მიღებას გეგმავს, რაც, თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელის აზრით, ნატოს კარიბჭის გასაღები შეიძლება გახდეს.

ეკატერინე ბასილაია
11.07.2016

 გუშინ საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე სკანდალური სამშენებლო კომპანია "ცენტრ-პოინტის" რეგიონული ხელმძღვანელების დაკავების ოპერაცია ჩატარდა. დილით ჯერ ორი თანამშრომელი დააკავეს, შუადღისთვის კი, ოჯახის ინფორმაციით, კომპანიის ყოფილი დირექტორის, გუკა რჩეულიშვილის სახლშიც მივიდნენ დაკავების ორდერით, თუმცა ის პროკურატურის წარმომადგენლებს სახლში არ დახვდა.

ეკატერინე ბასილაია
11.07.2016

 ნატო-ს ვარშავის სამიტმა ჩაიარა და ოფიციალური განცხადებების პარალელურად შეფასებებს პოლიტოლოგებიც აკეთებენ. სპეციალისტების თქმით, ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ნატო-ს გზაზე, თუმცა რამდენი ნაბიჯი და შესაბამისად, რამდენი წელი დაგვრჩა ნატო-ს ღია კარში შესასვლელად, კვლავ უცნობია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×