თაკო მათეშვილი 31.08.2016
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის უპრეცედენტოდ ბევრი საერთაშორისო დამკვირვებლის ჩამოსვლას პოლიტოლოგები არჩევნების მნიშვნელობით ხსნიან და ამბობენ, რომ რეალურად საქართველო ამ არჩევნებით დემოკრატიის ტესტს აბარებს, რომლის შედეგზეც ბევრი რამაა დამოკიდებული.
|
ვახტანგ შამუგია 31.08.2016
ამიერკავკასიის რეგიონი ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილური და ფეთქებადსაშიშია. ამის მიზეზი მის ტერიტორიაზე არსებული სამი კონფლიქტური ზონაა. ამ რაიონებში დროდადრო სიტუაცია კიდურესად იძაბება, რასაც შედეგად ომი და სისხლისღვრა ახლავს.
|
ელზა პაპოშვილი 31.08.2016
"ექსპერტთა კლუბის" ხელმძღვანელი და პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში პრორუსული პარტიების გაძლიერება ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების ბრალია.
|
ელზა პაპოშვილი 31.08.2016
"ეროვნული ფორუმის" წევრი და დეპუტატი ანი მიროტაძე ამბობს, რომ მომავალ პარლამენტში ბევრი პარტია მოხვდება და ვერც ერთი პოლიტიკური სუბიექტი უმრავლესობას ვერ შექმნის. ამიტომაც მიროტაძე ხელისუფლებას ურჩევს, ახლავე შეეგუოს ფაქტს, რომ მთავრობა კოალიციური იქნება.
|
ვახტანგ შამუგია 31.08.2016
მოლდოვა და საქართველო ორი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაა, რომელსაც ჟამთა სიავემ მემკვიდრეობად ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტები არგუნა. თუ ოფიციალურ კიშინიოვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას ე.წ. "დნესტრისპირეთის მოლდოვური რესპუბლიკა" ჰქვია, თბილისს მსგავს სირთულეს ერთდროულად ორი ტერიტორიული ერთეული, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი უქმნის.
|
თაკო მათეშვილი 30.08.2016
საპარლამენტო არჩევნები, რომელიც დაახლოებით ერთ თვეში გველის, სპეციალისტთა შეფასებით, გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონეა, რადგან მასზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. იმ შემთხვევაში, თუ მისი დემოკრატიულობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, პოლიტოლოგების თქმით, ეს სერიოზულ გართულებებს გამოიწვევს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთაც.
|
ელზა პაპოშვილი 30.08.2016
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის მხრიდან წინასაარჩევნოდ მოსამართლეებზე ზეწოლა გამორიცხული არ არის. მისი აზრით, თუ სასამართლოში მოსამართლეებზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა მართლაც ხდებოდა, მაშინ პაპუაშვილმა პროკურატურას რატომ არ მიმართა და თემის პოლიტიზირება რატომ დაიწყო.
|
ელზა პაპოშვილი 29.08.2016
სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე მასშტაბური სამხედრო წვრთნები ქვეყნისთვის საკამოდ საშიშია, რადგანაც კრემლმა წინასაარჩევნოდ ძალის დემონსტრირება გადაწყვიტა.
|
თაკო მათეშვილი 29.08.2016
"შემთხვევითი არაა, რომ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე საქართველოში ნატოს გენერალური მდივანი სტოლტენბერგი ჩამოდის. ამას არ გააკეთებდა, აუცილებლობა რომ არ მოითხოვდეს. აუცილებლობა კი იმიტომ დადგა, რომ ნატო-ს მოწინააღმდეგეთა რაოდენობა თანდათან კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება," - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე და დასძენს, რომ საკმაოდ დამაფიქრებელ პრობლემაზე პრორუსული პარტიების მომრავლება და მათი თამამი განაცხადებიც მიუთითებს.
|
თაკო მათეშვილი 29.08.2016
საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლოებით ერთ თვესა და ერთ კვირაზე ცოტა მეტია დარჩენილი და ამ დროისათვის მასში მონაწილე პარტიების უმეტესობას საზოგადოებისათვის არ წარმოუდგენია საარჩევნო პროგრამა, პარტიის ხედვა ან რაიმე სახის დოკუმენტი, რომლითაც იგი გამარჯვების შემთხვევაში იხელმძღვანელებს.
|
ელზა პაპოშვილი 29.08.2016
საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ ბარლდებები და დაპირისპირება კვლავ გრძელდება. რამდენიმე დღის წინ უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ და "ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადეს, რომ შესაძლოა, წინასაარჩევნოდ გიორგი პაპუაშვილმა საკონსტიტუციოს მოსამართლეებზე ზეწოლა განახორციელოს.
|
ია აბულაშვილი 29.08.2016
"წინასაარჩევნო პერიოდში უკვე გამოიკვეთა და სახეზეა პარტიების პოლიტიკური გაკოტრება, გუშინ შექმნილი ბლოკები კი უკვე იშლება" - აცხადებს პეტრე მამრაძე, რომელსაც "მთელი კვირა" წინასაარჩევნო გარემოს თავისებურებებზე გაესაუბრა.
|