ნინო ომანაძე 22.10.2016
2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ქვეყანის ბიუჯეტს დაახლოებით 43 მილიონი ლარი დაუჯდება, არჩევნების განმეორებითი პირველი და მეორე ტურის გამართვისთვის ცესკო ფინანსთა სამინისტროსგან დამატებით 4 მილიონ 700 ათასი ლარის დამატებას ითხოვს.
|
ელზა პაპოშვილი 22.10.2016
არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას 8 ოქტომბერს საარჩევნო ოლქებში მიმდინარე დარღვევების და მათ მიერ წარდგენილ დამკვირვებლებზე თავდასხმის ფაქტების არაეფექტურ გამოძიებაში ადანაშაულებენ.
|
თიკო ოსმანოვა 22.10.2016
საქართველო-რუსეთის საზღვრებზე ტვირთბრუნვის მინიტორინგთან დაკავშირებით, 5 წლის შემდეგაც, საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის. უკვე 1 წელია, ქართული და შვეიცარიული მხარე პასუხს მოსკოვისგან ელოდება. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე იმედოვნებს, რომ ჩრდილოელი მეზობელი დოკუმენტის ტექნიკურ დეტალებს უახლოეს მომავალში მოაგვარებს და ამის შესახებ ქართული მხარეს მალე აცნობებს, რაშიც ეჭვი ეპარებათ პოლიტოლოგებს. მათი თქმით, რუსეთს დოკუმენტის ამოქმედება არ აწყობს.
|
გვანცა ღვედაშვილი 22.10.2016
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში გარემოს დაბინძურების მონიტორინგი განახორციელა, რომლის მიხედვითაც ჰაერის დაბინძურებისა და ხმაურის მაჩვენებელი ნორმაზე შედარებით მაღალია. აღნიშული მონიტორინგის შედეგების შეფასება და ზოგადად ქვეყანაში არსებული ეკოლოგიური გამოწვევების შესახებ "რეზონანსი" "კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციის ქსელის" გარემოსდაცვითი პროგრამების კოორდინატორ რეზო გეთიაშვილს ესაუბრა.
|
ეკატერინე ბასილაია 21.10.2016
პრაღაში კარასინი-აბაშიძის შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ საქართველოსთან 4-წლიანი ურთიერთობის ნორმალიზების შედეგით კმაყოფილია და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ორივე მხარე დაინტერესებულია განაგრძოს და გააღრმავოს თანამშრომლობა.
|
თაკო მათეშვილი 21.10.2016
"მოსახლეობის ნაწილი სერიოზულ იმედებს ამყარებს იმაზე, რომ რუსეთთან ვაჭრობით სიტუაცია შეიცვლება, მაგრამ ეს უფრო ნოსტალგიური განწყობაა, ვიდრე რეალობა," - ამბობს პოლიტოლოგი, კოფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე საუბრისას და დასძენს, რომ უვიზო მიმოსვლა, რომლის აღსადგენადაც მუშაობა უკვე დაწყებულია, არც ისეთი დიდი მნიშვნელობისაა, როგორც ამას მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ფიქრობს.
|
სალომე სარიშვილი 21.10.2016
"პრეზიდენტი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას ისედაც ვერ შექმნის, მაგრამ მას თავისუფლად შეუძლია შექმნას ჯგუფი, რომელიც კონსტიტუციას გადასინჯავს. ეს იქნება პრეზიდენტთან არსებული საკონსტიტუციო კომისია და ამაში მას ვერავინ მიედავება," - ასე ფიქრობს კონსტიტუციონალისტთა ნაწილი.
|
თიკო ოსმანოვა 21.10.2016
სააკაშვილის მთავრობის მაღალჩინოსანი, იუსტიციის ექს-მინისტრ ზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩიეს. ზაზა თავაძემ ამ პოსტზე გიორგი პაპუაშვილი ჩაანაცვლა, რომელსაც ცოტა ხნის წინ უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. თავაძის დანიშვნას უკვე მოჰყვა არაერთგვაროვანი შეფასებები. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ის "ოცნების" პოლიტიკური მოკავშირე იქნება.
|
ნინო ქეთელაური 21.10.2016
პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანაზე, რაც უკვე მრავალი წლის მანძილზე ბევრი დეპუტატის აუხდენელი ოცნებაა, სახელისუფლებო გუნდშიც აზრთა სხვადასხვაობაა.
|
თაკო მათეშვილი 21.10.2016
იმისათვის, რომ არჩევნების გზით ლეგიტიმაციამიღებულმა პოლიტიკოსებმა პარლამენტის მანდატები მიიღონ, საჭირო არა მხოლოდ ამომრჩევლის ხმების სათანადო რაოდენობა, არამედ ნარკოლოგიურ ტესტზე უარყოფითი პასუხიც.
|
ელზა პაპოშვილი 21.10.2016
საქართველოში კვლავ პრობლემაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა დისკრიმინაცია, რომელიც მრავალი ღონისძიებისა თუ კამპანიის მიუხედავად, ამ დრომდე მოუგვარებელია. ამის შესახებ გუშინ სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილ ანგარიშშია საუბარი, რომელიც მან მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო.
|
ეკატერინე ბასილაია 20.10.2016
სამოქალაქო საზოგადოების სახელით ორი დღის წინ გავრცელებული მიმართვა, რომ არჩევნების მეორე ტურში პროდასავლურმა პარტიებმა მხარი ოპოზიციის კანდიდატს დაუჭირონ, რადგან "ქართული ოცნების" მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება საფრთხეს შეიცავს, უშედეგოდ დასრულდა. პარტიები "ნაციონალების" მხარდაჭერისკენ საჯაროდ მოწოდებებს არ გეგმავენ. უფრო მეტიც, ლიდერების აბსოლუტური უმეტესობა თავადაც არ აპირებს, ხმა "ნაციონალებს" მისცეს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|