ელზა პაპოშვილი
27.09.2016

 პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ საზოგადოებასა და ქვეყანაში წინასაარჩევნო ციებ-ცხელება არ შეიმჩნევა. ამის მიზეზად კი ამომრჩევლის ნიჰილისტურ დამოკიდებულებას ასახელებს, რომელიც ჩვენს მოსახლეობას პოლიტიკურ ასპარეზზე მესამე ძალის არგამოჩენამ შეუქმნა.

ნინო ქეთელაური
27.09.2016

 "აუდიტორია 115-ის" წევრებმა თსუ-ში სწავლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაშალეს და ახალ რექტორს პირველ კურსელებისთვის სიტყვით მიმართვის საშუალება არ მისცეს. ისინი უნივერსიტეტის ავტონომიისა და მათი სხვა მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რადიკალური პროტესტით იმუქრებიან.

ეკატერინე ბასილაია
26.09.2016

 ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებამდე 2 კვირით ადრე ბიზნესმენებთან შეხვედრა გამართა და წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვა და "ოცნების" სასარგებლოდ აგიტაცია პრაქტიკულად პირდაპირ საჯაროდ სთხოვა. თანაც იქვე გაახსენა ყველას, რომ 2012 წელს სწორედ მისმა ხელისუფლებამ გაათავისუფლა ისინი "ნაციონალების" წნეხისგან და ამ თავისუფლებაზე უნდა ელაპარაკონ თანამშრომლებს, ახლობლებს და მეზობლებს.

ნინო ქეთელაური
26.09.2016

 "ქართულმა ოცნებამ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" თბილისში შემაჯამებელი წინასაარჩევნო აქცია, შესაძლოა, ერთდროულად გამართონ. ყოველ შემთხვევაში, როგორც ჩანს, პარტიები საბოლოო თარიღზე ჯერ ჩამოყალიბებული არ არიან და ერთმანეთს ელოდებიან.

ნატალია ჯალაღონია
26.09.2016

 უკვე წლებია, საქართველო ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის მზარდ პროცესს ფეხს ვერ უწყობს. თუკი წინა მოწვევის პარლამენტში ქალთა რაოდენობა 12%-ს შეადგენდა, წელს შესაძლოა ამ რაოდენობამ კიდევ უფრო დაიკლოს. თუმცა, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, თავის დროზე, პოლიტიკური პარტიების უმეტესობა ამ მაჩვენებლის ზრდის პირობას იძლეოდა.

გვანცა ღვედაშვილი
26.09.2016

 საპარლამენტი არჩევნებამდე უკვე 2 კვირაზე ნაკლებია დარჩენილი, შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანია გადამწყვეტ ფაზაში შედის. თავის მხრივ ამომრჩეველიც უფრო მეტ ყურადღებას აქცევს პოლიტიკური სუბიექტების გამოსვლებს, მათ ლოზუნგებსა და წინასაარჩევნო დაპირებებს.

სალომე სარიშვილი
26.09.2016

 გლდანის #21-ე საარჩევნო ოლქში საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის 15 მაჟორიტარობის კანდიდატი იბრძვის. ამ ჩამონათვალში რამდენიმე ცნობილი ფიგურაცაა, რომელსაც საზოგადოება არა პოლიტიკური წარსულით, არამედ სხვა სფეროდან იცნობს.

სალომე სარიშვილი
26.09.2016

 "თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარობის კანდიდატი, იურისტი ამირან გიგუაშვილი კონკურენტებად სხვა არც ერთი პარტიის წარმომადგენელს არ მიიჩნევს და ამბობს, რომ მისი მთავარი გამოწვევა საზოგადოებაში არსებული უნდობლობა უფროა, ვიდრე ცალკეული პერსონალიები.

თიკო ოსმანოვა
26.09.2016

 "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი საგარეჯოელების გულის მოგებას კიდევ ერთხელ შეეცდება. თუმცა ამჯერად მას კონკურენციას 6 კანდიდატი გაუწევს, მათ შორის "ქართული ოცნების" წარმომადგენელი რომან მუჩიაშვილი.

თიკო ოსმანოვა
26.09.2016

 მმართველი პარტიის კანდიდატი რომან მუჩიაშვილი საგარეჯოელებს გვერდში დგომას ჰპირდება. ამბობს, რომ თანაბარი წონის კონკურენტები ჰყავს, თუმცა საკუთარ წარმატებაში დარწმუნებულია.

თიკო ოსმანოვა
26.09.2016

 "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ზურაბ ჭიაბერაშვილი ოლქის ყველა დანარჩენ მაჟორიტარობის კანდიდატს კონკურენტებად მიიჩნევს, თუმცა მუჩიაშვილის მსგავსად, გამარჯვებაში ისიც დარწმუნებულია. ამბობს, რომ წინსაარჩევნო დაპირერებს მოსახლეობა დიდი ყურდაღებით და ინტერესით უსმენს.

რეზონანსი
26.09.2016

 ლევან კობიაშვილს საქართველოს მოსახლეობის წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის სამგზის მფლობელს სამშობლოშიც კარგად იცნობენ და ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. კარგად იცნობენ გლდანშიც, სადაც ბავშვობა და ახალგაზრდობის წლები გაატარა. დღეს წარმატებული სპორტსმენი პოლიტიკაში მოსვლას გეგმავს და "ქართული ოცნების" გუნდთან ერთად, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის იბრძვის. ლევან კობიაშვილი აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში გლდანელების ინტერესს ღირსეულად დაიცავს. რატომ გადაწყვიტა საარჩევნო მარათონში ჩართვა, რატომ ამაყობს, რომ "ქართული ოცნების" გუნდის წევრია და რა გეგმები აქვს გლდანში? - ყველა საინტერესო კითხვას კანდიდატი კობიაშვილი გულახდილად უპასუხებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×