ელზა პაპოშვილი 30.11.2016
საქართველოს და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედება შესაძლოა 2017 წლის ზაფხულამდე გადაიდოს. ამის შესახებ "ტვიტერზე" "რადიო თავისუფლების" კორესპოდენტმა ბრიუსელში რიკარდ იოზვიაკმა განაცხადა. სავარაუდოდ, უკარინას და საქართველოს დაცდა გაზაფხულზე დაგეგმილ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოუწევთ, რადგანაც მანამადე ევროპარლამენტი უვიზო რეჟიმისთვის აუცილებელი ე.წ. "შეჩერების მექანიზმის" მიღებას ვერ შეძლებს.
|
თიკო ოსმანოვა 30.11.2016
"ნაციონალურ მოძრაობაში" კვალვ ვნებათაღეელვაა - ყრილობის მოახლებასთან ერთად პარტიის წევრებს შორის დაპირისპირება მწვავდება. შეინარჩუნებს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" ერთიანობას, ეს დაახლოებით 1 თვეში გაირკვევა. მანამდე კი მიხეილ სააკაშვილის მომხრეები განცხადებას ავრცელებენ, სადაც გიგა ბოკერიას გუნდს ივანიშვილის თამაშის წესებით მოქმედებაში ადანაშაულებენ.
|
თიკო ოსმანოვა 30.11.2016
ნუგზარ წიკლაური პარტიის თავმჯდომარის არჩევას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მისი თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობა" უნდა შეინარჩუნოს ის სტატუს-კვო, რაც წინა ყრილობაზე მიიღეს. იგი იმედოვნებს, რომ დელეგტთა უმეტესობა სწორედ ამ გადაწყვეტილებას დაუჭერს მხარს, რადგან ამ ვითარებაში ახალი თავმჯდომარის არჩევა, ივანიშვილის წესებით თამაშს ნიშნავს.
|
თიკო ოსმანოვა 30.11.2016
პარტიაში ბევრი ბანაკის არსებობას ნორმალურ პროცესად მიიჩნევს პარტიის წევრი სერგი კაპანაძე. მისი თქმით, ასეთი რამ ყველგან ხდება, თუმცა ვერ იტყვის, არსებობს თუ არა პარტიიდან წევრების წასვლის საფრთხე. ამბობს, რომ სხვისი სახელით ვერ ისაუბრებს, მაგრამ პარტია ადრეც დაუტოვებიათ.
|
თაკო მათეშვილი 30.11.2016
სოციოლოგი, საკვლევ საკონსულტაციო ცენტრ "ფსიქო-პროექტის" დამფუძნებელი ზურაბ ბიგვავა არასაპარლამენტო ოპოზიციას "ნომინალურს" უწოდებს და აცხადებს, რომ მისი გავლენა საზოგადოებაზე მინიმალურია.
|
ნინო ქეთელაური 30.11.2016
"აუდიტორია 115" 5 დეკემბრამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს და თსუ-ს მეექვსე კორპუსში რჩება. მოძრაობის შემდგომი სამოქმედო გეგმა პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომის შედეგებზეა დამოკიდებული.
|
ეკატერინე ბასილაია 29.11.2016
ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკანონოდ რუსეთის მხრიდან შესვლის პირველი შემთხვევა მალე სისხლის სამართლის წესით დასჯადი აღარ იქნება. ამ ცვლილების მიღება პარლამენტს უკვე გადაწყვეტილი აქვს და სწორედ ეს არის ის პირველი კანონპროექტი, რისი გადახედვითაც დაიწყო საქმიანობა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა ახალი მოწვევის პარლამენტში.
|
გვანცა ღვედაშვილი 29.11.2016
მე-9 მოწვევის პარლამენტი არ აპირებს იმ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტების განხილვის გაგრძელებას, რომელზეც მუშაობა წინა მოწვევის პარლამენტში დაიწყო. ამის ერთადერთ მიზეზად უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე "რეზონანსთან" ინტერვიუში საკონსტიტუციო კომისიის შექმნას ასახელებს.
|
სალომე სარიშვილი 29.11.2016
არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ნაწილი მიიჩნევს, რომ 8 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და შესაბამისად, მიღებული შედეგი არალეგიტიმურია. თუმცა, ეს მხოლოდ 9 პარტიის პოზიციაა, რომელსაც სხვა დანარჩენი არ იზიარებს, რადგან ფიქრობენ, რომ ამ ეტაპზე არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადება და ამ მიზნის მიღწევისთვის ბრძოლა შედეგის მომტანი ვერ იქნება.
|
თაკო მათეშვილი 29.11.2016
ახალქალაქში საგზაო ბანერებზე მალე ქართულთან ერთად სომხური წარწერები გაჩნდება. ამ ინიციატივამ სპეციალისტებში არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია. ნაწილი ამაში ინტეგრაციული პროცესებისადმი ხელის შემშლელს ვერაფერს ხედავს და დასძენს, რომ ეს საჭიროცაა, რადგან ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ქართული უბრალოდ არ იცის და შესაბამისად არც ქართული წარწერების წაკითხვა ძალუძთ.
|
ეკატერინე ბასილაია 28.11.2016
არჩევნების მეორე ტურიდან ჯერ ერთი თვეც არ გასულა და "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო არც ისე უხვი დაპირებებიდან ერთი უკვე შეუსრულებელი დაპირებების სიაში აღმოჩნდა. კონკრეტულად კი, ხელისუფლების საარჩევნო პროგრამით 2017 წლის 1 იანვრიდან მასწავლებლების ხელფასი იზრდებოდა და საშუალო ხელფასი ხდებოდა 800 ლარი, თუმცა განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ორი დღის წინ პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ ეს დაპირება მხოლოდ პოდაგოგთა ნაწილს შეეხება - მათ, ვინც სერთიფიცირებულია.
|
ნინო ომანაძე 28.11.2016
23 ნოემბერს, გაგრის რაიონი სახალხო მღელვარებამ მოიცვა. როგორც აფხაზური მედია იუწყება, აღშფოთებული მოსახლეობა რუსი ბიზნესმენის, იგორ ვაროვის საწარმოში "კონტი"-ში შეიჭრა და იქაურობის დარბევას შეეცადა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|