ეკა ბასილაია 12.09.2016
8 ოქტომბრის შემდეგაც, მომავალ პარლამენტართა რიგებში, ისევ საკმაო რაოდენობით აღმოჩნდებიანა ადამიანები, რომლებიც წინასწარვე ცნობილია, რომ მთელი 4 წელი საერთოდ არ გაეკარებიან მიკროფონს და საერთოდ არაფრით იქნებიან გამორჩეული, მაგრამ პარტიულ სიებში ადგილები ერთადერთი ნიშნით - მხოლოდ ფულის ქონის გამო მაინც გაინაღდეს.
|
თიკო ოსმანოვა 12.09.2016
რეიტინგების ომიდან ეგზიტპოლამდე - 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს ორი კერძო კომპანია გამოაქვეყნებს და უკვე არსებობს ვარაუდი, რომ მკვეთრად განსხვავებული მონაცემები დაიდება. საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, "იმედისთვის", "მესტროსა" და "ჯი-დი-ეს-სთვის" ეგიზიტპოლს კომპანია ეტს ჩაატარებს, ხოლო ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" დაკვეთით - გერმანული GFK, რომლის სოციალოგიურ კვლევებს საზოგადოება უკვე იცნობს.
|
გვანცა ღვედაშვილი 12.09.2016
პრეზიდენტის მიერ დანიშნული საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების შეფასებისგან "მთელ კვირასთან" საუბრისას თავი შეიკავა "ქართული ოცნების" წევრმა გედევან ფოფხაძემ. მან მეტი ყურადღება იმ თვისებებზე გაამახვილა, რომელის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს უნდა გააჩნდეთ.
|
გვანცა ღვედაშვილი 12.09.2016
პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამარლოს 2 მოსამართლე დასახელა. 30 სექტემბერს მოსამართლეობის ვადა სულ ოთხ მოსამართლეს გასდის. პრაქტიკულად უკვე ცნობილია, რომ პარლამენტი არჩევნებამდე ვეღარ შეძლებს მის მიერ დასანიშნი ერთი კანდიდატის წარდგენას, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მოსამართლის დანიშვნის კანონით მოცემულ ვადებს დაარღვევს. მეოთხე კანდიდატი კი უზენაესმა სასამარლომ უნდა აირჩიოს, თუმცა ჩაეტევა თუ არა ის აღნიშნულ ვადაში, ესეც ჯერ კიდევ სათუოა.
|
თაკო მათეშვილი 12.09.2016
"ყველას უჭირს იმის დამტკიცება, რომ თვითონ არის კარგი. შესაბამისად, იმის მტკიცებას იწყებენ, რომ სხვები უფრო ცუდები არიან. სამწუხაროდ, როგორც წესი ნეგატივი იმარჯვებს, რადგან ნეგატივზე მოთხოვნილება უფრო მაღალია. ჩვენი მომხმარებელი ამასაა მიჩვეული," - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საარჩევნო გარემოსა და კამპანიას, რომელიც უკვე აქტიურად მიმდინარეობს.
|
თიკო ოსმანოვა 12.09.2016
პარლამენტის განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე ივანე კიღურაძე "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში მისი სურვილით არ მოხვდა. მისი თქმით, მან ეს გადაწყვეტილება 4 წლის წინ თავად მიიღო. ამბობს, რომ მეცნიერულ საქმიაონას გააგრძელებს.
|
თიკო ოსმანოვა 12.09.2016
აწ უკვე ყოფილი დეპუტატისა და საპრალმენტო უმრვალესობის წევრის, გოგლა ჟვანიას თქმით, ის, რომ იგი არ არის "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში, მისთვის, მოულოდნელი არ ყოფილა. თუმცა მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება პარტიის ხელმძღვანელობამ მიიღო. ამბობს, რომ ამით დაასრულა პოლიტიკური საქმიანობა მაგრამ რჩება "ქართული ოცნების" გუნდის წევრად.
|
თაკო მათეიშვილი 12.09.2016
ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ოპოზიციის მზრიდან დაპირისპირებების, არეულობის მცდელობებისა და სხვადასხვა ტიპის პროვოკაციების მოსაგერიებლად ემზადება და საგანგებო განცხადებებსაც აკეთებს. ამ განცხადებების მთავარი ადრესატი კი "ნაციონალური მოძრაობაა", რომელიც, მათი შეფასებით, "მაიდნის" მოსაწყობად ხელსაყრელ მომენტს ელის.
|
თიკო ოსმანოვა 10.09.2016
"ქართული ოცნების" პარტიული სიის სრული შემადგენლობა ცნობილია - აქედან 70% ახალი სახეა. კანდიდატების 14% პროფესიით იურისტია, 7% - სპორტსმენი, 3% - შოუ-ბიზნესის წარმომადგენელი.
გარდა ამისა, მანდილოსნები სიის 12%-ს შეადგენენ. მაჟორიტარი კანდიდატები, ფაქტობრივად, "დაზღვევის" გარეშე არიან - სიის ქვედა ნაწილში მოხვდნენ. რასაც პოლიტილოგები დადებითად აფასებენ.
|
თაკო მათეიშვილი 10.09.2016
პაატა ბურჭულაძის პარტიიდან სკანდალურად წამოსული ხათუნა ლაგაზიძე ყოფილ თანაგუნდელებს მასსა და მის ოჯახზე მუქარაში ადანაშაულებს და ხელისუფლებას დაცვას სთხოვს. რაც შეეხება კონკრეტულად თუ ვისგან ელის იგი საფრთხეს, ლაგაზიძე ბურჭულაძის პარტიის ერთ-ერთ წევრს - გიორგი კალაძეს ასახელებს, თუმცა დეტალებზე საუბრისაგან თავს იკავებს.
|
გვანცა ღვედაშვილი 10.09.2016
"მრეწველებს", კანონის თანახმად, 3 დღის ვადა აქვთ, რათა ცესკო-ში წარსადგენი დოკუმენტაცია წესრიგში მოიყვანონ და შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობა შეძლონ. გუშინ გავრცელებული ცნობას იმის შესახებ, რომ მათ პროპორციული სია დათქმულ ვადაში არ ჩააბარეს და შესაბამისად, საარჩევნო მარათონს ეთიშებიან, გარკვეული ვნებათაღელვა მოჰყვა.
|
ია აბულაშვილი 10.09.2016
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პარტიული სიის სრული შემადგენლობა ცნობილია და პირველი შეფასებებიც უკვე გაკეთდა. ექსპერტთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ადამიანებს, რომლებიც პარტიამ წინა პლანზე გამოიყვანა, არც გამოცდილება აქვთ საჯარო სივრცესთან კომუნიკაციის თვალსაზრისით და მათ საზოგადოებაში დაბალი ცნობადობა აქვთ.
|
|