ვახტანგ შამუგია
17.08.2016

 უკრაინაში, სეპარატისტების მიერ კონტროლირებად სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონებსა და რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე სიტუაცია დაძაბულია. არსებული ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა კონფლიქტის ზონებში დამატებითი შეიარაღება და ცოცხალი ძალა გადაისროლეს.

თიკო ოსმანოვა
17.08.2016

 "პარლამენტში აპირებენ, შეიყვანონ ისეთი ადამიანები, ვისაც პოლიტიკასთან არავითარი კავშირი არ აქვთ. ეს ნიშნავს, რომ ვიღაცას უნდა მარიონეტები, რომ თვითონ მართოს ქვეყანა", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი.

თიკო ოსმანოვა
16.08.2016

 "ქართული ოცნება" მსახიობებს, მომღერლებს და სპორტსმენებს ვერც ამ არჩევნებზე შეელია. თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ძირითადად ამ სფეროების წარმომადგენლები არიან. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ისინი 8 ოქტომბრის არჩევნებში წარმატებას აუცილებლად მიაღწევენ. პოლიტოლოგები კი დედაქალაქშიც მეორე ტურს გარდაუვლად მიიჩნევენ.

თიკო ოსმანოვა
16.08.2016

 რა ჩანაწერი უნდა გაკეთდეს კონსტიტუციაში - საქართველოს უბლოკო სტატუსზე, თუ ქვეყნის პროდასავლური კურსის შესახებ - ამ საკითხზე "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ოპონენტებს დებატებში იწვევს. "რესპუბლიკური" პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი კი ბურჯანაძეს ურჩევს "ოცნებას" თავი დაანებოს და თუ დებატების გამართვა სურს, ედებატოს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერს, ირმა ინაშვილს.

ნინო ქეთელაური
16.08.2016

 "იმ განწყობების შექმნას, რაც ქვეყანში არსებობს, ჩვენმა მეზობლემა შეუწყვეს ხელი. ეს იმის ნაყოფი კი არ არის, რაც საქართველოს შიგნით ხდება და რასაც პოლიტიკური ელიტა ქადაგებს, ეს იმ ნაბიჯების შედეგია, რასაც ჩვენი მეზობლები თუ პარტნიორები დგამენ", - ასე აფასებს არჩვნების პროცესში ქვეყნის ორიენტაციის საკითხის აქტუალობას, "სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელი მამაუკა არეშიძე.

ია აბულაშვილი
16.08.2016

პარტია "ცენტრისტებისათვის" რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით პოლიტიკური პარტიები საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელების წარდგენას ერთმანეთისაგან დაუმოუკიდებლად გეგმავენ.

თიკო ოსმანოვა
16.08.2016

 "ქართული ოცნების" აჭარაში დასახელებულ კანდიდატებს შორის არიან ისეთები, რომელთა მიმართაც, შესაძლოა, არაერთი მწვავე შეკითხვა არსებობდეს. მაგრამ ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ამ გუნდის დასახელებით "ოცნებამ" დაადასტურა, თუ რა მძიმე, სავალალო მდგომარეობაშია იგი. ეს ადამიანები ვერაფრით შეძლებენ შეიტანონ გამაჯანსაღებელი სიტყვა ქართულ პოლიტიკაში", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას საპარლამენტო არჩევნების ბათუმის ცენტრალური ოლქის დამოუკიდებელი მაჟორატარი კანდიდატი არმაზ ახვლედიანი, რომელსაც მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ვესაუბრეთ.

ეკატერინე ბასილაია
15.08.2016

 ეყოლება თუ არა "ქართულ ოცნებას" მთავარ სახედ, იმედად და მეხამრიდად ბიძინა ივანიშვილი ოქტომბრის არჩევნების შემდეგაც, თუ ექს-პრემიერი პოლიტიკიდან საბოლოოდ წასვლას აპირებს ისე, რომ 2017 წლიდან "ოცნებას" მასთან რჩევებისა და კონსულტაციების გარეშე მოუწევს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება - ეს კითხვა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ, "რესპუბლიკელმა" დავით უსუფაშვილმა საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა, რომ ივანიშვილი ოქტომბრის შემდეგ პოლიტიკიდან საბოლოოდ წასვლას აპირებს და "ოცნება" მის გარეშე დარჩება.

ნინო ქეთელაური
15.08.2016

 "სამწუხაროდ, "ქართული ოცნება", როგორც პოლიტიკური გუნდი, მკაფიოდ ვერ ჩამოყალიბდა, დარჩა პოლიტიკურად აქტიური ლიდერების გაერთიანებად, რომლის ერთიანობაც კითხვის ნიშანის ქვეშ არის", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე.

სალომე სარიშვილი
15.08.2016

 "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ აბაშიძის თქმით, გორში განვითარებულმა მოვლენებმა პარტიის გეგმები რადიკალურად შეცვალა, რადგან გუნდის ლიდერი მაჟორიტარად საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არათუ ამ რაიონში, არამედ საერთოდ არ გეგმავდა.

თიკო ოსმანოვა
15.08.2016

პოლიტიკური ინტერესები თუ მენეჯმენტის პრობლემა - არჩევნებამდე თვენახევრით ადრე მედიასივრცეში განვითარებული მოვლენები საზოგადოების ინტერესისა და განხილვის საგანი კიდევ ერთხელ გახდა. მედიაექსპერტების ნაწილი ტელევიზიებში მიმდინარე პროცესებს მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს, თუმცა მედიასაშუალებებზე ხელისუფლების შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვთ.

სალომე სარიშვილი
15.08.2016

 "მხოლოდ წამების მსხვერპლთა ინტერვიუები კი არა, მათი ოჯახი წევრების და არაადამიანური მოპყრობის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების ინტერვიუებიც ჩაწერილი გვაქვს. ყველა წვრილმანსა და დეტალს ვაყოლებდით. ეს იმდენად მძიმე მოსასმენი იყო, რამდენიმე დღე გონზე მოსვლა მჭირდებოდა",- ამბობს "მთელ კვირასთან" ინტერვიუში ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი, რომელიც რეჟისორ გოგა ხაინდრავას ფილმისთვის "ჰეროკრატია" საჭირო მასალების მოძიებაზე დღემდე მუშაობს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×