თაკო მათეშვილი 19.11.2016
იურისტები და უფლებადამცველები პრეზიდენტის ინიციატივას - პოლიტპატიმართა დასახმარებლად სარეზერვო ფონდიდან თანხების გაღების თაობაზე მიესალმებიან და ამბობენ, რომ ეს ბოლო წლების განმავლობაში, ამ ადამიანების განთავისუფლების შემდეგ, მათი ღირსების აღსადგენად გადადგმული პირველი ქმედითი ნაბიჯი იქნება.
|
ელზა პაპოშვილი 19.11.2016
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ ახალი ხელისუფლების პირველ გამოწვევას, წინასაარჩევნო დაპირებები წარმოადგენს, რომლის შესრულებაც დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. მისი თქმით, მთავრობის დაკომპლექტებისთანავე და მის მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯებიდანვე გამოჩნდება, ისინი რამდენად დამოუკიდებლები იქნებიან.
|
ეკატერინე ბასილაია 18.11.2016
რუსული ულტრა თანამედროვე სარაკეტო სისტემა "ისკანდერები", რომლის რაკეტები 500 კილომეტრს ფარავს და რომელიც მოსკოვმა ახლა უკვე მეზობელ სომხეთში, გიუმრის სამხედრო ბაზაზე ოფიციალურად განათავსა, უკვე ფასდება, როგორც ერთგვარი მუშტის მოღერება საქართველოს წინააღმდეგ სომხეთის ტერიტორიიდან.
|
სალომე სარიშვილი 18.11.2016
პროკურატურამ სამ გახმაურებულ საქმეზე მსჯავრდებული პირების განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. მათგან ერთი საქმე სააქციო საზოგადოება "ეი-ი-ეს თელასის" ფინანსური დირექტორის, ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობაში მსჯავრდებულებს, მეორე გენერალ თამაზ ნინუას და მისი მეუღლის ეთერ ნინუას მკვლელობისთვის მსჯავრდებულისა და მესამე კოდორში განვითარებული მოვლენების დროს დაკავებული ნორა არღვლიანის საქმეს ეხება.
|
თიკო ოსმანოვა 18.11.2016
დღეიდან ქუთაისში მე-9 მოწვევის პარლამენტი იწყებს მუშაობას. პრეზიდენტის განკარგულებით, პარლამენტის პირველი სხდომა 12 საათზე დაიწყება, სადაც დეპუტატების მიერ ფიცის დადება და საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილება მოხდება.
|
გვანცა ღვედაშვილი 18.11.2016
"ჩვენი ამოცანა იქნება, რომ ამ რთულ ბრძოლაში მაქსიმალურად ვიყოთ იმ ხალხის წარმომადგენლები, რომლებმაც მხარი დაგვიჭირეს, ან საერთოდ არ მოვიდნენ არჩევნებზე, ან მხარი არ დაუჭირეს "ქართულ ოცნებას", - ამის შესახებ, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ "რეზონანსთან" ინტერვიუში განაცხადა.
|
თიკო ოსმანოვა 18.11.2016
"რა თქმა უნდა, განსხვავებული პოზიციები და ხმაურიანი განცხადებები იქნება, მაგრამ ცემა-ტყეპის ადგილი პარლამენტში არ არის. ვფიქრობ, ახალი და ძველი ძალების ერთად მუშაობა გაცილებით შედეგიანი და საქმეზე ორინტირებული იქნება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი, უმრავლესობის დეპუტატი თამარ ხულორდავა, რომელსაც მე-9 მოწვევის პარლამენტის მუშაობასთან დაკავშირებულ მოლოდინზე ვესაუბრეთ.
|
გვანცა ღვედაშვილი 18.11.2016
რამდენად ქმედითი იქნება ახალი პარლამენტი და რამდენად შეძლებს უმრავლესობა რაოდენობრივად ბევრი, თუმცა ხარისხიანი გადაწყვეტილების მიღებას - ამის შესახებ "რეზონანსთან" ინტერვიუში პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ ისაუბრა.
|
ელზა პაპოშვილი 18.11.2016
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გუშინ 16 წლის მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ტრაგედიას რამდენიმე ადამიანი შეესწრო, მაგრამ მათ გოგონას გადარჩენა ვერ მოასწრეს.
|
თიკო ოსმანოვა 17.11.2016
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წილების საქმესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლო საქმის არსებით განხილვას 21 ნოემბრიდან დაიწყებს. თუმცა პროცესს მხარების წარმომადგენლები არ დაესწრებიან, რადგან უზენაესმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს. აქედან გამომდინარე, ტელეკომპანიის წარმომადგენლები სასამართლო პროცესებს უკვე სკეპტიკურად უყურებენ და ბრძოლის ახალი ეტაპისთვის ემზადებიან.
|
ეკატერინე ბასილაია 17.11.2016
რუსეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გამოდის. ვლადიმირ პუტინმა განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა, რაც თბილისში შეფასდა, როგორც მოსკოვის მხრიდან 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულებებიდან თავის დაძვრენის მცდელობა, თუმცა ამ "თავის დაძვრენამ" ჰააგის გამოძიებას ერთგვარი დაბრკოლებაც შეიძლება შეუქმნას, რადგან რუსეთი აგვისტოს ომის საქმეების განხილვასა და დამნაშავეების იდენტიფიცირებაში მონაწილეობას არ მიიღებს და არც სასამართლოს გადაწვეტილებას აღასრულებს. ეს კი ნიშნავს, რომ არა თუ ვინმეს დაკავება, არამედ იმის დამტკიცებაც გაჭირდება, რუსი სამხედრო პირებიდან კონკრეტულად ვინ ჩაიდინა ესა თუ ის დანაშაული.
|
ელზა პაპოშვილი 17.11.2016
მინისტრ ლევან იზორიას მიერ გუშინწინ ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებლად სერგო ნინუას, ხოლო ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის შტაბის უფროსად გიორგი ცაბაძის დანიშვნას სამხედრო ექსპერტებისა და ანალიტიკოსების მწვავე შეფასებები და განცხადებები მოჰყვა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|