ელზა პაპოშვილი
18.07.2016

 რეგიონში დაძაბული სიტუაციის ფონზე არსებობს თუ არა იმის საფრთხე, რომ სამხრეთ კავკასიაში სირიის მსგავსი კრიზისი დაიწყოს. მოსკოვში ფიქრობენ, რომ ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია და დაუფარავად აცხადებენ, რომ ემზადებიან კიდეც ამისთვის.

თიკო ოსმანოვა
18.07.2016

 პარტია "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის ახალი სახეების ნაწილი მაჟორიტარ კანდიდატებად განიხილება. პარტიის გენერალური მდივნის ირაკლი კობახიძის თქმით, ამ შემთხვევაში სხვადასხვა ვარიანტი მუშავდება, თუმცა ჯერჯერობით ვერ დააკონკრეტებს. რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, მათი ვინაობის დასახელება დღეიდან დაიწყება და აგვისტოს დასაწყისამდე დასრულდება.

სალომე სარიშვილი
18.07.2016

 სამხედრო გადატრიალების მცდელობა მეზობელ სახელმწიფოში, რომელიც უშედეგოდ, თუმცა მსხვერპლით დასრულდა და მმართველი პარტიის საარჩევნო სიის ახალი სახეები - ეს ის საშინაო და საგარეო პოლიტიკის კვირის ყველაზე აქტუალური თემებია, რომელმაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

თიკო ოსმანოვა
18.07.2016

 ფილოსოფოსმა ზაზა ფირალიშვილმა პარტია "თავისუფალი დემოკრატები" დატოვა. მისი თქმით, პოლიტიკაში თავს არაკომფორტულად გრძნობდა და სწორედ ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება.

ია აბულაშვილი
18.07.2016

"ვადამდელი დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები ალბათ ვერ ჩატარდება. რომც ჩატარდეს, ეს არსებითად ვერ შეცვლის იმ მდგომარეობას, რომელიც დღეს აფხაზეთშია", - განაცხადა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ანზორ წოწონავამ, რომელსაც "მთელი კვირა" ბოლო დროს ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა.

ელზა პაპოშვილი
16.07.2016

 კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ აბუ ომარ ალ-შიშანის სიკვდილი ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოსთვის" დიდი დანაკლისია. მისი თქმით, მის გარეშე ტერორისტებს საკვანძო ქალაქების, მოსულისა და რაქას დაცვა გაუჭირდებათ. ასევე ხალიფატს ჩეჩნეთიდან და სამხრეთ კავკასიიდან ახალი მებრძოლების გადაბირებაც გაუძნელდება. მართალია, მის შემცვლელს მაინც მოძებნიან, მაგრამ ახალი თაობა, რომლიც გარდაცვლილი ლიდერების ადგილს იკავებს, განსაკუთრებული სისატიკით და აგრესიით გამოირჩევა.

სალომე სარიშვილი
16.07.2016

 ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ადვოკატი ირაკლი ყანდაშვილი ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემის გასაძლიერებლად, პირველ რიგში, მისდამი საზოგადოებრივი ნდობის აღდგენაა საჭირო, ნდობის აღდგენა კი სწორედ იმ რეფორმებზეა დამოკიდებული, რის ხარჯზეც მართლმსაჯულების სისტემის რეფორირება მიმდინარეობს.

თაკო მათეშვილი
15.07.2016

 პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი წინასაარჩევნო პერიოდსა და პარტიების მიერ გააქტიურებულ კამპანიას აფასებს და ამბობს, რომ პარტიებიცა და მედიაც ამ პროცესს აქტიურად, დიდი მონდომებით აშუქებენ, მაგრამ მისი აზრით, საზოგადოებას ეს არ აინტერესებს.

ეკატერინე ბასილაია
15.07.2016

 ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ გალის რაიონის ყოფილ დე ფაქტო ხელმძღვანელს, ბესლან არშბას საქართველოს 15 ათასი მოქალაქისათვის "აფხაზეთის პასპორტების" უკანონოდ დარიგების გამო ბრალი წაუყენა. მას უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ და 7 წლამდე პატიმრობაც ემუქრება. ე.წ. პასპორტების საქმეზე გამოძიება უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს და შესაძლოა სს საქმეში ბრალდებულები ტყვარჩელისა და ოჩამჩირის ე.წ. ადმინისტრაციის ყოფილი უფროსებიც და სხვა ადგილობრივი ჩინოვნიკებიც გახდნენ.

თიკო ოსმანოვა
15.07.2016

 "ასე დაჩქარებული წესით და ამ პროცედურებით არ უნდა მომხდარიყო მოსამართლეთა შერჩევა. დღეს შეიძლება ეს იმდენად კატასტროფული არ იყოს, მაგრამ ხვალ სასამართლო სისტემაზე ნამდვილად ძალიან ცუდად აისახება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი, რომელსაც სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებზე ვესაუბრეთ.

სალომე სარიშვილი
15.07.2016

 საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპციალისტი და ანაკლიტიკოსი არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის მიერ ფართო საზოგადოებისთვის წარმოჩინებული ახალი სახეები "ქართული ოცნებისთვის" კარგი შენაძენია, თუმცა იქვე უმატებს, რომ მათი რეალური შესაძლებლობა ოპონენტებთან დებატებში გამოჩნდება. გამზარდიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის ბევრი ახალი წევრის გამოცდილება საზოგადოებისთვის მეტნაკლებად უცნობია, ამ ჩამონათვალში მაინც არის რამდენიმე ადამიანი, რომელსაც საჯაროდ ოპონირება კარგად გამოსდის.

ლიკა ამირაშვილი
15.07.2016

ნანა ალექსანდრიას სახელობის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი, რომელიც მე-11 წელია ტარდება, წელს შეცვლილი სახელწოდებით გაიხსნა. მას ახლა "ფოთის საერთაშორისო ფესტივალი" ეწოდება. ფესტივალი ორი დღის წინ გაიხსნა და 20 ივლისს დასრულდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×