ნინო ქეთელაური
04.11.2016

 "ასეთი საკონსტიტუციო კომისიის საჭიროება არ არსებობს და რაღაც მომენტში, შესაძლოა, უფრო თვალთმაქცობაც კი იყოს," - ასე აფასებს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საკონსტიტუციო ჯგუფის არსებობას და აღნიშნავს, რომ "წინა პარლამენტში მმართველი ძალა პრეზიდენტთან მიმართებით გარკეული "მეტიჩრობებით" გამოირჩეოდა და პრეზიდენტიც ასევე პასუხობდა", ახლა კი იმედოვნებს, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვლება.

გვანცა ღვედაშვილი
04.11.2016

 უკვე ცნობილია იმ დეპუტატთა შემადგენლობა, რომლებიც მეცხრე მოწვევის პარლამენტში შემდგომი 4 წლის განმავლობაში იქნებიან. საბოლოო მონაცემებით, საქართველოს პარლამენტში სადეპუტატო მანდატი 24-მა ქალმა მოიპოვა, რაც პარლამენტის მთლიანი შემადგენლობის 16%-ია.

ნათია ლომიძე
04.11.2016

 ქვეყანაში არსებული სხვადასხვა უცხოურ კომპანიებში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები თავს დაუცველად გრძნობენ. მათი უფლებები ყოველ ფეხის ნაბიჯზე ირღვევა. ამიტომ ხშირია კონფლიქტი. მორიგი ასეთი შემთხვევა, გუშინ ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში მოხდა. ქართველი მუშები ჩინური კომპანიის ხელმძღვანელობის შეცვლას ან ინვესტორის მიერ ქვეყნის დატოვებას მოითხოვენ. შრომის ინსპექციის უმოქმედობის გამო, კომპანიის თანამშრომლები ხშირად ზარალდებიან.

სალომე სარიშვილი
03.11.2016

 "ქართული ოცნების" მაჟორიტარული და პროპორციული სიის მიღმა დარჩნილი პოლიტიკოსები, დიდი ალბათობით, სხვადასხვა საჯარო უწყებაში დასაქმდებიან. როგორც "რეზონანსს" პარლამენტის გარეთ დარჩენილმა დეპუტატების ნაწილმა განუცხადა, ამ საკითხზე კითხვები გუნდის ლიდერების მხრიდან ჯერ კიდევ არჩევნებამდე, "ოცნების" პროპორციული სიის ფორმირებისას დაისვა. კერძოდ კი კითხვა იმის შესახებ, თუ ვის რომელ უწყებაში წარმოედგინა საკუთარი მომავალი. თუმცა, საბოლოოდ როგორ გადანაწილდება კადრები საჯარო უწყებებში, ეს ჯერ კიდევ უცნობია.

ეკატერინე ბასილაია
03.11.2016

 დავით უსუფაშვილმა გაზაფხულისთვის ახალი ევროპული პარტიის შექმნა დააანონსა და მის იდეას დიდი მოწონებით უკვე "ეროვნული ფორუმი" გამოეხმაურა იმ განცხადებით, რომ ჯერ კიდევ არჩევნების მესამე დღეს სწორედ მათი პარტიის თავმჯდომარე კახა შარტავამ გაახმოვანა, პარტიები გავაუქმოთ და ერთი ახალი და დიდი პროდასავლური პარტია შევქმნათო და ამიტომაც ისინი უსუფაშვილის გვერდით დადგომისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ.

სალომე სარიშვილი
03.11.2016

 "ქართული ოცნების" წევრი და ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო უმრვალესობის მოპოვება გუნდისთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ამბობს, რომ ამ უპირატესობას "ქართული ოცნება" იმ პრიორიტეტებისა და დაპირებების შესასრულებლად გამოიყენებს, რაც მოსახლეობას საკუთარი პროგრამით შესთავაზა.

თაკო მათეშვილი
03.11.2016

 არჩევნების შემდგომ ოპოზიციურ სპექტრში განვითარებულ მოვლენებს პოლიტოლოგები ხელისუფლების უკონკურენტოდ დარჩენად აფასებენ და აცხადებენ, რომ დღეის მდგომარეობით, საქართველოში აღარ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც "ქართულ ოცნებასთან" კონკურენციას შეძლებს.

გვანცა ღვედაშვილი
03.11.2016

 სამთავრობო სექტორში განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ელოდება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი. როგორც მან "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, აღნიშნული ცვლილებების მიხედვით შესაძლებელი იქნება იმის გაგებაც, თუ როგორი ლიდერი იქნება კვირიკაშვილი. მისი თქმით, "ქართული ოცნების" პირველი თვეები იმის გარკვევაში გავა, თუ ვის რომელი კაბინეტი და მანქანა ერგება.

თიკო ოსმანოვა
02.11.2016

 ახალი მოწვევის პარლამენტი უახლოეს მომავალში მთავრობას ხელახლა დააკომპლექტებს. ამასთან დაკავშირებით მმართველმა პარტიამ კონსულტაციები უკვე დაიწყო. "რეზონანსის" ინფორმაციით, "ოცნება" რადიკალური სამთავრობო კარუსელის განხორციელებას არ აპირებს და მხოლოდ რამდენიმე მინისტრი შეიცვლება.

სალომე სარიშვილი
02.11.2016

 დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ რესპუბლიკურ პარტიაში მიმდინარე მოვლენები დიდი ხნის გადახარშული თემაა. არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, პარტიის ლიდერების გუნდიდან წასვლა მოსალოდნელიც კი იყო და შესაბამისად, პოლიტოლოგის აზრით, ეს გასაკვირიც არ ყოფილა. ამბობს, რომ სწორედ ამ ფონზე "საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს" პრინციპი უფრო გამართლებული და სწორია, ვიდრე დამარცხებული პარტიის მუდმივი ჭირისუფლის როლში ყოფნა.

თიკო ოსმანოვა
02.11.2016

 არჩევნების შემდეგ პარლამენტის მიღმა დარჩენილი პარტიების დაშლა გრძელდება. "თავისუფალი დემოკრატების" შემდეგ ლიდერების გარეშე დარჩა რესპუბლიკური პარტიაც. ამასთან დაკავშირებით უამრავი ჭორ-მართალი ვრცელდება, იმასაც კი ამბობენ, თითქოს დავით უსუფაშვილს ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტობისთვის ამზადებს. სხვა ვერსიით, პარლამენტის აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალილებას გეგმავს, რომელიც იქნება ე.წ. მესამე ძალა და მოემზადებიან 2020 წლის არჩევნებისთვის. თავად დავით უსუფაშვილი ამ ორივე ვერსიას კატეგორიულად უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ პოლიტიკაში რჩება და მის თანაგუნდელებთან ერთად გააგრძელებს პოლიტიკურ მოღვაწეობას.

ნინო ქეთელაური
02.11.2016

 "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიდან პარლამენტში ვინ შევა და ვინ არა, ჯერ ისევ გაურკვეველია. პარტიის ლიდერების ნაწილი აცხადებს, რომ შევა, ნაწილის თქმით კი, ამ საკითხზე კონსულტაციები გრძელდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×