ლიკა გურაბანიძე
30.09.2016

 "სამეგრელოში მიმდინარე პროცესების შეფასება შორიდან არ შეიძლება" - ამის შესახებ მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კახა მიქაიამ "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სამეგერლოში წინასაარჩევნო გარემო მშვიდია და ჯიხაშკარში მომხდარი ინციდენტის შემდგომ არანაირი დარღვევა არ ყოფილა. მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" სამეგრელოში იმ იარების მოშუშება ვერ შეძლო, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიაყენა.

ელზა პაპოშვილი
30.09.2016

 გუშინ თბილისში, რამდენიმესაათიანი ინტერვალით, "ლიბერთი ბანკის" ორი ფილიალი დააყაჩაღეს. დადიანის ქუჩაზე და გლდანში ორივე ადგილას ნიღბიანი მძარცველები შეიჭრნენ, რომლებიც ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებულები.

თაკო მათეშვილი
30.09.2016

 "ნაციონალურმა მოძრაობამ" წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნითი აქციის ჩატარება 5 ოქტომბერს, 16.00 საათზე ვარდების მოედანზე უკვე დააანონსა. როგორც ნიკა მელიამ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, აქცია იქნება მრავალათასიანი და მოიცავს როგორც ვარდების მოედანს, ასევე რუსთაველსა და თავისუფლების მოედანს.

თიკო ოსმანოვა
30.09.2016

 8 ოქტომბერს თბილისის შემდეგ ბათუმი პოლიტიკური მოვლენების მთავარ ეპიცენტრში მოექცევა. საპარლამენტო მანდატისთვის 15 კანდიდატი იბრძოლებს. აქედან სამი ყოფილი თანაგუნდელია.

თიკო ოსმანოვა
30.09.2016

 "რესპუბლიკური" პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, მის პარტიას აჭარასთან ძალიან ბევრი რამ აკავშირებს, ამიტომ იგი გამარჯვებაში დარწმუნებულია, თუმცა მეორე ტურით.

თიკო ოსმანოვა
30.09.2016

 არჩევნებამდე 8 დღით ადრე ჯერ კიდევ გაურკველია თუ რომელი პარტია მოიპოვებს უმრავლესობას პარლამენტში და დააკომპლექტებს შემდეგ პარლამენტს. ორივე ძირითადი პარტია არჩევნებში დარწმუნებულია. ოთხშაბათს, არჩევნებამდე 10 დღით ადრე, "ნაციონალებმა" "ოცნებას" უკვე შესთავაზეს ოპოზიციაში გადასვლა. ეს უკანასკნელი არა მარტო უეჭველ გამარჯვებაშია დარწმუნებული, არამედ, არც მეტი არც ნაკლები, 100 დეპუტატის გაყვანას გეგმავს. ამაზე ადრე ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა, გუშინ კი სატელევიზიო ჩართვალი ზვიად ძიძიგურმაც გაიმეორა. არანაკლებ ომახიანად საუბრობენ გამარჯვებაზე ის პარტიებიც, რომლებმაც შეიძლება 5%-იანი ბარიერიც ვერ გადალახონ. თავის თავდაჯერებულობის საფუძვლად კი შიდა კვლევებს ასახელებენ. რაც შეეხება დამოუკიდებლად ჩატარებული სოციოლოგიურ კვლევებს, მათ ბევრი არ ენდობა, თავად ბევრი კვლევის დამოუკიდებლობა კი ეჭვის საფუძველს ბადებს;

თიკო ოსმანოვა
30.09.2016

 "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს, გიორგი კირთაძეს მთავარ კონკურენტად აჭარაში გამეფებული უიმედობა მიაჩნია, თუმცა დარწმუნებულია, რომ საზოგადოებაში არსებულ ნიჰილიზმს დაამარცხებს.

ნინო ქეთელაური
30.09.2016

 "ალბათ მეორე ტური იქნება, სადაც, დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებთ და საზოგადოება დაინახავს, რომ "ქართული ოცნების" სიმულაციების, ტყუილისა და ბიძინა ივანიშვილის ფულის მიუხედავად, გამარჯვება შესაძლებელია," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე.

თიკო ოსმანოვა
30.09.2016

 დამოუკიდებელ კანდიდატ არმაზ ახვლედიანის თქმით, მისთვის გაუგებარია ის კრიტერიუმი, რითაც "ოცნებამ" იხელმძღვანელა ბეჟანიძის შესარჩევად, რადგან იმდენად სუსტია, რომ მიუხედავად არაერთი შეთავაზებისა, ვერ ბედავს მასთან დებატებს.

ვახტანგ შამუგია
30.09.2016

 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. მასში მონაწილე პოლიტიკური პარტიები სხვადასხვა დაპირებითა და პროგრამით ცდილობენ ამომრჩევლების დაინტერესებასა და მიმხრობას. რა თქმა უნდა, პროგრამები სახელმწიფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებსაც ეხება. მიუხედავად რადიკალურად განსხვავებული პოზიციებისა, ყველა ერთხმად თანხმდება, რომ საქართველოს, მის ირგვლივ უსაფრთხოების საკითხებში არსებული რიგი გამოწვევების გამო, სჭირდება ძლიერი და ბრძოლისუნარიანი არმია. მაშ ასე, როგორ აპირებს ამ მიზნის მიღწევას ოთხი ძირითადი პროდასავლური პოლიტიკური ძალა (ბურჭულაძის გაერთიანება "გირჩის" პროგრამით ხელმძღვანელობდა, შესაბამისად, ამ მომენტში მათი პროგრამა უცნობია) სხვა პარტიებზე მომდევნო ნომრებში იქნება საუბარი.

ელზა პაპოშვილი
30.09.2016

 პაატა ბურჭულაძის პარტიის "სახელმწიფო ხალხისთვის" ყოფილი წევრი და პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ მან პაატა ბურჭულაძეს გაცნობიდან რამდენიმე თვეშივე შეატყო, რომ ის, როგორც პოლიტიკოსი, ვერ ჩამოყალიბდებოდა.

ნინო ქეთელაური
30.09.2016

 "ესენი ახალი ჯგუფები მაქსიმუმ 2 წლის წინ გამოჩდნენ. ისინი თავს მიიჩნევენ ნაციონალისტური, ულტრა-რადიკალური, მემარჯვენე იდეების მატარებლად," - ასე აფასებს საქართველოში არსებულ ნაციონალისტურ ჯგუფებს "კავკასიური სახლის" მკვლევარი რევაზ ქოიავა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×