თიკო ოსმანოვა
09.08.2016

 გენდერული დისბალანსი "ქართულ ოცნებაში" - ამ ეტაპისთვის მმართველმა პარტიამ 44 მაჟორატარობის კანდიდატი დაასახელა და მათ შორის არცერთი ქალი არ არის. სახელისუფლებო პარტიაში ამას რეგიონებში გამეფებულ პატრიარქატს უკავშირებენ და იმედოვნებენ, რომ არსებულ დისბალანს საარჩევნო სიით გამოასწორებენ.

სალომე სარიშვილი
09.08.2016

"ადმინისტრაციული რესურსის გამოყნება, ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა და წინასაარჩევნო აგიტაცია," - ეს იმ სავარაუდო დარღევევათა ჩამონათვალია, რომელიც არჩევენებამდე ორი თვით ადრე საარჩევნო თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგაც გამოიკვეთა.

ნინო ქეთელაური
09.08.2016

 "ხელისუფლების ორგანოების მხრიდან სოციალური დახმარებების მოხსნის მუქარას მასობრივი სახე აქვს. შინაარსი არის ერთი და იგივე - თუ ჩვენი პარტიის წევრია, დატოვონ პარტია, თუ მხარდამჭერია, შეწყვიტონ ჩვენი მხარდაჭერა", - ამის შესახებ პარტიის - "სახელმწიფო ხალხისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ხათუნა ლაგაზიძე "რეზონანსთან" საუბრობს.

ელზა წიკლაური
09.08.2016

 სამედიცინო დაწესებულებების სიმრავლის მიუხედავად, საქართველოში ჯანდაცვის მომსახურება ყოველწლიურად ძვირდება. მატულობს ფასი როგორც ამბულატორიულ გამოკვლევებზე, ასევე ძვირდება ექიმთან ვიზიტიც. გაძვირების ტენდენცია განსაკუთრებით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემდეგ გახდა თვალში საცემი. სამედიცინო კლინიკების ნაწილი ხედავს, რომ თანხის ნაწილს მაინც სახელმწიფო იხდის და ამით კარგადაც სარგებლობს - პაციენტს დამატებით გამოკვლევებს უნიშნავს და ფულს მისგანაც იღებს.

მაკა ხარაზიშვილი
09.08.2016

 პენსიონერებისთვის "ღირსეული" სიბერის შესაქმნელად მთავრობამ ახალი პროგრამა მოიფიქრა. "ცხოვრება გრძელდება" - ამ ლოზუნგის ფარგლებში მეწარმეებმა პენსიონერების დასაქმება უნდა შეძლონ. სახელმწიფო კი მათ ამისთვის გარკვეულ შეღავათებს ჰპირდება. ჯერჯერობით ამ ინიციატივის უფრო მეტი დეტალი ცნობილი არ არის.

ნინო ქეთელაური
08.08.2016

 "მსგავსი პოლიტიკური ქმედებები ამჟამად მხოლოდ კრემლს ახარებს, რადგან ასეთ ვითარებაში ჩატარებული არჩევნები არ იქნება ლეგიტიმური, რაც დაგვავიწყებს ვიზალიბერალიზაციას, ნატოს და ა.შ.", - ასე აფასებს დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის თავმჯდომარე სოსო ცისკარიშვილი გასულ კვირას სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს შორის მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებს.

ეკატერინე ბასილაია
08.08.2016

 მსოფლიო საპატრიარქომ, მოსკოვისთვის მიცემული დაპირების მიუხედავად, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე მუშაობა აქტიურად დაიწყო და ოკუპირებულ აფხაზეთში ამ პროცესს დიდი ინტერესით შეჰყურებენ, რადგან უკრაინის სტატუსის გადაჭრის კვალდაკვალ იმედს არ კარგავენ, რომ აფხაზეთის ეპარქიის ავტოკეფალიის ან ავტონომიის საკითხიც დადგეს კონსტანტინოპოლის დღის წესრიგში.

თიკო ოსმანოვა
08.08.2016

 თამარ ჩუგოშვილი თუ გია ვოლსკი - "ქართული ოცნება" მომავალი პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურაზე ვერ თანხმდება. "მთელი კვირის" ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამ პოსტისთვის პარტიის პოლიტსაბჭოს წევრ თამარ ჩუგოშვილს ამზადებს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი კი კოლეგებს მის კანდიდატურას სთავაზობს. თუმცა თავად საპარლამენტო უმრავლესობაში ამ საკითხზე კონსულტაციების მიმდინარეობას უარყოფენ.

სალომე სარიშვილი
08.08.2016

 "ჩვენი შტაბი უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს შიდა მოკვლევებზე. ზუსტად ამ მონაცემებზე დაყრდნობით ვიცი, რომ "ეროვნული ფორუმი" არ განიხილავს სხვა ვერსიას გამარჯვების გარდა," - აცხადებს "მთელ კვირასთან" საუბრისას "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე, რომელსაც წინასაარჩევნო გარემოსა და პარტიის სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.

თიკო ოსმანოვა
08.08.2016

დღეიდან ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას ბესლან ბარციცი უხელმძღვანელებს. შესაბამის ბრძანებას მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ ხელი უკვე მოაწერა. მოსალოდნელი "სამთავრობო ცვლილებებისგან" ბევრს არაფერს ელოდებიან კავკასიოლოგები. აფხაზეთის უშიშროების ექსმინისტრის ლევან კიკნაძის თქმით, ბარციცი განსაკუთრებულ ფიგურას არ წარმოადგენს. ამბობს, რომ რეფერენდუმის ჩაშლის შემდეგ "რესპუბლიკაში" შექმნილ ვითარებას ვერავინ ვერ უშველის.

ია აბულაშვილი
08.08.2016

  2008 წლის აგვისტოს ომიდან 8 წელი გავიდა. ამ 5 - დღიანმა ომმა შეაშფოთა საერთაშორისო საზოგადოება, რადგან არავინ ელოდა მოვლენების ამგვარ განვითარებას. ომის შემდეგ კი ძალიან ბევრი ითქვა და დაიწერა ამ კონფლიქტზე, პოლიტოლოგებმა, ექსპერტებმა და ისტორიკოსებმა ამ ომს მიუძღვნეს პუბლიკაციები, სტატიები. გამოვიდა რამდენიმე წიგნიც, გადაიღეს ფილმები, მათ შორის ჰოლივუდის მიერ გადაღებული პოპულარული ფილმი "აგვისტოს 5 დღე".

სალომე სარიშვილი
06.08.2016

რამდენიმე თვის წინ მმართველ პარტიაში აცხადებდნენ, რომ საარჩევნოდ მათი მაჟორიტართა შემადგენლობა და პარტიული სია დაახლოებით მესამედით განახლდებოდა, თუმცა მაჟორიტარების შემთხვევაში განახლება გაცილებით მასშტაბურია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×