ნინო ომანაძე
17.10.2016

 "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერების მიერ პარტიის დატოვებამ და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გაკეთებულმა განცხადებებმა გარკვეული ბუნდოვანება შესძინა "კაბელების საქმეზე" დაკავებული 5 პირის მომავალს.

თაკო მათეშვილი
15.10.2016

 საპარლამენტო არჩევნებზე პრაქტიკულად თამაშგარე დარჩენილი პარტიები მეორე ტურში გასული კანდიდატებისგან არც ერთისათვის არ აპირებენ მხარდაჭერის გამოხატვას და არც საკუთარი ამომრჩევლის ვინმეს სასარგებლოდ დარაზმვას გეგმავენ.

ეკატერინე ბასილაია
15.10.2016

 რუსთავის სასამართლომ 8 ოქტომბრის არჩევნების დღეს მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოს ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე 6-ვე ბრალდებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იმავე დღეს ზუგდიდის სასამართლომ ჯიხაშკარში ერთ-ერთი საარჩევნო უბნის დარბევის გამო ბრალდებულს - 10 000-ლარიანი გირაო. პირველ შემთხვევაში ბრალდებულები "ნაციონალური მოძრაობის მომხრეები" არიან, მეორე შემთხვევაში კი - "ქართული ოცნებას" და სწორედ ამის გამო არასამთავრობო სექტორსა და პოლიტოლოგების დიდ ნაწილში კეთდება განცხადებები, რომ ეს ყველაფერი შერჩევითი სამართლის აღქმას იწვევს, რაც მიუღებელია.

თიკო ოსმანოვა
15.10.2016

 ირინა იმერლიშვილი თუ ზაზა თავაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის ვინაობა 20 ოქტომბერს გაირკვევა. მანამდე არსებული არაოფიციალური ინფორმაციით, ზაზა თავაძეს ოთხი მოსამართლის მხარდაჭერა აქვს, ირინა იმერლიშვილს კი - სამის. უცნობია სასამართლოს მე-8 წევრის, მოსამართლე მერაბ ტურავას პოზიცია.

ელზა პაპოშვილი
15.10.2016

 ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში, სადავო შენობაში, რომელიც, მუსლიმი თემის განცხადებით, ისტორიული მეჩეთის ნანგრევებია, ისინი 4 დღის განმავლობაში ლოცვას აღავლენდნენ, თუმცა, გუშინ ადგილზე მისულმა პოლიციამ მათ ლოცვის ჩატარების საშუალება აღარ მისცა და შენობის კარი აჭედა.

სალომე სარიშვილი
15.10.2016

 პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" ამომრჩეველში მაღალი მხარდაჭერის მუხტის ჩაქრობა რამდენიმე ფაქტორით იყო განპირობებული, რამაც არჩევნების შედეგზეც შესაბამისად იმოქმედა. პოლიტოლოგი არც იმას გამორიცხავს, რომ შესაძლოა, "ოცნება" არჩევნების მეორე ტურებში, რამდენიმე "ცხელ წერტილში" დამარცხდეს, რასაც, მისი თქმით, გარკვეული ახსნა აქვს.

ნინო ომანაძე
15.10.2016

 ცესკო-ს მონაცემებით, 8 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის განმეორებითი კენჭისყრა, დღეის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით ოთხ საარჩევნო უბანზე გაიმართება.

მარიამ ელიაშვილი
15.10.2016

 8 ოქტომბერს ჟურნალისტებზე ფიზიკური ზეწოლის გამო, ოფიციალური ინფორმაციით, შსს-მ გამოძიება დაიწყო, თუმცა უცნობია, ვინ იძიებს საქმეს ან რა ეტაპზეა იგი.

ნინო ქეთელაური
15.10.2016

 "არსებობს რისკი, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე პოლიტიკურმა ძალამ ავტორიტარული რეჟიმის ხასიათი შეიძინოს", - ამის შესახებ "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანი მიროტაძემ "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა.

თაკო მათეშვილი
14.10.2016

 სპეციალისტებს პარლამენტსგარეთ დარჩენილი პარტიების ბედი და მომავალი არცთუ სახარბიელოდ ესახებათ. ნაწილი მიიჩნევს, რომ გაერთიანების გარეშე ოპოზიციურ პარტიებს წარმატების მიღწევის იმედი არც მომდევნო არჩევნებში უნდა ჰქონდეთ.

ეკატერინე ბასილაია
14.10.2016

 ჯერ აშშ, შემდეგ საფრანგეთი და ნატო საქართველოს ზღვასა და ხმელეთზე სამხედრო წვრთნებს ააქტიურებენ. ამჟამად შავი ზღვის აკვატორიის უსაფრთხოების გასაძლიერებლად ბათუმში ამერიკული სამეთაურო გემი, მე-6 ფლოტის ფლაგმანი "მაუნთ უითნი" იმყოფება, რომელიც 12-15 ოქტომბერს საზღვაო წვრთნებს ატარებს, ოთხ დღეში კი, "რეზონანსის" ინფორმაციით, უკვე საფრანგეთის ეროვნული სამხედრო ფლოტის ხომალდი, "პრემიე მეტრ ლერი" შემოდის და 17-20 ოქტომბერს ამერიკელების შემდეგ ფრანგები ჩაატარებენ სწავლებას შავი ზღვის უსაფრთხოების და პარტნიორული ურთიერთობის განმტკიცებისთვის.

ელზა პაპოშვილი
14.10.2016

 პოლიტოლოგი და "ექსპერტთა კლუბის" წევრი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ ამ არჩევნების შემდეგ ჩვენი საზოგადოება კიდევ უფრო უკეთესად გავიცანით. მისი თქმით, 2016 წლის არჩევნების ბედი კვლავ ფუჭმა დაპირებებმა და მატერიალურმა ღირებულებებმა გადაწონა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა უხვად დაარიგა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×