ეკატერინე ბასილაია
05.10.2016

 რომელი რეგიონი და ქალაქი იქნება 8 ოქტომბერს ყველაზე მშვიდი და რომელი ყველაზე კონფრონტაციული - მოლოდინი უკვე არსებობს და მეტ-ნაკლები პროგნოზებიც უკვე კეთდება.

სალომე სარიშვილი
05.10.2016

 მმართველი გუნდი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის დანაშაულში სდებს ბრალს და ამბობს, რომ იგი საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანს ქრთამს სთავაზობდა. თავად გვარამია კი აცხადებს, რომ მამუკა ახვლედიანს ქრთამს ვერ შესთავაზებდა, რადგან ეს უკანასკნელი "რუსთავი 2"-ის საქმეს არ განიხილავდა. იურისტების ნაწილს კი ამ საკითხზე ცალსახა შეფასება აქვს, ამბობენ, რომ დასაწყისისთვის გამოძიებამ ჩანაწერის ავთენტიკურობა უნდა დაადგინოს.

გვანცა ღვედაშვილი
05.10.2016

 პედაგოგების შანტაჟი, დაშინება, სხვადასხვა შეხვედრაზე იძულებით სიარული და ხელისუფლებისთვის სასურველი არჩევანის გაკეთება - ეს იმ ბრალდებათა ნაწილია, რომელსაც ზესტაფონში რესპუბლიკური პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თინა ხიდაშელი მმართველ ძალას უყენებს. თუმცა, ბრალდების ადრესატები - განათლების სამინისტრო და უსაფრთხოების სამსახური - ბრალდებებს უარყოფენ.

ელზა პაპოშვილი
05.10.2016

 გორის მაჟორიტარ კანდიდატთან, თავდაცვის ექსმინისტრ ირაკლი ოქრუაშვილსა და მის დაცვასთან მოჩხუბარი ორი პირის შესახებ გორში ჰყვებიან, რომ ისინი სააკაშვილის მმართველობის დროს ირაკლი ოქრუაშვილის მიერ იყვნენ დაკავებულნი და სასჯელს წლების განმავლობაში იხდიდნენ.

ნინო ომანაძე
05.10.2016

 წინასაარჩევნოდ სამეგრელო ერთ-ერთ ყველაზე ცხელ რეგიონად იქცა. 1-ელ ოქტომბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდნეძში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრებს სასტიკად სცემეს. სამი ახალგაზრდა, ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ტვინის შერყევის დიაგნოზით იქნა მოთავსებული.

თიკო ოსმანოვა
05.10.2016

 მწირი ფინანსების, დაპირისპირებისა და ნაკლები ადამიანური რესურსების მიუხედავად, პაატა ბურჭულაძის მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" გამარჯვებაში დარწმუნებულია. კოალიციის საარჩევნო სიის მესამე ნომერი დავით ჯანდიერი ამბობს, რომ ხელისუფლების გაშმაგებული ბრძოლის მიუხედავად, მათ შესწვეთ უნარი, ხალხის წინაშე არსებული პრობლემები მოაგვარონ.

ლიკა გურაბანიძე
05.10.2016

 2 ოქტომბერს, საქართველოს მწერალთა სახლში, ლიტერატორმა და პოლიტიკოსმა ლევან ბერძენიშვილმა 10-საათიანი, უწყვეტი ლექცია-მარათონი გამართა. ლექცია 11 საათზე დაიწყო და 21 საათს გადაცდა.

სალომე სარიშვილი
05.10.2016

 "ყველამ იცის, რომ ჩემი მართვა ძალიან რთულია. არ მგონია, ვინმეს იმედი ჰქონდეს, რომ ამას მომავალში მაინც შეძლებს," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და უმატებს, რომ მმართველი პარტიის მხრიდან მისთვის ასპარეზის დათმობა აბსოლუტურად გამართლებულია.

თაკო მათეშვილი
04.10.2016

 ვინ დაიკავებს საპარლამენტო არჩევნებზე პირველ ხუთ ადგილს? - "რეზონანსის" ამ კითხვას სოციოლოგებმა და პოლიტოლოგებმა "ყველაზე რთული კითხვა" უწოდეს.

ეკატერინე ბასილაია
04.10.2016

 არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე საარჩევნო კამპანიაში პოლიტიკური რეიტინგებით ბრძოლა გახსნილად გამოცხადდა. სულ რამდენიმე დღის წინ ერთი და იგივე დროს ჩატარებული ორი ურთიერთგამომრიცხავი სოციოლოგიური კვლევა გამოაქვეყნა ორმა ტელევიზიამ - "იმედის" კვლევაში "ქართული ოცნება" დამაჯერებლად იმარჯვებს, "რუსთავი 2"-ის კვლევით კი უმნიშვნელო სხვაობით, მაგრამ მაინც პირველ ადგილზე "ნაციონალური მოძრაობაა" და ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან მოლოდინია, რომ ეგზიტპოლების დაპირისპირება იქნება 8 ოქტომბერს, არჩევნების საღამოს 8 საათზეც არჩევნების მთავარი მანიპულაციის საგანი.

თიკო ოსმანოვა
04.10.2016

 "რუსთავი 2"-ის გენდირექტორის განცხადება, რომ შალვა რამიშვილი მას "ქართული ოცნების" წინააღმდეგ მუშაობას სთავაზობდა ამ უკანასკნელს ხუმრობის ხასიათზე აყენებს, ამბობს, რომ კახა კალაძეზე აქვს "კომპრომატი", რაშინ მილიონს ითხოვდა, თუმცა გვარამიამ მხოლოდ ამ თანხის ნახევარი შესთავზა.

თიკო ოსმანოვა
04.10.2016

 "ნაციონალური მოძრაობის" მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა რურუა ხელისუფლებას ოპოზიციის დაშინებაში ადანაშაულებს და ამას მისი შტაბის ხელმძღვანელის დაკავებით ხსნის. ამბობს, რომ დავით ჯაფარიძეს იარაღი ჩაუდეს და რეალურად საქმეში არანაირი მტკიცებულება არ დევს. თავად მღებრიშვილის უწყებაში კი აცხადებენ, რომ ყველაფერს გამოძიება დაადგენს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×