თაკო მათეშვილი
20.10.2016

 პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე პარლამენტსგარეთ დარჩენილი ოპოზიციური პარტიების გაერთიანების აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამის გარეშე მათ წარმატების მიღწევის შანსი არც მომდევნო არჩევნებში ექნებათ.

ნინო ქეთელაური
20.10.2016

 საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით ჯგუფის შექმნა გიორგი კვირიკაშვილის უბრალოდ იდეაა და არა ინიციატივა, რომელშიც პრეზინდენტსაც შეუძლია, ჩერთოს - ამის შესახებ "რეზონასს" პრემიერის აპარატში განუცხადეს.

თიკო ოსმანოვა
20.10.2016

 "ნაციონალური მოძრაობის" გარშემო კვლავ ვნებათაღელვაა - პარლამენტში შესვლა-არშესვლის მსჯელობის შემდეგ პარტიამ ცესკოს საკრებულოს 2014 წლის არჩევნებისთვის წარდგენილი პარტიული სიიდან 6 პირის ამოღების თხოვნით მიმართა. ერთ-ერთმა მათგანმა "ნაცმოძრაობის" თბილისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე ნიკა მელია გადაწყვეტილების ერთპიროვნულ მიღებასა და მასზე ზეწოლაში დადანაშაულა. თავად ნიკა მელია კი ამას უსუსურ ტყუილს უწოდებს და ამბობს, რომ პარტიიდან არავინ გაურიცხავთ, უბრალოდ საბჭომ იმსჯელა და გადაწყდა, რომ საკრებულოში ირაკლი აბესაძეს დავით ავალიანი ჩაანაცვლებს.

ელზა პაპოშვილი
20.10.2016

 ტრანსგენდერი ქალის განზრახ მკველელობის მცდელობაში ბრალდებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 34 წლის ზიზი შეყილაძე, რომლიც 14 ოქტომბერს ორთაჭალაში დაჭრეს, საავადმყოფოში ამჟამადაც მძიმე მდგომარეობაშია და სიცოცხლისთვის იბრძვის.

ნატალია ჯალაღონია
20.10.2016

 პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე ძალიან დაბალი, 10%-ზე ნაკლები, აქტივობა დაფიქსირდა და ხმებიც უფრო თანაბრად განაწილდა, ვიდრე საქართველოში. მართალია, მთლიანად ხმები "ოცნების" სასარგებლოდ განაწილდა, მაგრამ "ნაციონალებთან" სხვაობა მხოლოდ 6%-ს შეადგენდა და ბევრ ადგილას, მაგალითად ამერიკაში, ამ უკანასკნელმა მეტი ხმა მიიღო.

თაკო მათეშვილი
19.10.2016

 სამოქალაქო საზოგადოების გარკვეული ნაწილის მოწოდებას არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციური პარტიების კანდიდატების მხარდაჭერის თაობაზე სხვადასხვაგვარად აფასებენ. პოლიტოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამგვარი მოწოდება არაეთიკურია, თუმცა საჭირო. მეორე ნაწილი კი "ოცნების" მიერ საკონსტიტუციო უმრავლეობის მოპოვებაზე დიდ საფრთხედ პარლამენტში "ნაცმოძრაობის" დიდი დოზით მოსვლას მიიჩნევს.

ეკატერინე ბასილაია
19.10.2016

 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველო-რუსეთის წარმომადგენელები, ზურაბ აბაშიძე და გრეგორი კარასინი ერთმანეთს დღეს პრაღაში პირველად ხვდებიან და, როგორც ქართველი პოლიტოლოგები აცხადებენ, მოსკოვში დიდი ეიფორია და მოლოდინია იმისი, რომ საპარლამენტო არჩევნებში აბსოლუტური უპირატესობით გამარჯვებული "ქართული ოცნება" რუსეთთან ურთიერთობის კორექტირებას მოახდენს.

თიკო ოსმანოვა
19.10.2016

 50 მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება. უმეტეს ოლქში პოლიტოლოგები სახელისუფლებო ძალის მოგებას პროგნოზირებენ, თუმცა მიაჩნიათ, რომ შესაძლოა, მოსახლეობის დაბალი აქტივობა დაფიქსირდეს, რაც, საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტ არჩილ გამზარდიას აზრით, "ნაცმოძრაობის" წისქვილზე დაასხამს წყალს, ამიტომ "ოცნებას" გაქტიურებისკენ მოუწოდებს.

ელზა პაპოშვილი
19.10.2016

 კონსტიტუციონალისტ და პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, ქართული პოლიტიკური სივრცე ერთდროულად, როგორც "ქართულმა ოცნებამ" ასევე "ნაციონალურმა მოძრაობამ", გაასუფთავა, რადგანაც ორივეს ინტერესებში შედიოდა, რომ პოლიტიკურ სცენაზე მთავარ მოთამაშეებად მხოლოდ ისინი დარჩენილიყვნენ.

ელზა პაპოშვილი
19.10.2016

 პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ ყველა ხელისუფლების ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობა საშიშია, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც "ოცენებას" არც ძლიერი ოპოზიცია ჰყავს და არც საზოგადოების საპროტესტო მუხტის ეშინია. ამიტომაც რისკი ყოველთვის არსებობს, რომ ასეთ სიტუაციაში მას ძალაუფლების მონოპოლიზების ცდუნება გაუჩნდეს.

ლიკა გურაბანიძე
19.10.2016

 "პარტიიდან საკმაოდ ძლიერი ფიგურები წავიდნენ, ეს პრობლემას შექმნის, რადგან ძირითადმა ბირთვმა და მაღალმა პროფესიონალებმა გუნდი დატოვეს," - ამის შესახებ "რეზონანსს" "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა შავგულიძემ განუცხადა.

ეკატერინე ბასილაია
18.10.2016

 რუსეთი მთელი შავი ზღვისპირეთის და მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთის სამხედრო პოტენციალს უფრო და უფრო აძლიერებს და უკვე დაიწყო საუბრები იმაზე, რომ მოსკოვი ვაშინგტონთან დაპირისპირებისთვის ღიად ემზადება, ხოლო თუკი ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბება, საქართველოც აღმოჩნდება დაპირისპირების ერთ-ერთი პლაცდარმი.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×