ელზა პაპოშვილი 23.09.2016
ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, არჩევნების შემდეგ, თუ ხელისუფლებაში კვლავ "ქართული ოცნება" დარჩება, გიორგი კვირიკაშვილი ქვეყანაში არსებულ პრობლემებს ვეღარ გაუმკლავდება. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრს არა აქვს იმდენი ძალაუფლება და გავლენა, რომ მან როგორც საკუთარი გუნდის, ასევე საზოგადოების მართვა შეძლოს.
|
ლიკა გურაბანიძე 23.09.2016
"ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში დაუღალავად ვშრომობთ და ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
|
თიკო ოსმანოვა 23.09.2016
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მოიპოვებს თუ არა კიდევ ერთხელ საპარლამანეტო მანდატს, ამას თელავის და ყვარლის ამომრჩეველი 2 კვირაში გადაწყვეტს. მას კონკურენციას 12 კანდიდატი უწევს, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გიორგი ბოტკოველი, რომელიც ადგილობრივ პრობლემებს ძალიან კარგად იცნობს.
|
თიკო ოსმანოვა 23.09.2016
"ქართული ოცნების" კანდიდატი ირაკლი სესიაშვილი თელავის ისეთ ცენტრად გადაქცევას გეგმავს, როგორც თბილისი და ბათუმია. მისი თქმით, რამდენიმე წელში საცხოვრებლად კახეთის ცენტრში აპირებს გადასვლას, მაგრამ მანამდე ჯერ თელავში ტურიზმის საკითხსაც მოაგვარებს.
|
თიკო ოსმანოვა 23.09.2016
"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი კი თელავის და ყვარლის ამომრჩევლებს იმ პროექტების დასრულებას ჰპირდება, რომლის განხორციელება მათი მმართველობის დროს დაიწყო.
მისი თქმით, იგი იქნება ის ადამიანი, რომელიც მიუხედავად პარტიული შეხედულებისა, ითანამშრომლებს არჩეულ გამგებელთან თუ მერთან.
|
ეკატერინე ბასილაია 23.09.2016
"მუდმივად "9 წლით" სპეკულირება და ჟონგლიორობა მომაბეზრებელია. თუ ვინმეს ამ საქმეების გამოძიება მოეთხოვებოდა და თან ბევრად ადრე, ვიდრე წინასაარჩევნოდ, ეს ხელისუფლებაა", - აცხადებს თსუს-პროფესორი პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია და მიიჩნევს, რომ "ოცნებას" ამომრჩევლის მოსაზიდად ახალი იდეები არ აქვს და ამიტომაც უკვე ნაცად ხერხს იყენებს - როგორც 2012 წელს, ისე ახლაც ცდილობს "ნაციონალების" საშინელ 9 წელზე პროპაგანდით მოიპოვოს მხარდამჭერები, რაც საზოგადოებისთვის მომაბეზრებელია.
|
გვანცა ღვედაშვილი 22.09.2016
"ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ოპონენტებს ე.წ. სამშვიდობო მემორანდუმი შესთავაზა - როგორც მმართველი ძალა აცხადებს, მემორანდუმი წინასაარჩევნო პერიოდში სიმშვიდისა და სტაბილურობის გარანტი უნდა გახდეს, რათა ინციდენტები იქნეს აცილებული. მათივე განცხადებით, იმის მიხედვით, თუ ვინ დაუჭერს მხარს მემორანდუმს და ვინ არა, ცნობილი გახდება, რომელ პოლიტიკურ სუბიექტს რა განზრახვა ამოძრავებს.
|
თაკო მათეშვილი 22.09.2016
ინიციატივა პარტიების მხრიდან მინისტრთა კაბინეტის არჩევნებამდე დასახელების თაობაზე პოლიტოლოგებში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. მათი ნაწილი აღნიშნულ იდეას იწონებს და მიიჩნევს, რომ ეს სამართლიანი იქნება, რადგან ამომრჩეველს ეცოდინება, თუ როგორი მთავრობა ეყოლება ამა თუ იმ პარტიისათვის მხარის დაჭერის შემთხვევაში.
|
თაკო მათეშვილი 22.09.2016
საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის "ევროატლანტიკური საქართველოსთვის" ინიციატივას იმის შესახებ, რომ პარტიებმა წინასაარჩევნოდ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა დაასახელონ, არასაჭიროს უწოდებს.
|
თიკო ოსმანოვა 22.09.2016
"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი დავით კირკიტაძე რუსთაველების გულის მოგებას კიდევ ერთხელ შეეცდება. თუმცა შეძლებს თუ არა 10 მეტოქის, მათ შორის მმართველი პარტიის კანდიდატის, გიორგი ბეგაძის უკან ჩამოტოვებას და 50%-იანი ბარიერის გადალახვას, 16 დღეში გაირკვევა.
|
თიკო ოსმანოვა 22.09.2016
"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბეგაძე რუსთავის თანამედროვე ქალაქად გადაქცევას გეგმავს და ამაში საზოგადოების ჩართვას აპირებს.
|
თიკო ოსმანოვა 22.09.2016
"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი დავით კირკიტაძე კი რუსთაველებისთვის მეტი სამუშაო ადგილის შექმნასა და სოციალური სახლების მშენებლობას აპირებს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|