ნინო ქეთელაური 23.08.2016
საქართველოში ტერაქტის მზადების ბრალდებით 7-კაციანი ჯგუფი დააკავეს, რომელიც სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთის აფეთქებას გეგმავდა.
|
თაკო მათეშვილი 23.08.2016
სექტემბრიდან ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ერთვება - იგი "ჯიდიესზე" ახალი გადაცემით ბრუნდება და ამავდროულად რეგიონებში საარჩევნო ტურნესაც იწყებს. "ოცნებაში" მისი გეგმების შესახებ დეტალურად არაფერი იციან, თუმცა, აცხადებენ, რომ ყოფილი პრემიერი ხალხში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და აქედან გამომდინარე, ამგვარი ღონისძიებები სრულიად ლოგიკურია.
|
ნინო ქეთელაური 22.08.2016
"ქართული ოცნების" მიერ ხობში მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებულმა გოდერძი ბუკიამ საკუთარი კადიდატურა მოხსნა. ამის შესახებ მან განცხადება გაავრცელა, სადაც განმარატვს, რომ საკუთარ ადგილს უფრო ახალგაზრდა, ენერგიულ კანდიდატს დაუთმობს, თავად კი ბიზნესს უბრუნდება.
|
თაკო მათეშვილი 22.08.2016
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია წინასაარჩევნოდ პარტიიდან წევრების გადინებას არ გამორიცხავს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ეს ძირითად გუნდსა და მის პერსპექტივაზე გავლენას არ იქონიებს.
|
ელზა პაპოშვილი 22.08.2016
უკვე რამდენიმე დღეა, რაც პაატა ბურჭულაძის მოძრაობის "სახელმწიფო ხალხისთვის" წევრები სხვადასხვა რეგიონიდან პარტიას ტოვებენ. ბოლო მასშტაბური წასვლა ფოთის საქალაქო ორგანიზაციაში მოხდა. ორგანიზაციის ყოფილი აღმასრულებელი მდივანი ზაზა ჭურღულია ამბობს, რომ მასთან ერთად პარტია 50-მდე ადამიანმა დატოვა.
|
თაკო მათეშვილი 22.08.2016
წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნება" არაპოპულარული და წამგებიანი სახეებისგან თავისუფლდება - ამ დასკვნამდე მიდიან სპეციალისტები ბოლო დროინდელი მოვლენების შეფასებისას და დასძენენ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ეს პროცესი სულ უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.
|
ელზა პაპოშვილი 22.08.2016
პოლიტოლოგი და ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ პაატა ბურჭულაძის პარტიიდან მისი მომხრეების მასობრივ წასვლას ორი მთავარი მიზეზი აქვს - პოლიტიკური და ეკონომიკური.მოსახლეობა ბურჭულაძის გამოჩენით ელოდა, რომ ის ქართულ პოლიტიკაში მესამე ძალის როლს შეასრულებდა, რაც მან ვერ მოახერხა და ოპოზიციური კოალიციის შექმნით, მხარდამჭერებს იმედი გაუცრუა. რაც შეეხება ეკონომიკურ საკითხს, საყვარელიძის აზრით, ბურჭულაძის თანამოაზრეების ნაწილს მიაჩნდა, რომ მას დიდი ფინანსური რესურსი ჰქონდა, რომლითაც ის თავსაც უზრუნველყოფდა და მათაც ახეირებდა, რაც რეალობას მოკლებული აღმოჩნდა.
|
გვანცა ღვედაშვილი 22.08.2016
"ახალი მემარჯვენეების" ლიდერი და ახლა უკვე "სახელმწიფო ხალხისთვის" პოლირიკური ბლოკის წევრი მამუკა კაციტაძე "მთელ კვირასთან" იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც ბლოკი შეიქმნა. მისი თქმით, გაერთიანების ერთ-ერთი მიზეზი დღეს არსებული ორპოლუსიანი პოლიტიკური სისტემაა.
|
ნინო ქეთელაური 22.08.2016
ჟურალისტი, ინტერნეტ გამოცემა "მედია.ჯის" რედაქტორი დათო მჭედლიძე ვიდეოჩანაწერს ავრცელებს, სადაც სამართალდამცავის მხრიდან მისთვის ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტია ასახული. პროკურატურაში საქმე უკვე აღძრულია და გამოძიება 2 მუხლით, 154-ე - ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა და 33-ე - უფლებამოსილების გადამეტება მიმდინარეობს.
|
ნინო ქეთელაური 20.08.2016
"თუ ის შეცდომები, რაც უკრინაში არჩევნების პერიოდში იყო, ახლა მაინც არ გავითვალისწინეთ, არანაკლები ხიფათი გველის რუსეთისგან, ვიდრე ეს იყო 2008 წელს საქართველოში და 2013-14 წლებში უკრაინაში", - ამის შესახებ დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პერზიდენტმა სოსო ცისკარიშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა.
|
თაკო მათეშვილი 20.08.2016
საზაფხულო დასვენების გამო შეჩერებული ვიზალიბერალიზაციის პროცესი ათიოდ დღეში განახლდება. სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოსათვის და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე ევროპარლამენტში მსჯელობა დაიწყება.
|
თიკო ოსმანოვა 20.08.2016
სამეგრელო "ქართული ოცნებისთვის", შესაძლოა, აქილევსის ქუსლად იქცეს - საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" სახელით მაჟორიტარად იყრის კენჭს.
|