ეკატერინე ბასილაია 07.07.2016
ამერიკული სამხედრო წვრთნების შემდეგ საქართველო ვაშინგტონისგან მალე იარაღის გადმოცემასაც ელოდება. გუშინ საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რაც თავდაცვის აღჭურვილობის შესყიდვის თემებს მოიცავს. დოკუმენტს ხელი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერეს და ის უკვე შეფასდა, როგორც უმნიშვნელოვანესი მიღწევა აშშ-საქართველოს 25-წლიანი პარტნიორობაში.
|
ეკატერინე ბასილაია 07.07.2016
25 წლის მაგდა პაპიძეს, რომელიც ნაფიცმა მსაჯულებმა ქმარ-შვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს, გუშინ სასამართლომ უვადო პატიმრობა შეუფარდა.
|
გვანცა ღვედაშვილი 07.07.2016
"ახალი საქართველოს" ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, წინასაარჩევნოდ მოლაპარაკებები 4-5 პარტიასთან მიმდინარეობს. მათ შორის ერთ-ერთი "გირჩია". სხვა პარტიების დასახელებისგან კი თავს იკავებს. მისი თქმით, მოლაპარაკებები კოალიციის შექმნაზე მიმდინარეობს.
|
თაკო მათეშვილი 07.07.2016
პოლიტოლოგები ამერიკაში საქართველოს ელჩის, არჩილ გეგეშიძის განცხადების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს გადაჭარბებულად აფასებენ და ამბობენ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მისი დაუყოვნებლივი გამოძახება უსაფუძვლო იყო.
|
ელზა პაპოშვილი 06.07.2016
პანკისში სატამბოლის აეროპორტში მომხდარ ტერაქტში ახმედ ჩატაევის შესაძლო მონაწილეობის არ სჯერათ. ადგილობრივების აზრით, მას რომ ტერაქტის მოწყობის საშუალება ჰქონოდა, ამას არა თურქეთში, არამედ რუსეთში განახორციელებდა, რადგანაც ის ჩეჩნეთის ომის დროს თურქეთმა შეიფარა და ამ ქვეყნის მიმართ მადლიერების მეტს არაფერს განიცდიდა.
|
ეკატერინე ბასილაია 06.07.2016
ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივი ოპოზიციის მხარდამჭერები დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასა და დე ფაქტო შს მინისტრს ლეონიდ ძაპშბას დაუპირისპირდნენ. სოხუმის ოპოზიცია ძაპშბას სასწრაფოდ სახლში გაშვებას და 10 ივლისს ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე დანიშნული რეფერენდუმის შემოდგომისთვის გადატანას ითხოვს.
|
თიკო ოსმანოვა 06.07.2016
საქართველო-რუსეთის საზღვრებზე ტვირთბრუნვის მონიტორინგთან დაკავშირებით საბოლოო შეთანხმება 5 წლის შემდეგაც არ არის მიღწეული. რამდენიმე თვეა, ქართული და შვეიცარიული მხარეები პასუხს მოსკოვისგან ელოდებიან. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე იმედოვნებს, რომ ჩრდილოელი მეზობელი დოკუმენტის ტექნიკურ დეტალებს უახლოეს მომავალში მოაგვარებს და ამის შესახებ ქართულ მხარეს მალე აცნობებს, რაშიც ეჭვი ეპარებათ პოლიტოლოგებს. მათი თქმით, რუსეთს დოკუმენტის ამოქმედება არ აწყობს.
|
თაკო მათეშვილი 06.07.2016
პოლიტოლოგები წინასაარჩევნოდ არარეალური დაპირებების ბუმს ელოდებიან. მათი აზრით, პარტიები, რომელთაც გამარჯვების შანსი ნაკლებად აქვთ, მხარდამჭერების მოსაზიდად ყველანაირ ხერხს მიმართავენ, მათ შორის - შეუძლებელი ეკონომიკური და სოციალური გეგმების პროპაგანდას.
|
სალომე სარიშვილი 06.07.2016
ტურისტულ კომპანია "ტრაველ ჯის" უპასუხისმგებლობასა და არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებენ. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნული კომპანია 2 დღის წინ ხევსურეთში დაგეგმილ ტურს სრული უპასუხისმგებლობით მიუდგა, მოლაშქრეები მაღალ მთაში მეთვალყურის გარეშე დატოვა და მათი სიცოცხლე საფრთხის წინაშე დააყენა. თავად კომპანიაში კი ამ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და ამბობენ, რომ მოლაშქრეები აღნიშნული ტურისთვის თავად არ იყვნენ მზად.
|
ია აბულაშვილი 06.07.2016
"ფოლადის სასახლეში ზის პოლიტიკური ბაზრის ის უჩინარი ჯადოქარი, რომელსაც საკმაოდ დიდი მასალა დაუგროვდა განსჯისათვის, თუ რომელი პოლიტიკური ძალა გადაარჩინოს მომავალში და ველური სისხლიანი ბაზრიდან გადაიყვანოს ე.წ. ინკუბატორში, სადაც მას გადაარჩენს და სახეს დაუბრუნებს" - ამბობს პოლიტმარკეტინგის სპეციალისტი, პროფესორი კახაბერ ჯაყელი, რომელსაც "რეზონანსი" წინასაარჩევნო გარემოს თავისებურებებზე გაესაუბრა.
|
თაკო მათეშვილი 05.07.2016
გამოცდილი პოლიტიკოსი, მაგრამ ამავდროულად სამხედრო საკითხებში გათვითცნობიერებული ადამიანი - ასეთი უნდა იყო პოლიტოლოგთა და სამხედრო ანალიტიკოსთა აზრით, მომავალი თავდაცვის მინისტრი, რომელიც, სავარაუდოდ, თინა ხიდაშელს შეცვლის. თუმცა როდის მოხდება ეს, უცნობია, რადგან როგორც ჩანს, ხიდაშელი გადადგომას ვარშავის სამიტის შემდეგაც არ აპირებს.
|
თიკო ოსმანოვა 05.07.2016
"თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროპასთან უვიზო მიმოსვლას სექტემბრიდან შეძლებენ და ეს თარიღი აღარ გადაიწევა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|