გვანცა ღვედაშვილი
29.07.2016

 ექსპერტი მამუკა არეშიძე "რეზონანსთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ გიორგი პაპუაშვილი, როგორც მოსამართლე, სახელმწიფო მოღვაწე და იურისტი, მისთვის არ არსებობს. მის მიერ გაკეთებული განცხადება ზეწოლასთან დაკავშირებით, მისი აზრით, ოდესაში შეთანხმებული პიარ-გეგმის ნაწილია. თუმცა, აცხადებს, რომ პროკურატურამ ყველა კითხვას უნდა გასცეს პასუხი.

ლიკა გურაბანიძე
29.07.2016

ზღვის სეზონის დაწყებასთან ერთად იმატა უბედური შემთხვევების რაოდენობამაც. ოთხშაბათს ბათუმში ორი უბედური შემთხვევა მოხდა. დილით ბათუმის ბულვართან ზღვაში მაშველებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს, შუადღისას კი ზღვაში 20 წლის გოგონა დაიხრჩო. მაშველები მას რამდენიმე წუთის განმავლობაში ეძებნენ, ნაპირზე გამოყვანის შემდეგ პირველადი დახმარებაც აღმოუჩინეს, თუმცა უშედეგოდ. თვითმხილველთა გადმოცემით, გოგონამ ცურვა არ იცოდა.

ეკატერინე ბასილაია
28.07.2016

 დევნილთა ექსმინისტრი დავით დარახველიძე სამინისტროს დღევანდელ პოლიტიკას აკრიტიკებს და ბევრ სხვა საკითხთან ერთად უმთავრესად დევნილებისთვის ბინების შესყიდვაში სამინისტროს მიერ ზედმეტად დახარჯულ თანხებზე საუბრობს. კონკრეტულად კი ამბობს, რომ თავისი მინისტრობისას 2088 დევნილისთვის 22-სართულიანი ბინის იაფად მშენებლობის პროექტი ჰქონდა, ტენდერში გამარჯვებულიც გამოვლენილი იყო, მაგრამ ის მოხსნეს და ეს პროექტი ეკონომიკური საბჭოს მითითებით დღევანდელმა მინისტრმა სოზარ სუბარმა ჩაშალა. ნაცვლად კი, სამინისტრომ უფრო ძვირად იყიდა ბინები და თან ბევრად ნაკლები, რაც მისი პროექტით იყო გათვალისწინებული.

ნინო ქეთელაური
28.07.2016

 "კითხვის ნიშნები ჩნდება მაშინ, როდესაც ზეწოლაზე ქვეყნის მთავარსარდალი, თავდაცვის მინისტრი და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ალაპარაკდნენ. ამ სამეულს აკლია ერთი - პარლამენტის თავმჯდომარე და მალე შეიძლება ისიც შეუერთდეს", - ამის შესახებ პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ განაცხადა.

ლიკა გურაბანიძე
28.07.2016

 "თავისუფალი დემოკრატების" წევრი გია ცაგარეიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, ხელისუფლება წინასაარჩევნო პერიოდში ბევრ შეცდომას უშვებს და მისი პარტია ამ შეცდომებს აუცილებლად გამოიყენებს.

ნინო ქეთელაური
28.07.2016

 უნგრეთის მთავრობამ 2015 წლის 13 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებით, 15 მილიონი ფორინტი (დაახლოებით, 123 000 ლარი) გამოყო. აქედან 5 მილიონი ფორინტი (დაახლოებით, 41 000 ლარი) სტიქიის დროს დაზიანებული "მომავლის სკოლის" რეაბილიტაციას მოხმარდება. ამის შესახებ შეთანხმებას ხელი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიარტომ და "მომავლის სკოლის" დირექტორმა რაინ არნერმა მოაწერეს.

გვანცა ღვედაშვილი
27.07.2016

 ზოგადი უნარების გამოცდაზე 16%-მა, დაახლოებით 6 000-მა აბიტურიენტმა, მინიმალური ბარიერი ვერ გადალახა. უნარებში ჩაჭრილთა რაოდენობა, წინა წლებთან შედარებით, ყველაზე მაღალია. გამოცდების ეროვნულ ცენტრში კონკრეტულ მიზეზებზე საუბარი უჭირთ, თუმცა "საქართველოს განათლების ლიგის" თავმჯდომარე, მანანა ნიკოლაიშვილის თქმით, ეს შედეგები 2004 წელს სააკაშვილის მიერ განხორციელებული განათლების ძირეულმა რეფორმებმა გამოიწვია.

ეკატერინე ბასილაია
27.07.2016

 უკვე ორი დღეა პრეზიდენტი და "ქართული ოცნების" ლიდერები ერთმანეთს სკანდალური და არაკორექტული განცხადებებით ეხმიანებიან. გიორგი მარგველაშვილი ძალოვნების მხრიდან წნეხის საშიშროებაზე საუბრობს და კორცხელის ინციდენტის ადეკვატურად გამოძიებას და მასთან ვიცე-პრემიერი კალაძის კავშირის დადგენასაც ითხოვს. "ოცნებიდან" კი პასუხია, რომ ეს ამორალური, ზნეობადაკარგული განცხადება და ჭორაობაა.

ეკატერინე ბასილაია
26.07.2016

 რუსული სახელმწიფო კომპანია "გაზპრომი" მთელი სამხრეთ ოსეთის ბუნებრივი აირით მომარაგების პირობას დებს. სპეციალურად ამ შეთანხმების დეტალების გასარკვევად გუშინ ცხინვალში კომპანიის წარმომადგენლობაც ჩავიდა და დე ფაქტო პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვთან განიხილა შვილობილი კომპანიის გახსნისა და უახლოეს წლებში სამხრეთ ოსეთს გაზიფიკაციის საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტა.

ელზა პაპოშვილი
26.07.2016

 ანლიტიკოსი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ქვეყანაში საკმაოდ საშიში თამაში მიდის. მისი თქმით, პრეზიდენტის და გიორგი პაპუაშვილის განცხადების შემდეგ აშკარაა, რომ არსებობენ გარკვეული პირები, რომლებიც პრემიერსაც კი არ ემორჩილებიან და თვითნებურად მოქმედებენ.

გვანცა ღვედაშვილი
26.07.2016

 პროკურორისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილისა და პრეზიდენტის განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც ზეწოლაზე საუბრობენ, "რეზონანსთან" ინტერვიუში არაადეკვატურსა და მიუღებელს უწოდებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.

ელზა პაპოშვილი
26.07.2016

 საქართველოს თავდაცვის მინისტრის ადგილი რამდენიმე დღეში ვაკანტური იქნება - უკვე ცნობილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატებში ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ, საქართველოში დაბრუნებული თინა ხიდაშელი თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრი და პრემიერ-მინისტრი უკვე შეთანხმებულები არიან.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×