სალომე სარიშვილი
25.11.2016

 არასაპარლამენტო ოპოზიცია შესაძლო გაერთიანებაზე ისევ ვერ თანხმდება, ყოველ შემთხვევაში ასე ამბობს კვალიფიციური სუბიექტების ნაწილი. მათი თქმით, მსჯელობა და კონსულტაციები სამომავლო გეგმებსა და მათ შორის გაერთიანებაზე ისევ გრძელდება, თუმცა კვლავ აზრთა სხვაობისა და კონსენ-სუსის გარეშე.

ნინო ქეთელაური
25.11.2016

 "ისე საუბრებში ვერავინ გვეკამათება, ყველამ იცის, რომ "სითი პარკთან"კონტრაქტი გასაწყვეტია, მაგრამ, მიიღებენ თუ არა გადაწყვეტილებას, ეს უკვე პოლიტიკის საკითხია", - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს "რესპუბლიკური პარტიის" დეპუტატმა დავით ზურაბიშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა.

გვანცა ღვედაშვილი
25.11.2016

 ცესკოს წინააღმდეგ "თავისუფალმა დემოკრატებმა" საია-სთან ერთად სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. პარტია ცესკოს თავჯდომარის, თამარ ჟვანიას იმ განკარგულების გაუქმებას მოითხოვს, რომლის მიხედვითაც "მრეწველებს" სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება ეზრდებათ, რაც ცესკო-ში საარჩევნო კომიისის წევრის დანიშვნის უფლებას აძლევს, რითაც ისინი ადგილს "თავისუფალი დემოკრატებს" ართმევენ.

თაკო მათეშვილი
25.11.2016

 უახლოეს მომავალში შესაძლებელია შინაპატიმრობისა და წინასააღკვეთო პრობაციის პრაქტიკა იქნას შემღებული. ინიციატივას, რომელიც გუშინ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახი კახიშვილმა პარლამენტს წარუდგინა, სპეციალისტები დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ ეს ჰუმანურობისაკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება.

თიკო ოსმანოვა
25.11.2016

 აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ ე.წ საზღვართან მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯი ოღლიზე უახლოეს მომავალში საერთაშორისო ძებნა დაიწყება. თუმცა იურისტები ამას სკეპტიკურად უყურებენ და დარწმუნებულნი არიან, არც აფხაზეთი და არც რუსეთი საქართველოს კანჯი ოღლის არ გადმოსცემს. ამიტომ შს მინისტრის ამ განცხადებას პიარ სვლად აფასებენ.

აკაკი გვიმრაძე
25.11.2016

 "საქართველოს მთავარი ამოცანაა, შეძლოს ბალანსირება, შეძლოს პარტნიორობა რეგიონის მთავარ მოთამაშეებთან, მათ შორის რუსეთთან, აწარმოოს მასთან პრაგმატული პოლიტიკა", - განაცხადა "რეზონანსთან" ინტერვიუში სამხრეთ კორეას ნაციონალური დიპლომატიური აკადემიის ევროპისა და აფრიკული დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა, ექსპერტმა საერთაშორისო საკითხებში, პროფესორმა კომ, რომელიც კარგად იცნობს ჩვენს რეგიონს და არაერთი ნაშრომი აქვს გამოცემული აქ მიმდინარე პროცესების შესახებ.

ეკატერინე ბასილაია
24.11.2016

 ოკუპირებული გალი სამხედრო ქალაქად გამოცხადდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გალში მიმოსვლა ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც კი შეზღუდული იქნება, სპეციალური საშვის გარეშე ქალაქში არავის შეუშვებენ და დიდი ალბათობაა, ის დანარჩენი საქართველოსთვის საერთოდ ჩაიკეტოს კიდეც.

ელზა პაპოშვილი
24.11.2016

 საბურთალოზე, დოლიძის ქუჩის მახლობლად, ზაურ ბოლქვაძის ქუჩაზე ჩემოდანში ჩადებული შუახნის მამაკაცის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ცხედრის აღმოჩენა მას შემდეგ მოხდა, რაც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, შემაწუხებელი სუნის გამო, სამართალდამცავები გამოიძახეს და მეზობლად მდებარე სახლის სარდაფის შემოწმება სთხოვეს.

თიკო ოსმანოვა
24.11.2016

 ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წილების საქმეს უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლისგან შემდგარი დიდი პალატა განიხილავს. ეს გადაწყვეტილება სასამართლოს კოლეგიამ 12-საათიანი მსჯელობის შემდეგ მიიღო. არგუმენტი საქმის სამართლებრივი სირთულეა, რისაც ტელეკომპანიის დაცვის მხარეს არ სჯერა.

თაკო მათეშვილი
24.11.2016

 პოლიტოლოგი, საქართველოს მეცნიერ-ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე იგორ კვესელავა სამთავრობო ცვლილებებს ბუნებრივს უწოდებს და ამბობს, რომ თითოეული ნაბიჯი საჭირო იყო. დარწმუნებულია, რომ ამით ქვეყანა ეკონომიკურად წინ ვერ წავა და რომ რამდენიმე მინისტრის შეცვლა-გადანაცვლებით ვერც სოციალური გარემო გაუმჯობესდება.

ელზა პაპოშვილი
24.11.2016

 პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ ახალი მთავრობის მთავარი საზრუნავი, ქვეყანაში ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების პარალელურად, საზოგადოებასთან უშუალო და მჭიდრო კონტაქტი იქნება, რათა მოსახლეობამდე მის მიერ გაკეთებული ყველა საქმე თავად მიიტანოს.

თიკო ოსმანოვა
24.11.2016

 ევროპარლამენტმა რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად კავშირში შემავალი ქვეყნებისთვის სპეციალური რეზოლუცია მიიღო. თუმცა ეს არ არის სავალდებულო ხასიათის, ამიტომ ძნელი სათქმელია, ევროკავშირის ქვეყნები გაითვალისწინებენ თუ არა ამას. ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის ვანო ჩხიკვაძის თქმით, ეს რეზოლუცია საქართველოზე პირდაპირ არ აისახება, თუმცა ზოგადად ამ განცხადებას მიესალმება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×