თაკო მათეშვილი
28.09.2016

 "რესპუბლიკელებსა" და "ქართულ ოცნებას" შორის ქიშპი პერსონალურ დაპირისპირებებში გადაიზარდა. ამჯერად მწვავე შეფასებებით ერთმანეთს პარტიების წევრი ქალბატონები - ეკა ბესელია და თინა ხიდაშელი "გაუმასპინძლდნენ". როგორც აღმოჩნდა, კოალიციაში ყოფნისასაც კი არ თვლიდნენ ერთმანეთს იმ მასშტაბის ფიგურებად, რომ ჩვეულებრივი, საქმიანი ურთიერთობა ჰქონოდათ.

ეკატერინე ბასილაია
28.09.2016

 "ქართული ოცნების" მიერ ბოლო ერთი თვის განმავლობაში "ნაციონალების" მიერ დაგეგმილ დესტაბილიზაციაზე საუბარს გუშინ "იუთუბზე" გავრცელებული ფარული ჩანაწერი მიემატა, რომელშიც ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი პარტიის წევრებს მოუწოდებს რევოლუციური სცენარი დაგეგმონ და ხალხის მობილიზებაზე იმუშაონ.

მარიამ ელიაშვილი
28.09.2016

 ინტერნეტსივრცეში მორიგი აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც, სავარაუდოდ, საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები რევოლუციურ სცენარს განიხილავენ. აღნიშნულთან დაკავშირებით სუს-მა პარტიის წევრები დაკითხვაზე დაიბარა, თუმცა, მათ მისვლაზე უარი განაცხადეს და თქვეს, რომ მზად არიან, მათ კითხვებს მხოლოდ პარტიის ოფისში უპასუხონ.

რეზონანსი
28.09.2016

 კოლიაცია "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" დაშლის ზღვარზეა. ბურჭულაძეს გუშინ "გირჩი" გამოეყო ვაშაძის პარტია "ახალი საქართველო" კი, დარჩენა-არ დარჩენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს.

თიკო ოსმანოვა
28.09.2016

 "ქვეყანაში ყველანაირ რევოლუციას გამოვრიცხავ. იმიტომ კი არა, რომ ამაზე "ნაციონალები" არ ფიქრობენ, უბრალოდ, დღეს რევოლუციის მოწყობის რესურსი არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ გაჩნია. იქნება ეს "ნაციონალები" "ლეიბორისტები", ბურჭულაძე თუ სხვა პარტია", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.

რეზონანსი
28.09.2016

 ნინო გოგუაძე "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია საბურთალოს #5 საარჩევნო ოლქში. პროფესიით იურისტს საკმაოდ საინტერესო ბიოგრაფია აქვს. წლების განმავლობაში იურისტად მუშაობდა საქართველოს პარლამენტში. იყო "კორძაძის საადვოკატო ბიუროს" ადვოკატი. 2007 წელს დაინიშნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრად საქართველოს კონსერვატიული პარტიიდან. 2014-2016 წლებში აირჩიეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად და იმავდროულად, იყო ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორების" თავმჯდომარე. საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს დამთავრებული აქვს ემორის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა ამერიკის შეერთებულ შტატებში. პროფესიულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში საკმაო გამოცდილების მქონემ, დღეს გადაწყვიტა, გახდეს საქართველოს პარლამენტის წევრი. ვინ არის ნინო გოგუაძე, რატომ გადაწყვიტა საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობა და რატომ უნდა დაუჭიროს მას მხარი საბურთალოს ამომრჩეველმა?

რეზონანსი
28.09.2016

 "ქართული ოცნების" ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პოლიტიკური მეცნიერების სპეციალისტი ბექა ნაცვლიშვილია, რომელსაც საზოგადოება თბილისის საკრებულოდან კარგად იცნობს. საკრებულოში კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი იყო და ამ რაიონს, მისი ძალისხმევით, სხვა განხორციელებულ პროექტებთან ერთად, სამი უმნიშვნელოვანესი პროექტი დარჩება. დიდი გეგმები აქვს ისანშიც. მათგან მთავარი ისნის, როგორც ინდუსტრიული რაიონის, ფუნქციის დაბრუნებაა.

თაკო მათეშვილი
27.09.2016

  არასაკმარისი, თუმცა მნიშვნელოვანი - ასე აფასებენ სამხედრო სპეციალისტები აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტისათვის ორი, შთდფტვ-კლასის საპატრულო ხომალდის საჩუქრად გადაცემას და ამბობენ, რომ იმ ფონზე, როცა ქვეყანას საზღვაო ფლოტი არ გააჩნია და საზღვრის დაცვაც მოიკოჭლებს, მსგავსი შენამატი უდავოდ სასარგებლოა.

თიკო ოსმანოვა
27.09.2016

 8 ოქტომბერს ვაკის მეორე ოლქი პოლიტიკური მოვლენების ერთ-ერთი ეპიცენტრი იქნება - საპარლამენტო მანდატისთვის სულ 15 ადამიანი იბრძოლებს, თუმცა, განსაკუთრებით საინტერესო იქნება "დიდი ტრიოს შერკინება": ელენე ხოშტარია ("ნაციონალური მოძრაობა") - ბიძინა გეგიძე ("ქართული ოცნება") - ვიქტორ დოლიძე ("თავისუფალი დემოკრატები").

თიკო ოსმანოვა
27.09.2016

 მმართველი პარტიის კანდიდატ ბიძინა გეგიძეს გული სწყდება, რომ მისი ოპონენტი ელენე ხოშტარია "ნაციონალური მოძრაობის" წევრია.

თიკო ოსმანოვა
27.09.2016

 "ნაციონალური მოძრაობის" ვაკის მეორე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია მთავარ კონკურენტად "მმართველი პარტიის კანდიდატ ბიძინა გეგიძეს მიიჩნევს, თუმცა მის დამარცხებაში დარწმუნებულია.

სალომე სარიშვილი
27.09.2016

 საზოგადოებრივი კომუნიკაციების სპეციალისტი და ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მუდმივად პროვოკაციებსა და მოსალოდნელ არეულობაზე აპელირება, მმართველი გუნდის მხრიდან არასწორად შერჩეული პოლიტიკაა, ვინაიდან ამის შესაჩერებლად ბერკეტი არა საზოგადოებას, არამედ ხელისუფლებს აქვს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×