სალომე სარიშვილი
02.12.2016

 პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ მიუხედავად ხელისუფლების მიერ დაანონსებული რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმისა, ეს გზავნილები უკანასკნელ დღეებში მიმდინარე ეკონომიკურმა მოვლენებმა გადაფარა. ამასთან, კონფლიქტოლოგი ფიქრობს, რომ მთავრობა ვერ ახერხებს საზოგადოებას მოსალოდნელი ცვლილებების მოტივი და შესაბამისად, ამით სამომავლოდ მიღებული კარგი თუ ცუდი შედეგი აუხსნას. მისი აზრით, მმართველი პარტია ცდება, როცა "ნაციონალური მოძრაობის" ავკარგიანობაზე აპელირებს, რადგან ახლა ეს რიტორიკა საქმიანი დებატებითა და შედეგზე გათვლილი საუბრით უნდა ჩანაცვლდეს.

ელზა პაპოშვილი
02.12.2016

 კონსტიტუციონალისტი და პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ მთავრობის პირველი სხდომა და პრემიერის ინიციატივები ორაზროვანი და ბუნდოვანია, რომლის განხორციელებასაც სწორი ეკონომიკური და პოლიტიკური ანალიზი სჭირდება. მისი თქმით, მთავრობამ სასწრაფოდ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაზაფხულზე მივიღებთ პროტესტს, რომელიც დიდი ალბათობით, ქუჩაში გადაინაცვლებს.

თაკო მათეშვილი
02.12.2016

 პოლიტოლოგი სისო ცისკარიშვილი ლარის კატასტროფულ გაუფასურებას გარკვეულწილად მის გარშემო შექმნილ აჟიოტაჟს უკავშირებს და ამბობს, რომ ამ თემაზე პანიკისა და მითქმა-მოთქმის თუნდაც რამდენიმედღიანი შეჩერება სიტუაციას ბევრად დაასტაბილურებდა.

ელზა პაპოშვილი
02.12.2016

 თავდაცვის სამინისტრომ საჰაერო ავიაციის და თავდაცვის სარდლობაში სერგო ნინუასა და გიორგი ცაბაძის თანამდებობებზე აღდგენის ბრძანება გასცა. სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პირებზე თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაასრულა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ მედიაში გაჟღერებული ბრალდება, რომლის მიხედვითაც სამხედრო მოსამსახურეები 2012 წლის არჩევნების წინ ძალისმიერი მეთოდებით ერეოდნენ პოლიტიკურ პროცესებში, არ დასტურდება.

ეკატერინე ბასილაია
01.12.2016

 "ნაციონალურ მოძრაობაში" ბრძოლის პირველი რაუნდი სააკაშვილის მომხრეების გამარჯვებით დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტიის ყრილობა ჩატარდება იანვრის ბოლოს (20 იანვარს) და მას დაესწრება ხმის მიცემის უფლების მქონე 7 ათასი დელეგატი. თუმცა ისევ ღიაა მთელი ამ დაპირისპირების მთავარი თემა - მოხდება თუ არა სააკაშვილის პარტიის მმართველობიდან ჩამოშორება და პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევა. სააკაშვილის გამარჯვებული გუნდი აცხადებს, რომ ეს არ მოხდება, მაგრამ მათ სიხარულს დამარცხებული ე.წ. ბოკერიას გუნდის წევრები პასუხობენ იმით, რომ ყრილობაზე თავმჯდომარედ დავით ბაქრაძის არჩევის საკითხს აუცილებლად დააყენებენ და კენჭისყრაც აუცილებლად მოხდება.

ნათია ლომიძე
01.12.2016

 იანვარში საწვავის მოსალოდნელმა გაძვირებამ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. სიტუაცია ყოველდღიურად იძაბება. საწვავზე ფასის მატებას აუცილებლად მოჰყვება სხვადასხვა პროდუქტის და მგზავრობის ღირებულების გაზრდა. მოსახლეობა და მეწარმეები უკონტროლო სიტუაციის შექმნაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ. სპეციალისტებს გამოსავალის მოძებნა უჭირთ.

