სალომე სარიშვილი
09.11.2016

 "ევროპარლამენტმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მიღებაზე გადაწყვეტილება ახლაც რომ მიიღოს, სტანდარტული პროცედურების გავლით, ის მომავალ წლამდე მაინც ვერ ამოქმედდება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ა/ო "ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე და იქვე დასძენს, რომ მიუხედავად რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთა პოზიტიური განცხადებებისა, ეს დადებითი სიგნალები სამწუხაროდ, საქმეში ჯერ კიდევ არ გადაზრდილა.

თიკო ოსმანოვა
09.11.2016

 სავალდებულო სამხედრო სამსახურში ახალგაზრდების გაწვევა გაზაფხულიდან განახლდება. თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ლევან იზორიამ გააუქმა და სამხედრო სავალდებულო სამსახურს განახლებული ფორმით აღადგენს, რასაც სამხედრო ექსპერტებიც მიესალმებიან.

სალომე სარიშვილი
09.11.2016

 დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში 17 ნოემბერს, 10:00 საათზე კონფერენცია სახელწოდებით - "ქართული დიასპორა - დღევანდელობა და გამოწვევები" გაიმართება, რომლის მიზანიც ქართული დიასპორის პოტენციალის წარმოჩენა და უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ქვეყნის განვითარების პროცესში ჩართვაა.

თაკო მათეშვილი
08.11.2016

 ნატო რუსეთის აგრესიის შესაკავებლად უკვე უპრეცედენტო ზომებს იღებს და, როგორც ჩანს, ამაში ჩართვას საქართველოც აპირებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა შავი ზღვის უსაფრთხოების დაცვისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა.

ეკატერინე ბასილაია
08.11.2016

 "ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო თანამდებობები უკვე გადაინაწილა, ახლა ჯერი მინისტრთა პორტფელებზეა. პრემიერ-მინისტრმა უკვე დაანონსა, რომ რამდენიმე მინისტრის, დაახლოებით 2-3-ის შეცვლა მოსალოდნელია, მათ შორის ეკონომიკურ გუნდშიც, ძალოვან მინისტრებს კი ცვლილება არ შეეხებათ.

ელზა პაპოშვილი
08.11.2016

 ანალიტიკოს გია ხუხაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ხელში სრული ძალაუფლება ჩაიგდო, მას სუსტი ლეგიტიმაცია აქვს, ამიტომაც საზოგადოებაში მესამე ძალის შექმნის აუცილებლობა კვლავ არსებობს.

გვანცა ღვედაშვილი
08.11.2016

 "რესპუბლიკური პარტიის" თავჯდომარე ხათუნა სამნიძე "რეზონანსთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი პარტიის წევრებს თანამდებობების შენარჩუნების სანაცვლოდ პარტიიდან წასვლას სთხოვენ.

თიკო ოსმანოვა
07.11.2016

 სულ მალე მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას შეუდგება და შესაბამისად, "ქართული ოცნების" დეპუტატებს შორის საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილების პროცესიც დასასრულს მიუახლოვდა. გუშინ გამართულ შეხვედრაზე საბოლოოდ გადაწყდა, თუ ვინ რა თანამდებობას დაიკავებს პარლამენტში. თუმცა, ამ ეტაპზე 2 საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ისევ ვაკანტური რჩება.

სალომე სარიშვილი
07.11.2016

 სოხუმში ტერორისტულ აქტში თანამონაწილე სავარაუდო პირი დააკავეს. იგი 17 ოქტომბერს "აფხაზეთის სახელმწიფო ტელევიზიაში" მომხდარი აფეთქების თანამონაწილედ მიიჩნევა. საქმეს, რომელიც ტერორისტულ დანაშაულადაა კვალიფიცირებული, დე ფაქტო საქალაქო სასამართლო განიხილავს. დანაშაულის მოტივად ერთ-ერთ აფხაზ "დეპუტატზე" არშემდგარი თავდასხმა სახელდება.

ვახტანგ შამუგია
07.11.2016

 უკვე რამდენიმე დღეა, რაც ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის პროცესი შეჩერებულია. მიზეზი ზვარესთან მომხარი ინციდენტია. მშენებლობაზე დასაქმებულ ჩინელ და ქართველ მუშებს შორის დაპირისპირების შედეგად სხეულის დაზიანება 4-მა ადგილობრივმა მიიღო, მათ ბლაგვი და მჭრელი საგნებით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. ჩხუბის მიზეზი, დაზარალებულთა თქმით, ჩინელების მიერ იმ ორი ადგილობრივის ცემა იყო, რომლებიც ტყიდან შეშას ეზიდებოდნენ.

ნინო ქეთელაური
07.11.2016

 "ქართულ ოცნებას" ნამდვილად აწყობს ისეთი ოპოზიცია, როგორიც "ნაციონალური მოძრაობაა" და მთლად უკეთესი, თუ მის ლიდერად ისევ სააკაშვილი დარჩება. ამ შემთხვევაში "ოცნების" ერთადერთი პოლიტიკური ამოცანა იქნება, რომ გარეთ მესამე ძალის შექმნა არ დაუშვას", - ამის შესახებ "მთელ კვირასთან" კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე საუბრობს, რომელიც აღნიშნავს, რომ თუ პოლიტიკური სიტუაცია ასე გაგრძელდება, 2020 წლის არჩევნებშიც "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს.

მარიამ ელიაშვილი
07.11.2016

 3-4 ნოემბერს თბილისში კონკურენტული კონსალტინგის თემაზე ევრობანკისა და ევროკავშირის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილმა გახსნა. მან საქართველოს მთავრობისა და ევრობანკის მიერ განხორციელებულ ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამებზე ისაუბრა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×