თიკო ოსმანოვა
26.09.2016

 8 ოქტომბერს საბურთალოს მე-6 ოლქი პოლიტიკური მოვლენების მთავარ ეპიცენტრში მოექცევა. საპარლამენტო მანდატისთვის აქ სულ 14 ადამიანი იბროლებს, თუმცა აქედან საინტერესო იქნება "კვინტეტის შერკინება". სხვა პოლიტიკოსებთან ერთად საბურთალოელების გულის მოგებას პარლამენტის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ეცდება.

თიკო ოსმანოვა
26.09.2016

 "კონკურენცია, რა თქმა უნდა, მაღალია, მაგრამ კონკრეტულად უსუფაშვილთან შედარებით უკეთესი პოზიციები მაქვს", - ამ განცხადებას კი მმართველი პარტიის კანდიდატი ლევან გოგიჩაიშვილი აკეთებს, რომელიც წინასაარჩევნოდ საკმაოდ უხვ დაპირერებს გასცემს.

თიკო ოსმანოვა
26.09.2016

 კოალიაციის "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" კანდიდატი მამუკა კაციტაძე კი საკუთარ ამომრჩეველს შედეგიან და პროდუქტიულ საკანონმდებლო საქმიანობას ჰპირდება. განსაკუთრებით დიდ ყურადღების თვითმმართველობის შესახებ კანონს მიაქცევს. იგი გამარჯვებაში დარწმუნებულია და მის კონკურენტ უსუფაშვილს, როგორც მაჟორიტარ დეპუტატს, 4 - წლიან მოღვაწეობას უწუნებს.

თიკო ოსმანოვა
26.09.2016

 პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის თქმით, გააგრძელებს იმ საქმეს, რასაც 4 წლის განმავლობაში აკეთებდა. მისი თქმით, "ქართულმა ოცნება" არასწორი პოლიტიკა აირჩია, ამიტომ თუ არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა, ქვეყნის უკუსვლა გარდაუვალი იქნება.

ეკატერინე ბასილაია
24.09.2016

 რაც უფრო ახლოვდება არჩევნების დღე, მით უფრო მწვავეა განცხადებები იმაზე, თუ როგორ გეგმავს და ცდილობს ესა თუ ის პარტია თავისი ოპონენტის ღონისძიებების ჩაშლას "შემოგზავნილი ხალხით". ამ ტიპის პროვოკაციაში ერთმანეთს ძირითადად "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ადანაშაულებენ. ყველაზე მეტად კი "ქართული ოცნება" ჩივის, რომ ოპოზიციის მსხვერპლია ხელისუფლება და რომ "ნაციონალურ მოძრაობას" 

რეზონანსი
24.09.2016

 მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას პარტიებისთვის გამოყოფილი აქვს ადგილები და სტენდები ბანერების განსათავსებლად, მათი ნაწილი სააგიტაციო მასალის გაკვრას აკრძალულ შენობებსა თუ საგზაო ნიშნებზე ამჯობინებს. ეს საკითხი ოთხშაბათს უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე განიხილეს და რამდენიმე პარტია დააჯარიმეს კიდეც, თუმცა ამით პრობლემა არ მოგვარებულა.

გვანცა ღვედაშვილი
24.09.2016

 ბიძინა ივანიშვილს არ უნდა პოლიტიკაში ყოფნა, მაგრამ მან ისეთი სისტემა შექმნა და ისე ჩაერთო მასში, რომ იქიდან გამოსვლა საკმაოდ რთულია. ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს "რეზონანსთან" საუბარში პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.

ლიკა გურაბანიძე
24.09.2016

 "რესპუბლიკელებისა" და მმართველი პარტიის წინასაარჩევნო დაპირისპირება გრძელდება. უთანხმოება "რესპუბლიკური" პარტიის ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით დაიწყო. როგორც რამდენიმე კვირის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, 2015 წლის აპრილში ბიძინა ივანიშვილმა მას პრემიერ-მინისტრობა შესთავაზა, რაზეც უსუფაშვილისგან უარი მიიღო. საპასუხოდ ბიძინა ივანიშვილმა განმარტა, რომ "რესპუბლიკელების" ლიდერის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

ელზა პაპოშვილი
24.09.2016

 უშიშროების ყოფილი მინისტრი ირაკლი ბათიაშვილი ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ ან მის შემდეგ ქვეყანაში, შესაძლოა, უკონტროლო სიტუაცია დაიწყოს, რომლიც გარკვეული ძალების ინტერესში შედის. მისი თქმით, ამის შესახებ თავად საქართველოს ძალოვანმა სტრუქტურებმაც იციან, თუმცა ამის აღმოსაფხვრელად რა სახის ღონისძიებებს და პრევენციას ახორციელებენ, მისთვის უცნობია.

თაკო მათეშვილი
23.09.2016

 ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო ტაქტიკას - ოპონენტების აქტიური კრიტიკით გაჯერებულ გამოსვლებს პოლიტოლოგები არცთუ დადებით შეფასებას აძლევენ და მიიჩნევენ, რომ გადამლაშებულმა ძაგებამ, შესაძლოა, უკუშედეგი გამოიწვიოს და ხალხი კრიტიკის ობიექტების მიმართ თანაგრძნობითაც კი განაწყოს.  

ყოფილი პრემიერი ტრადიციას არ ღალატობს და რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას საკმაო დროს უთმობს ოპოზიციური პარტიების კრიტიკას. განსაკუთრებულად კი, როგორც წესი, "ნაციონალური მოძრაობისა" და "რესპუბლიკური პარტიის". თუმცა ამჯერად თელავში გამართულ შეხვედრაზე საკმაოდ მწვავე განცხადებები არასამთავრობო სექტორის მიმართაც გააკეთა.

ეკატერინე ბასილაია
23.09.2016

 "ქართულმა ოცნებამ" არჩევნებისათვის დარჩენილ ყველაზე ცხელ ფაზაში მთავარი პიარ-კამპანია "სისხლიანი 9 წლის" გახსენებასა და "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ გასამართლებაზე გადართო და ამ პროცესში პროკურატურაც და პარტიაც აქტიურად ჩაერთო.

ნინო ქეთელაური
23.09.2016

 საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, 8 ოქტომბერს აჭარის მთავრობასაც აირჩევენ, სადაც წინასაარჩევნო პროცესში გარკვეული დარღვევების შესახებ "რეზონანსს" "სამართლიანი არჩევნების" აჭარა-გურია-ფოთის რეგიონული კოორდინატორი მადონა ბერიძე ესაუბრა. როგორც ის აცხადებს, მართალია წინა არჩევნებთან შედარებით, დარღვევები შემცირებულია, თუმცა ეს მაინც ხდება და კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×