თაკო მათეშვილი
18.10.2016

 პარლამენტსგარეთ დარჩენილ პროდასავლურ პარტიებს პოლიტოლოგები კოალიციის ჩამოყალიბებას ურჩევენ და აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი ლოგიკური იქნება. მათი აზრით, კარგი იქნებოდა, ამაზე პარტიებს ჯერ კიდევ გასულ საპარლამენტო არჩევნებამდე ეფიქრათ და ეზრუნათ.

სალომე სარიშვილი
18.10.2016

 "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი გია ცაგარეიშვილი მისი პარტიიდან წასვლის მთავარ მიზეზს არჩევნებში მარცხს უკავშირებს და ამბობს, რომ ახლა მოვლენათა გაანალიზებისა და გადაფასების პროცესშია.

ელზა პაპოშვილი
18.10.2016

 "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებიდან ორი კვირის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე გახსნილად გამოაცხადა. უწყებამ გუშინ დანაშაულში ეჭვმიტანილი ერთი პირი დააკავა, ხოლო მეორე ეჭვმიტანილს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა, რომლის დაკავების მიზნით, სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

თიკო ოსმანოვა
18.10.2016

 სოხუმში ე.წ. სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის ტერიტორიაზე უცნობმა მამაკაცმა თავი აიფეთქა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია სუიციდის რეალური მიზეზი. ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია ვრცელდება, მათ შორის - ამ ადამიანის კავშირი "ისლამურ სახელმწფოსთან", რასაც ქართველი პოლიტოლოგების ნაწილი არ გამორიცხავს. მეორე ნაწილი კი ამ ვერსიას არ ეთანხმება და თვითმკვლელობის შემთხვევას რეგიონში არსებულ მძიმე სოციალურ ფონს უკავშირებს.

ეკატერინე ბასილაია
17.10.2016

 შესაძლოა, სულ მალე ირაკლი ალასანია პრეზიდენტ მარგველაშვილის გუნდში გამოჩნდეს. არაოფიციალური ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი უშიშროების საბჭოს მდივნის ვაკანტურ პოსტს ირაკლი ალასანიას სთავაზობს.

გვანცა ღვედაშვილი
17.10.2016

 "საზოგადოების პასუხისმგებლობა იზრდება, რადგან სწორედ მათი არჩევანი იყო, რომ "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონოდა", - განაცხადა "მთელ კვირასთან" ინტერვიუში "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა ლევან ბერძენიშვილმა, რომელმაც ჩვენთან პარტიის მომავალ გეგმებსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

სალომე სარიშვილი
17.10.2016

 "ქართული ოცნების" წევრ ეკა ბესელიას შეფასებით, არჩევნებზე მოპოვებული შთამბეჭდავი შედეგი მმართველი გუნდისთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ბესელიას განცხადებით, არჩევნებმა ბევრი საინტერესო გარემოებაც გამოავლინა, კერძოდ კი ის, რომ ამომრჩეველმა ბევრ პოლიტიკურ ძალას საკუთარი ადგილი მიუჩინა.

თაკო მათეშვილი
17.10.2016

 არჩევნების მეორე ტურამდე დარჩენილ დროში პიარსპეციალისტები საზოგადოების განწყობებში რადიკალურ ცვლილებებს არ ელიან. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ რაც არ უნდა მოიმოქმედონ მეორე ტურში გასულმა ოპოზიციურმა პარტიებმა, ოლქების დიდ უმრავლესობაში მაინც სახელისუფლებო კანდიდატები გაიმარჯვებენ.

ელზა პაპოშვილი
17.10.2016

 ანალიტიკოს გია ხუხაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს, იმის ნაცვლად, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ქართული პოლიტიკიდან გაეძევებინა, პირიქით გამოუვიდა. მან ამ არჩევნებზე თავისი საჯარო გამოსვლებით ამ პარტიას რეაბილიტაციის საშუალება მისცა და ისინი ქართულ პოლიტიკაში არჩევნების შემედეგ, ახალი სახით დააბრუნა.

თიკო ოსმანოვა
17.10.2016

 საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ ახლად დაკომპლექტებული პარლამენტი მთავრობასაც ხელახლა დააკომპლექტებს, თუმცა, "მთელი კვირის" ინფორმაციით, მმართველი ძალა სავარაუდოდ რადიკალური სამთვარობო ცვლილებების განხორციელებას არ აპირებს.

მარიამ ელიაშვილი
17.10.2016

 ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები, რომლებიც ინტეგრირებული პროგრამით გადიან სასწავლო კურსს, უკმაყოფილებას გამოთქვამენ საბაკალავრო პროგრამის გამო. სტუდენტები რექტორს შეხვდნენ და თავიანთი მოთხოვნები გააცნეს. ისინი ჟურნალისტიკის სოციალური მეცნიერებების ინტეგრირებული პროგრამიდან გამოყოფას ითხოვენ, რადგან წიგნები, რომლებითაც ისინი ეკონომიკასა თუ ისტორიას სწავლობენ, რეალურად, ეკონომისტებისა და ისტორიკოსებისთვისაა გათვლილი.

სალომე სარიშვილი
17.10.2016

 "ახლა ვითარება ახალი განზომილებებითაა შესაფასებელი. ამ არჩევნებმა, შექმნილმა პოლიტიკურმა ატმოსფერომ და ჩვენი საზოგადოების ამ საკითხებისადმი დამოკიდებულებამ ძალიან ბევრი რამ გვიჩვენა. აქედან გამომდინარე, ვითარება უფრო ღრმადაა შესასწავლი," - აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი გია ვოლსკი დ იქვე დასძენს, რომ ამ ეტაპზე რაიმე ტიპის ცვლილებებსა და პარლამენტში თანამდებობების გადანაწილებაზე საუბარი გაუმართლებელია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×