თიკო ოსმანოვა
14.11.2016

 ახალი მოწვევის პარლამენტი უახლოეს მომავალში მთავრობასაც ხელახლა დააკომპლექტებს, ამასთან დაკავშირებით მმართველმა პარტიამ კონსულტაციები უკვე დაიწყო. "მთელი კვირის" ინფორმაციით, "ოცნება" რადიკალური სამთავრობო ცვლილებების განხორციელებას არ აპირებს და ცვლილება მხოლოდ რამდენიმე მინისტრს შეეხება. ეს უკვე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც დაადასტურა.

ეკატერინე ბასილაია
14.11.2016

 ევროპაში უვიზოდ მიმოსვლა ისევ გადაიდო, მინიმუმ სამი-ოთხი თვით. ამაზე საუბრობს "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი ბრიუსელიდან და დაახლოებით იგივე მოლოდინი აქვს პარლამენტის ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილსაც, რომელიც აცხადებს, რომ დიდი ალბათობით, გაზაფხულამდე მოცდა მოგვიწევს.

სალომე სარიშვილი
14.11.2016

 არასაპარლამენტო ოპოზიცია სამომავლოდ გაერთიანებას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ მიუხედავად ამ საკითხზე არსებული აზრთა სხვაობისა, მოსაზრების დონეზე ეს იდეა არსებობს. ამასთან, ოპოზიციამ უკვე აქტიურად დაიწყო ერთობლივი კონსულტაციები, რომელიც მათი განცხადებით, ჩატარებული არჩევნების შეფასებასა და სამომავლოდ საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად რამდენიმე მოთხოვნას შეეხება.

გვანცა ღვედაშვილი
14.11.2016

 "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი პარტიის ყოფილ თავმჯდომარესთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს . მისი თქმით, მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ როგორ პარტიას ჩამოაყალიბებს უსუფაშვილი.

ეკატერინე ბასილაია
12.11.2016

 არჩევნების შემდეგ ოპოზიციურ სპექტრში დიდი გაურკვევლობა გრძელდება. პარტიებიდან მიდიან ლიდერები და პარალელურად კეთდება განცხადებები ერთ დიდ ოპოზიციურ გაერთიანებაზე, თუმცა, პოლიტოლოგების პროგნოზითაც, ჩვენ ვხედავთ დევალვირებული პოლიტიკოსების სასაფლაოს, "წყალწაღებულების ხავსზე მოჭიდების" პროცესს და როგორი დიდი გაერთიანებაც უნდა შეიქმნას და როგორადაც უნდა გადაჯგუფდნენ პოლიტიკოსები თუ პარტიები, შედეგი არაფერი იქნება.

სალომე სარიშვილი
12.11.2016

 აფხაზეთში სამღვდელობის წარმომიადგენელთა ორ ჯგუფს შორის ვითარება ახლო მომავალში შესაძლოა უკიდურესად დაიძაბოს. ამასზე მიუთითებს ახალი ათონის მონასტერში გუშინ მომხდარი ინციდენტი, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ გართულებების გარეშე დასრულდა, მრავალი კითხვა გააჩინა.

თაკო მათეშვილი
12.11.2016

 პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი "ნაციონალური მოძრაობიდან" გარკვეული ჯგუფის გამოყოფას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ დაფინანსების პრობლემა რომ არ არსებობდეს, ეს აქამდეც მოხდებოდა.

თიკო ოსმანოვა
12.11.2016

 საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში პოლიტიკურ აქტივობას აგრძელებს, თუმცა ახლა უკვე ოპოზიციური ფლანგიდან და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება.

ვახტანგ შამუგია
12.11.2016

 10 ნოემბერს, საღამოს 7 საათისათვის, ავღანეთის ჩრდილოეთით, ქალაქ მაზარი-შარიფში არსებულ გერმანიის საკონსულოსთან მძლავრი აფეთქებისა და ინტენსიური სროლის ხმა გაისმა. თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობებით დატვირთული ავტომობილით თავი სასტუმრო "ქფჭფკ რწეუდ"-თან აიფეთქა.

გვანცა ღვედაშვილი
12.11.2016

 "ეროვნული ფორუმიდან" ამ ეტაპზე წასვლას გამორიცხავს, თუმცა თუ გუნდს დატოვებს, ამას შესაძლო მიზანშეწონილობიდან გამომდინარე გააკეთებს. ასეთი განცხადება "რეზონანსთან" ინტერვიუში "ეროვნული ფორუმის" წევრმა ანი მიროტაძემ გააკეთა.

ელზა პაპოშვილი
12.11.2016

 ხუთშაბათს, გვიან ღამით, დიღმის მასივში "მარი მარკეტი" დააყაჩაღეს. როგორც მაღაზიის მეპატრონე და მოლარე გოგონა ჰყვებიან, ძარცვა ღამის საათებში მოხდა, როდესაც მაღაზიაში მხოლოდ ორი თანამშრომელი იმყოფებოდა.

ეკატერინე ბასილაია
11.11.2016

 "ნაციონალურ მოძრაობაში" გავლენების გადანაწილებაზე ომი პიკს აღწევს. სააკაშვილი "ბოკერიას გუნდს" უკვე ღიად უპირისპირდება. შეძლებენ თუ არა გიგა ბოკერია და მისი თანამოაზრეები პარტიის თავმჯდომარეობიდან ექსპრეზიდენტ სააკაშვილის გადაყენებას, ეს გამოჩნდება დეკემბერში, პარტიის ყრილობაზე, თუმცა მანამდე უშუალოდ სააკაშვილის მომხრეები თანაგუნდელების მიმართ ბრალდებებს უკვე ღიადაც არ ერიდებიან და საუბრობენ მცირე ჯგუფის მიერ პარტიის მმართველობის უზურპაციაზე, მათ შორის ყველაზე რადიკალური ნაწილი კი "ამ მცირე ჯგუფს" ივანიშვილთან კოლაბორაციონიზმშიც ადანაშაულებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×