თაკო მათეშვილი 30.09.2016
პოლიტოლოგი, პროფესორი იგორ კვესელავა დარწმუნებულია, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" რევოლიციურ სცენარს ამზადებენ და მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დაბრუნება სწორედ ამ გზით უნდა. ამბობს, რომ ექსპრეზიდენტს უკრაინაში უკვე აღარ დაედგომება და ახლა ერთადერთ გამოსავლად აქ არეულობის მოწყობაღა რჩება.
|
ვახტანგ შამუგია 30.09.2016
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მომხდარი კონფლიქტის ექო ყველაზე ცხადად და შემზარავად იმ კომპაქტურ ჩასახლებებში ჩანს, სადაც იძულებით გადაადგილებულები ცხოვრობენ. უკვე 23 წელია, რაც მათი ნაწილი ყოფილი სკოლების, სასტუმროებისა თუ სასწავლებლების ტერიტორიაზე კომპაქტურად არის შესახლებული. როგორც წესი, აქ საცხოვრებელი პირობები აუტანელია. ბოლო რამდენიმე წელია, რაც დევნილთათვის ხელისუფლებისა და უცხოელი დონორების მეშვეობთ, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში სპეციალური დასახლებების აშენება დაიწყო. თუმცა ბენეფიციარების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა მხოლოდ საკითხის ნაწილობრივი მოგვარებაა. სამწუხაროდ, ბოლომდე ეს ვერც წინა და ვერც ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ვერ გააცნობიერა. შესაბამისად, დევნილთა ახალაშენებულ თუ რეაბილიტირებულ ჩასახლებებში მცხოვრებნი ახალი პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ.
|
თაკო მათეშვილი 29.09.2016
ე.წ. "სამხრეთ ოსეთში", ე.წ. "საზღვრიდან" სულ რაღაც 12 კილომეტრში რუსული ბაზის გაძლიერებული წვრთნა ჩატარდა, რომელსაც აგვისტოს ომში მონაწილე, ცნობილი 58-ე არმიის გენერალ-მაიორი სერგეი კუზოვლევი ხელმძღვანელობდა.
|
ეკატერინე ბასილაია 29.09.2016
არჩევნებამდე 10 დღე დარჩა და მხოლოდ "ოცნებითა" და "ნაციონალებით" დაკომპლექტდება მომავალი პარლამენტი თუ დამატებით სხვა 2-3 პოლიტიკურ ძალასაც აქვს მანდატების მოპოვების შანსი - პროგნოზებით, ამ ორი პარტიის გარდა პარლამენტში შესვლის მეტ-ნაკლები შანსი აქვთ "თავისუფალ დემოკრატებსა" და "პატრიოტთა ალიანსს", ბურჭულაძის ბლოკს კი ბოლო დროის სკანდალებმა ბარიერის გადალახვა სათუო გაუხადა.
|
ელზა პაპოშვილი 29.09.2016
პოლიტოლოგ და ანალიტიკოს გია ხუხაშვილის განცხადებით, "ოცნება" უგუნურ შეცდომას უშვებს, როდესაც ცდილობს, რომ მომავალ პარლამენტში მხოლოდ ორპოლუსიანი მმართველობა იყოს, რადგანაც ამით "ნაციონალურ მოძრაობას" საშუალებას აძლევს, მათ ქვეყანაში მოვლენები სათავისოდ წარმართონ.
|
ნინო ქეთელაური 29.09.2016
"თუკი ვინმეს ამგვარი დესტაბილიზაციის გამოწვევა უდევს თავში, ვინც არ უნდა იყოს ის, კანონის უმკაცრესი ზომებით უნდა დაისაჯოს", - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძემ, ფარული ჩანაწერების შეფასებისას განაცხადა.
|
გვანცა ღვედაშვილი 29.09.2016
პოლიტიკური სუბიეტები საარჩევნო პროგრამებში მოსახლეობას მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციასა და სასჯელის ლიბერალიზაციას ჰპირდებიან. პიარსპეციალისტმა ნინა პერტენავამ "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, რომ ეს საკითხი საზოგადოებისთვის მეტად მტკივნეულია და მისი საარჩევნო პროგრამაში ჩადებით ნებისმიერი პარტია მხოლოდ მოიგებს.
|
თიკო ოსმანოვა 29.09.2016
ჭიათურის 56-ე საარჩევნო ოლქში სადეპუტატო მანდატისთვის 12 კანდიდატი იბრძოლებს - ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სახელისუფლებო კანდიდატის გამარჯვებას პროგნოზირებს, "ეროვნული ფორუმის" მაჟორიტარობის კანდიდატი ანი მიროტაძე კი "ქართულ ოცნებას" ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს.
|
თიკო ოსმანოვა 29.09.2016
"მმართველი პარტიის კანდიდატი სულხან მახათაძე გამარჯვებაში დარწმუნებულია. ამბობს, რომ რაიონში "რესპუბლიკელებისა" და "ეროვნული ფორუმის" რეიტინგი ნულის ტოლია.
|
თიკო ოსმანოვა 29.09.2016
"ეროვნული ფორუმის" კანდიდატი ანი მიროტაძე თავის მთავარ კონკურენტად ნომერ 41-სა და ადმინისტრაციულ რესურსს მიიჩნევს.
|
თიკო ოსმანოვა 29.09.2016
"რესპუბლიკური" პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი მალხაზ წერეთელი, გამარჯვების შემთხვევაში, იმ პრობლემებზე გააგრძელებს მუშაობას, რომელიც რაიონში ეკოლოგიის თვალსაზრისით უხვად არის.
|
ელზა პაპოშვილი 29.09.2016
"ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი გუგავას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, პარლამენტი მხოლოდ ორპარტიული იყოს და ის თავის მთავარ მეტოქედ მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობას" აღიქვამს.
|