ნინო ცნობილაძე
10.10.2016

 სამეგრელოში დაძაბულობამ პიკს მიაღწია, საპარლამენტო არჩევნები ლაკმუსის ქაღალდი აღმოჩნდა "ქართული ოცნებისთვის", პარლამენტში მოსახვედრად დაპირისპირებულ ორ პარტიას, "ნაციონალურ მოძრაობას" და "ქართულ ოცნებას" ცესკოს მონაცემების მიხედვით მეორე ტური ელით, სანდრა რულოვსისა და ედიშერ თოლორაიას ხმები თითქმის თანაბრად გადანაწილდა, თუმცა ყოფილი სახელისუფლებო გუნდის და ყოფილი პრეზიდენტის მეუღლე უკვე გამარჯვებულს უწოდებს საკუთარ თავს და "ოცნების" ხელისუფლებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

თიკო ოსმანოვა
10.10.2016

 თბილისისგან განსხვავებით საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები მოსახლეობის დიდი აქტიურობით და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

სალომე სარიშვილი
10.10.2016

 "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ნიკა მელიას განცხადებით, პარტია დანებებასა და საკუთარი ამომრჩევლების ხმების დათმობას არ აპირებს. მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია თითოეული ხმის დაცვა, რომელიც ამომრჩეველმა როგორც რეგიონებში, ისე დედაქალაქის მასშტაბით სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდასაჭერად გააკეთა.

მარიამ ელიაშვილი
10.10.2016

 8 ოქტომბრის არჩევნებმა იმერეთში არც თუ ისე მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ქუთაისში 90-ე საარჩევნო უბანზე "ოცნების" მხარდამჭერები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ჟურნალისტებს. "იბერიის", ჯი-დი-ესის და სხვა ტელეკომპანიის წარმომადგენლებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფასთან ერთად, კამერებიც დაუმტვრიეს. ტელეკომპანია "იბერიის" ჟურნალისტმა ლევან ფანცხავამ მომხდარის შესახებ "რეზონანსთან" დეტალურად ისაუბრა:

ეკატერინე ბასილაია
08.10.2016

 დღეს 20:00 საათზე "ეგზიტპოლების ომი" იწყება - "რუსთავი 2"-ზე კომპანია "ჯიეფკეის" GFK) კვლევის შედეგები გამოცხადდება, ხოლო 4 სხვა ნაციონალურ არხზე - "ტიენესის" (TNS). სპეციალისტთა უმრავლესობა ამ კომპანიების მიერ ბოლო დროს ჩატარებული კვლევების საფუძველზე აცხადებს, რომ ამ ორი ეგზიტპოლის შედეგები განსხვავებული იქნება და, შესაძლოა, რადიკალურად განსხვავებულიც - შესაძლოა, მათ ვერსიებში გამარჯვებულიც სხვადასხვა იყოს. ეს კი დაძაბულობისა და სხვადასხვა ინციდენტის საფუძველს ქმნის.

ელზა პაპოშვილი
08.10.2016

 შს სამინისტროს ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების ფაქტი გახსნილია. სპეცოპერაცია გუშინ საღამოს თბილისის სხვადასხვა უბნებში ერთდროულად მიმდინარეობდა.

სალომე სარიშვილი
08.10.2016

 პიარსპეციალისტებისა და პოლიტოლოგების ნაწილის შეფასებით, წელს არჩევნებზე ამომრჩევლის დაბალ აქტივობას უნდა ველოდოთ. ამგვარ შედეგს სპეციალისტები საზოგადოებაში არსებულ ნიჰილისტურ განწყობას უკავშირებენ და მის გამომწვევ მიზეზებებზეც საუბრობენ. ამბობენ, რომ ამგვარი კატეგორიის ამომრჩევლისთვის საჭიროა გარკვეული მოტივაციისა თუ ბიძგის მიცემა, რაც მათი შეფასებით, წინასაარჩევნოდ არც ერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან შესამჩნევი არ ყოფილა.

თაკო მათეშვილი
08.10.2016

 არჩევნების მეორე ტურის ბევრგან დანიშვნა პოზიტიურ პრეცედენტს შექმნის - ასე აფასებს სპეციალისტების უმეტესობა საპარლამენტო არჩევნებში მეორე ტურის დანიშვნის პერსპექტივას და აქვე დასძენენ, რომ ეს დემოკრატიის განვითარებაზე მიუთითებს.

ზვიად მახარაძე (ბრიუსელი)
08.10.2016

 ენერგეტიკა და ენერგოეფექტურობა აღმოსავლეთ პარტნიორობის მეხუთე სამიტზე რეგიონალური და ადგილობრივი ხელისუფლებების კონფერენცია სწკდუფზ პოლიტიკური განცხადების პრიორიტეტული საკითხი იქნება. ეს გადაწყვეტილება "კორლეაპის" ბრიუსელში გამართულ მეექვსე ყოველწიური კონფერენციის მონაწილეებმა მიიღეს. მათ ასევე მოისმინეს არსებული საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები, სადაც საქართველოს მოწინავე პოზიცია უკავია.

გვანცა ღვედაშვილი
08.10.2016

 არჩევნების დღეს ინციდენტებს არ გამორიცხავს პილიტოლოგი გია ხუხაშვილი. მისი თქმით, შესაძლოა, არაერთპოლუსიანი პოლიტიკური პროცესების შემსწრენი გავხდეთ, რასაც ხელი პარტიების მიერ შედეგების გამოცხადებამდე დაწყებული ზეიმის ან პროცესების გამწვავების დაწყებამ შეუწყოს.

ლიკა გურაბანიძე
08.10.2016

 "მხოლოდ ქალაქში არსებული სიმშვიდე ქვეყნის მასშტაბით სიმშვიდეს არ ნიშნავს", - ამის შესახებ პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა "რეზონანსთან" საპარლამენტო არჩევნების დღის შეფასებისას განაცხადა.

გვანცა ღვედაშვილი
08.10.2016

 ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი "რეზონანსთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ არჩევნების დღეს ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული რეგიონი სამეგრელო და აჭარა იქნება, სადაც პოლიტიკოსებს საამისო ნიადაგი უკვე მოსინჯული აქვთ. მისივე თქმით, საქართველოში არჩევნებს გარკვეული ინციდენტი ყოველთვის მოჰყვებოდა და ახლა ამაში გასაკვირი არაფერი იქნება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×