თიკო ოსმანოვა
08.09.2016

 "ქართული ოცნება" რეგიონში მაჟორიტარი კანდიდატების შეცვლას აგრძელებს - ამჯერად მმართველმა პარტიამ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საარჩევნო ოლქში წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატი, თემურ ჭკუასელი ახალი კანდიდატით ჩაანაცვლა. მის ნაცვლად დეპუტატობისთვის ნინო წილოსანი იბრძოლებს.

გვანცა ღვედაშვილი
08.09.2016

პრეზიდენტის მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებს ძველი პარლამენტი ვეღარ აირჩევს. მათი დამტკიცება უკვე ახალ შემადგენლობას მოუწევს, რომელიც 8 ოქტომბრის არჩევნებზე გაირკვევა. 

გუშინ პარლამენტის პლენარული სხდომა იყო ჩანიშნული, რომელიც კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა უკვე მე-6 გადაიდო.  

სალომე სარიშვილი
07.09.2016

 მმართველი ძალა წინასაარჩევნო პერიოდში გარკევულ დაძაბულობას არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" პროვოკაციების მოწყობა აქვს დაგეგმილი. თავად "ნაციონალები" კი ამბობენ, რომ არჩევნებში "ოცნების" წაგება გარდაუვალია, ამიტომ მას წინასაარჩევნო პროცესის აბსურდული ბრალდებებით წარმართვა აქვს გადაწყვეტილი. ექსპერტებში კი ამ საკითხზე აზრთა სხვაობაა, ისინი ორი შესაძლო სცენარის განვითარებაზე საუბრობენ.

სალომე სარიშვილი
07.09.2016

 პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე წინასაარჩევნო პერიოდის ერთ-ერთ პრობლემად პარტიებში "საკადრო შიმშილს" მიიჩნევს. მისი თქმით, ეს ეხება როგორც მმართველ ძალას, ისე ოპოზიციურ პარტიებს. ფიქრობს, რომ უმეტეს შემთხვევაში საზოგადოება მის რეგიონსა თუ უბანში წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატს საერთოდ არ იცნობს, რაც ხელს არც მმართველ ძალას და არც ოპოზიციურ სპექტრს არ აძლევს.

სალომე სარიშვილი
07.09.2016

 "ბატონ ბიძინას არასდროს დაუმალავს, რომ დავით უსუფაშვილის გადაბირება უნდოდა და ასეთ შემთხვევაში ყველაფერს ჰპირდებოდა. ასე ვთქვათ, როგორც ოქროს თევზი, ისე იყო. სწორედ იმიტომ, რომ ეს არ გამოუვიდა, ივანიშვილი გაღიზიანდა, თუმცა ვერ გეტყვით, ბოლო ხანების განცხადებები და "რესპუბლიკელებზე" შეტევა რამ გამოიწვია," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის წევრი ლევან ბერძენიშვილი.

თიკო ოსმანოვა
07.09.2016

 თავდაცვის ყოფილი მინისტრი და გორის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი ვიცე-პრემიერ კახი კალაძეს მის შევიწროებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, კალაძე "ყველა გზაზე ჩასაფრებულისა და ფეხის დამდების" პოზიციიდან ებრძვის.

თიკო ოსმანოვა
07.09.2016

 ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წილების საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივ დავას ამჯერად თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ოქრუაშვილი აპირებს. მან 2010 წელს მას და ქიბარ ხალვაშს შორის დადებული ხელშეკრულება გაასაჯაროვა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ტელეკომპანიის წილები რეალურად ირაკლი ოქრუაშვილმა შეიძინა, ქიბარ ხალვაში კი მისი ნდობით აღჭურვილი პირი იყო. 

მალხაზ გაგუა
07.09.2016

 ბოლოდროინდელი კვლევები ერთმნიშვნელოვნად აჩვენებს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი პოლიტიკური პარტიებით იმედგაცრუებულია და ეს ნოყიერ ნიადაგს უქმნის საპარლამენტო არჩევნებზე გამავალ დამოუკიდებელ კანდიდატებს. როგორც ერთ-ერთი მათგანი, ხობის მაჟორიტარობის უპარტიო კანდიდატი ვილენ სერგია ამბობს, მართალია, მსხვილი პარტიების კანდიდატებს ერთგვარი ფორა აქვთ იმ კუთხით, რომ მათ ზურგს უმაგრებს პარტიული სტრუქტურები და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ფინანსური რუსურსი, არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლასაც აქვს ერთგვარი პლუსი, რადგან ეს კანდიდატს მოქმედების მეტ თავისუფლებას აძლევს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×