თიკო ოსმანოვა
19.09.2016

 ყოფილი გუბერნატორი და ამჟამად მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი აცხადებს, რომ გამარჯვებაში დარწმუნებულია და მხოლოდ ის აინტერესებს, თუ ვინ გავა მე-2-3 ადგილზე.

თიკო ოსმანოვა
19.09.2016

 8 ოქტომბერს მცხეთა პოლიტიკური მოვლენების ერთ-ერთი მთავარი ეპიცენტრი იქნება. სადეპუტატო მანდატისთვის იქ 11 კანდიდატი იბრძვის, თუმცა გამარჯვების შედარებით მაღალი შანსი ორ მათგანს აქვს - "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ დიმიტრი ხუნდაძეს და დამოუკიდებელ კანდიდატს, ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ამ რეგიონის გუბერნატორი იყო.

სალომე სარიშვილი
19.09.2016

 მთაწმინდის საარჩევნო ოლქში წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე 15 მაჟორიტარობის კანდიდატი იბრძოლებს. მათგან ზოგიერთი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი პოლიტიკოსია და შესაბამისად, კონკურენცია ამ რაიონში მაღალია. 

გვანცა ღვედაშვილი
17.09.2016

 "ქართული ოცნება" მთავარ წინსაარჩევნო აქციას თბილისში 5 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე 3 დღით ადრე გამართავს. დეტალები ჯერერობით უცნობია, თუმცა "ოცნების" თელავის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი სესიაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ მხარდამჭერებს, სავარაუდოდ, რამდენიმე რეგიონიდან ჩამოიყვანენ.

ეკატერინე ბასილაია
17.09.2016

 პენსიების ზრდა ერთ-ერთი მთავარი, ყველაზე ყურისმომჭრელი და პოპულისტური დაპირებაა პოლიტიკური პარტიების მხრიდან წინასაარჩევნოდ და ამით მანიპულირებას თითქმის ვერც ერთი, პერსპექტიული თუ უიმედო პარტია ვერ ელევა. მიზეზი ისაა, რომ ხმის მისაცემად არჩევნებზე ძირითადად სწორედ ასაკოვანი ამომრჩეველი აქტიურობს, პენსიონერთა რიცხვი კი საკმაოდ შთამბეჭდავია - 713 000-მდე და ამიტომაც პარტიებსაც გათვლა უპირველესად მათი გულის მოგებაზე აქვთ. 

გვანცა ღვედაშვილი
17.09.2016

 "ქარული ოცნების" წევრი ზაქარია ქუცნაშვილი "რეზონანსთნ" ინტერვიუში ადასტურებს, რომ 5 ოქტომბერს მხარდამჭერებთან საბოლოოს შეხვედრას გამართავენ. მისი თქმით, აქციაზე დასასწრებად რეგიონებიდანაც ჩამოვლენ, თუმცა, აცხადებს, რომ ამ შეხვედრის მიზანი არა რაოდენობრივი უპირატესობის ჩვენება, არამედ წინასაარჩევნო კამპანიის შეჯამება და პროგრამული დაპირებების წარმოჩენაა.

ლიკა გურაბანიძე
17.09.2016

 გუშინ პოლიტიკური ნიადაგზე 2 ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთშემთხვევაში მეზობლები, ხოლო მეორე შემთხვევაში ნათესავები ერთმანეთს განსხვავებული პოლიტიკური სიმპატიის გამო დაუპირისპირდნენ.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ასეთი ინციდენტები, შესაძლოა, არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო გახშირდეს. დაპირისპირებათა პიკი კი ოქტომბრის პირველი კვირა იქნება.

სალომე სარიშვილი
17.09.2016

 "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მმართველი ძალა რეგიონებში მათი მხარდამჭერების გადაბირებას კვლავ აგრძელებს. მიუხედავად იმისა, რომ მსგავს ფაქტებს მასობრივი ხასიათი არ აქვს, მოსახლეობაზე ზეწოლა მაინც შესამჩნევია, რაც, აბაშიძის შეფასებით, ხელისუფლების სისუსტეზე მეტყველებს. 

თაკო მათეშვილი
17.09.2016

 "ფარული ჩანაწერები ქართული პოლიტიკის აქილევსის ქუსლად იქცა. თუკი ეს ჩანაწერები ვინმეს დააზიანებს, ეს პირველ რიგში მმართველ პარტიას," - ასე აფასებს მორიგი ჩანაწერების გავრცელებას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე და დასძენს, რომ ამ ყველაფრის გამოძიება და აღკვეთა პირველ რიგში ხელისუფლების ინტერესში შედის, რადგან ეჭვი ყველას მასზე აქვს. ზოგადად კი, მისი აზრით, ამომრჩეველს გადაწყვეტილების მისაღებად ამჯერად უფრო კონკრეტული, სოციალური სახის დაპირებები სჭირდება.

თიკო ოსმანოვა
17.09.2016

 "ბირჟაზე" მდგომ ბიჭებს უფასო ლუდი და დიასახლისებს სასურსათო პროდუქტები - "პატრიოტთა ალიანსი", გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ირაკლი ოქრუაშვილს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს. პარტიის მაჟორიტარი კანდიდატის მამუკა ნოზაძის განცხადებით, ოქრუაშვილმა ამომრჩევლებს ლუდი და საკვები პროდუქტი უყიდა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი კომენტარს არ აკეთებს. საარჩევნო კოდექსით, კი აღნიშნული ქმედება, ოქრუაშვილს, შესაძლოა, კანდიდატურის მოხსნის ფასად დაუჯდეს.

ნინო ქეთელაური
17.09.2016

 "საზოგადოებამ შეიძლება აირჩიოს ძალა, რომელიც არის გამყიდველი "ნაციონალების", უპირატესად კუბლაშვილების კლანისა და ე.წ ქუჩური მენტალიტეტის მქონე ადამიანების ნაზავი", - ამის შესახებ პაატა ბურჭულაძის მოძრაობის ყოფილმა წევრმა ხათუნა ლაგაზიძემ "რეზონანსთან" განაცხადა. იგი ყოფილ თანაგუნდელთა იმ ბრალდებებზეც საუბრობს, რომ ბლოკიდან მისი წასვლა სიასთან დაკავშირებულ პირად ამბიციებს უკავშირდებოდა.

სალომე სარიშვილი
16.09.2016

 "რესპუბლიკურ პარტიასა" და "ქართულ ოცნებას" შორის მორიგი და ალბათ ყველაზე მკვეთრი წინასაარჩევნო დაპირისპირება დაიწყო. ყველაფერი პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებას მოჰყვა, რომლის თქმითაც, შარშან მან ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილისაგან პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების წინადადება მიიღო. ეს ინფორმაცია გუშინ გადაჭრით უარყო ბიძინა ივანიშვილმა და უსუფაშვილის სიტყვებს "მტკნარი სიცრუე" უწოდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×