ნინო ქეთელაური 24.10.2016
"საფრთხის შემცველი დღევანდელი რეალობაა, რასაც ჰქვია ქვეყნის კადრებთუხუცესი, რომელიც საკუთარ თავს გვაცნობს, როგორც ქვეყნის "რიგითი მოქალაქე", სინამდვილეში კი სრულიად მარტივად ახერხებს როგორც მთავრობის, ისე პარლამენტის პრივატიზაციას და ერთი პირის მიერ პარლამენტის მართვას. ეს არათუ საფრთხის შემცველი, არამედ შიშის მომგვრელია", - განაცხადა დამოუკიდებლ ექპერტთა კლუბის თავმჯდომარემ სოსო ცისკარიშვილმა "მთელ კვირასთან" საუბრისას.
|
თიკო ოსმანოვა 24.10.2016
მარნეულსა და ზუგდიდში 4 საარჩევნო ოლქში ჩატარებული განმეორებითი არჩევნები, 8 ოქტომბრისგან განსხავებით, საერთო ჯამში, მშვიდი გამოდგა. თუმცა, ორივე რაიონში დეპუტატის მანდატისთვის კანდიდატებს შერკინება უკვე მესამედ 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტურზე მოუწევთ.
|
სალომე სარიშვილი 24.10.2016
ზუგდიდსა და მარნეულში განმეორებით ჩატარებული არჩევნების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურები 30 ოქტომბერს ამ რეგიონებშიც გაიმართება. ექსპერტებს მეორე ტურების შესაძლო შედეგებსა და მოსალოდნელ პროცესებთან დაკავშირებით განსხვავებული პროგნოზები აქვთ, თუმცა იმაზე ცალსახად თანხმდებიან, რომ არც არჩევნებამდე და არც 30 ოქტომბერს რაიმე ინციდენტსა და კრიზისს არ უნდა ველოდოთ.
|
ელზა პაპოშვილი 24.10.2016
"ქართული ცონების" წევრი გუგული მაღრაძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში მოხდება თუ არა პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის ჩართვა, ამას ის კომისია გადაწყვეტს, რომელიც საზოგადოების წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული.
|
ნინო ომანაძე 24.10.2016
გუშინ სოფელ მეჯვრისხევში 42 წლის მალხაზ ლეჟავა ე.წ. რუსმა მესაზღვრეებმა მაშინ დააკავეს, როცა ის საქონელს სოფლის საძოვარზე აძოვებდა. რუსმა ოკუპანტებმა რამდენიმე დღის წინ გორის რაიონის სოფელ ფლავისმანიდან 29 წლის გიორგი ციცაგი ხელმეორედ გაიტაცეს.
|
ვახტანგ შამუგია 24.10.2016
21 ოქტომბერს, დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე ავარია მოხდა. "კამაზის" მარკის სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ორჯერ გადაბრუნდა. შედეგად ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალებისა და სამხედრო-ტექნიკური ქონების შენახვის ბაზის ჯარისკაცები დაშავდნენ, ერთი სამხედრო მოსამსახურე - 21 წლის აკოპ მალხასიანი მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.
|
ელზა პაპოშვილი 24.10.2016
მიუხედავად იმისა, რომ "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ და გორის მაჟორიტარული მეორე ტურის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, ის დეპუტატი და პარლამენტის წევრი მისი ნების მიუხედავად შესაძლოა მაინც გახდეს.
|
თაკო მათეშვილი 22.10.2016
დღევანდელ განმეორებით არჩევნებს, რომელიც 8 ოქტომბერს რიგ უბნებზე მომხდარი არეულობის შედეგად, ამ უბნების შედეგების გაუქმების გამო გახდა საჭირო, სპეციალისტები მშვიდ ვითარებაში ჩავლას უწინასწარმეტყველებენ და ამბობენ, რომ დომინანტი პარტიების კანდიდატებს და მით უმეტეს ხელისუფლებას, არანაირად არ აძლევს ხელს დღევანდელმა დღემაც დაძაბულად ჩაიაროს.
|
ეკატერინე ბასილაია 22.10.2016
"ქართული ოცნება" მაჟორიტარულ სისტემაზე უარის თქმას არ აპირებს. პარტიის წევრთა ერთი ნაწილი წინააღმდეგია, რომ მაჟორიტარული სისტემა გაუქმდეს და, შესაძლოა, ეს საკითხი უკვე დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას საერთოდ არც დააყენონ მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს მაჟორიტარული სისტემის გაუქმება იყო კოალიცია "ქართული ოცნების" დაპირება და 2015 წელს, ოპოზიციის დიდი ბრძოლის შედეგად, "ოცნების" 81 დეპუტატის ხელმოწერით პარლამენტში ამ თემაზე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტიც შევიდა იმ დათქმით, რომ ახლა 2016 წელს არა, მაგრამ 2020 წლისთვის მზად ვართ ეს ცვლილება განვახორციელოთო.
|
სალომე სარიშვილი 22.10.2016
ბრიუსელში 2 - დღიანი ევროკავშირის სამიტი დასრულდა. როგორც "რეზონანსისთვის" გახდა ცნობილი, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, სამიტზე ყურადღება უვიზო რეჟიმის ე.წ "შეჩერების მექანიზმის" ამოქმედებაზეც გამახვილდა და ითქვა, რომ შეთანხმება ამ საკითხზე რამდენიმე კვირაში მიიღწევა.
|
ლიკა გურაბანიძე 22.10.2016
"მე ყველაფერი გავაკეთე, რომ ამ ქვეყანაში მშიდობა ყოფილიყო", - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილმა წევრმა გია ცაგარეიშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა.
|
ნინო ქეთელაური 22.10.2016
"ქართული ოცნების" სპიკერების რიტორიკა - პრეზიდენტი ვინ არის და მას ვინ ეკითხება, ახლა ჩვენ ვართ და ჩვენი ნაბადიო გასაგებია. მათ აქვთ ორი მიზანი, რომ ამით თავიანთ მნიშვნელობას გაუსვან ხაზი და მეორე, ვიღაცას ასიამოვნონ", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|