ვახტანგ შამუგია
28.10.2016

 2016 წლის ბოლომდე ცხინვალსა და მოსკოვს შორის კიდევ ერთი ხელშეკრულება გაფორმდება. მის თანახმად, ადგილობრივი ძალოვნები და ახალწვეულები სამხედრო სამსახურს რუსულ ჯარში, კერძოდ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დისლოცირებულ მე-4 სამხედრო ბაზაზე კონტრაქტის საფუძველზე გაივლიან. განცხადება ამის შესახებ თავდაცვის დე-ფაქტო მინისტრმა იბრაჰიმ გასიევმა გააკეთა.

ნინო ქეთელაური
28.10.2016

 "პატრიოტთა ალიანსის" სარჩელი, რომლის მიხედვითაც პარლამენტში 6-ის ნაცვლად, 10 მანდატს ითხოვდნენ, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. პარტია ბრძოლას აგრძელებს და საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ნინო ომანაძე
28.10.2016

 დღეს, 13:00 საათზე, შრომის პოლიტიკის დაუყოვნებლივი გადახედვისა და ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნის მოთხოვნით, პროფკავშირების გაერთიანება და ათამდე არასამთავრობო ორგანიზაცია, კანცელარიასთან გამაფრთხილებელ აქციას გამართავს.

თიკო ოსმანოვა
28.10.2016

 ხაშური ერთ-ერთი იმ მცირე რეგიონთაგანია, სადაც შესაძლოა "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი საპარლამენტო მანდატის გარეშე დარჩეს. ყოველ შემთხვევაში არჩევნების პირველ ტურში ბიზნესმენმა ვალერი გელაშვილმა ხმების მხოლოდ 20%-ის მოპოვება შეძლო და მის ოპოზიციონერ კონკურენტს, "მრეწველების" კანდიდატს, სახელმწიფო სპეციალური დაცვის სამსახურის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს, სიმონ ნოზაძეს 11%-ით ჩამორჩება. თუმცა საბოლოოდ ვისკენ გადაიხრება სასწორის პინა, ორ დღეში გაირკვევა.

თიკო ოსმანოვა
28.10.2016

 "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ვალერი გელაშვილი ამბობს, რომ პირველ ტურში, იმიტომ დამარცხდა, რომ მისმა კონკურეტმა მისი კორდონატორები გადაიბირა, რის შედეგადაც მთელმა ინფორმაციამ გამოჟონა. მისივე თქმით, იგი რასაც აკეთებდა, იმას არ აშუქებდა, ახლა კი მოუწია ამის თქმა, ამიტომ ფიქრობს, რომ არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვებს.

თიკო ოსმანოვა
28.10.2016

 "მრეწველების" კანდიდატი სიმონ ნოზაძე კი გელაშვილს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, გამარჯვებაში დარწმუნებულია. ამბობს, რომ დანარჩენი პარტიების წარმომადგენლები მას უჭერენ მხარს, მათ შორის "ქართული ოცნების" ზოგიერთი მხარდამჭერიც.

ეკატერინე ბასილაია
27.10.2016

 პრემიერ-მინისტრმა მომავალ მთავრობაში გარკვეული ცვლილებები, მათ შორის სამინისტროების ოპტიმიზაცია, უკვე დააანონსა და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კონკრეტულად არაფერი განუცხადებია, სხვადასხვა ვერსია უკვე არსებობს იმაზე, თუ რომელი სამინისტრო გადაიქცევა დეპარტამენტად და ამა თუ იმ სამინისტროს პირველ პირად ვინ შეიძლება, ვიხილოთ.

ელზა პაპოშვილი
27.10.2016

 "ექსპერტთა კლუბის" თავმჯდომარე, პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ თუ "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრების გამოცდილება და პროფესიონალიზმი ქვეყანას სჭირდება, ის გამოყენებული უნდა იყოს. მისი აზრით, ამ ადამიანებით ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული, თუმცა, ეს "ოცნების" დიდ ნაწილს არ უნდა მოსწონდეს.

თაკო მათეშვილი
27.10.2016

 უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განცხადებას იმის თაობაზე, რომ 24 ნოემბრამდე უკრაინა უვიზო მიმოსვლას მიიღებს, საქართველოში გაოცებით ხვდებიან. არც საგარეო საქმეთა სამინისტროში, არც ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტსა და არც ექსპერტთა წრეებში არ იციან, თუ რამ მისცა უკრაინის პრეზიდენტს ამგვარი ოპტიმისტური განცხადების გაკეთების საფუძველი.

ნინო ომანაძე
27.10.2016

 სოფელ ერგნეთში, 26 ოქტომბერს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 71-ე შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა გასულ თვეში ე.წ. გამყოფი ხაზის სიახლოვეს მომხდარი ინციდენტები განიხილეს.

თიკო ოსმანოვა
27.10.2016

 კანონის უზენაესობის მსოფლიო ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით გაუარესდა - 29-ე ადგილიდან 34-ზე ჩამოქვეითდა, თუმცა, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, მოწინავე პოზიციები უკავია.

თიკო ოსმანოვა
27.10.2016

 კვირას მცხეთის ამომრჩეველს "ქართული ოცნების" მაჟორიტარ კანდიდატ დიმიტრი ხუნდაძესა და ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელს შორის არჩევანის გაკეთება კიდევ ერთხელ მოუწევს. თუ ვისკენ გადაიწევა სასწორის პინა, ზუსტად 3 დღეში გაირკვევა. არჩევნების პირველი ტურის შედეგებით კი მმართველი პარტიის კანდიდატი ლიდერობს, თუმცა, მცირე სხვაობით.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×