ნინო ქეთელაური
01.12.2016

 "ეროვნული ფორუმის" ყოფილი წევრი გუბაზ სანიკიძე დიდ ოპოზიციურ გაერთიანებაზე მუშაობას ნინო ბუჯანაძის პარტიიდან იწყებს. "დემოკრატიულ მოძრაობას" ის გუშინ შეუერთდა, სადაც აცხადებენ, რომ სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან მოლაპარაკება ახალი წლის შემდეგ დაიწყება და ადგილობრივ არჩევნებს გაძლიერებული ძალებით შეხვდებიან.

თიკო ოსმანოვა
01.12.2016

 ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის განხილვა 18 იანვარს გაიმართება. თუ შეთანხმება მოხდება, უკვე მარტი-აპრილიდან საქართველო და უკრაინაც ვიზალიბერალიზაციას მიიღებს. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი იმედოვნებს, რომ ევროპელები პირველივე მოსმენაზე შეთანხმდებიან და აღარ მოხდება ამ საკითხის გადადება.

თაკო მათეშვილი
01.12.2016

 შიშით განპირობებული ნაუცბათევი და გაუაზრებელი ნაბიჯები - ასე აფასებს პოლიტოლოგი, ეკონომისტი გია ხუხაშვილი ახალი მთავრობის პირველ სხდომას და მასზე გამოთქმულ ინიციატივებს და აცხადებს, რომ ეს ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკას ვერაფრით გააჯანსაღებს, უბრალოდ, მთავრობას არსებული პრობლემების დროებით "გადაგორებაში" დაეხმარება.

ელზა პაპოშვილი
01.12.2016

 ქართული კრიმინალური დაჯგუფების 50 წევრის დაპატიმრების შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსგავსი რეიდების განხორციელება საქართველოშიც არის მოსალოდნელი, რადგანაც დანაშაულებრივი ჯგუფის რამდენიმე წევრმა სამშობლოში დაბრუნება მოსაწრო. ესპანეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ მათი წამომადგენლები უახლოეს დღეებში საქართველოში ჩავლენ, რათა კოლეგებთან ერთად, მომდევნო ნაბიჯების კოორდინაციაზე შეთანხმდნენ.

მარი ჩიტაია
30.11.2016

 მთავრობის ეკონომიკური გუნდი შოკური სიტუაციიდან გამოსასვლელ გზებს ეძებს. პირველ ეტაპზე აქციზის გადასახადი ტოტალურად იზრდება. 2017 წლიდან მთავრობა გადასახადის მკვეთრად მატებას გეგმავს. ეს ნიშნავს, რომ კომპანიებს გადასახადი, ხოლო მოსახლეობას ხარჯი გაუძვირდება. 1 ლიტრი საწვავის ფასი იანვრიდან 2 ლარს მიუახლოვდება.

სალომე სარიშვილი
30.11.2016

 მთავრობამ პარლამენტს განსახილველად და მხარდასაჭერად "სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის" პროექტი წარუდგინა, რაც მთელ რიგ საკითხებთან ერთად, მათ შორის მშენებლობის პირობებს, სამშენებლო მასალების ხარისხსა და მასზე ზედამხედველობას განსაზღვრავს. არქიტექტორებსა და ურბანისტებს აღნიშნულ კოდექსზე თავიანთი, განსხვავებული შეფასება აქვთ. ნაწილი მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებს კონცეპტუალურად არასწორს უწოდებს და ამბობს, რომ მასში სტრატეგიული გეგმა არაა წარმოდგენილი, მეორე ნაწილს კი შეფასება უჭირს, რადგან მათი თქმით, კოდექსის ძირითადი სტრუქტურის გარდა, შინაარსს არ იცნობენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×