თიკო ოსმანოვა
08.12.2016

 "სამწუხაროდ, ზურაბ ჟვანიას მეგობრებისგან განსხვავებით, მისი ოჯახის პოზიცია, არ ვთვლი, რომ ყოფილი პრემიერის ხსოვნას სცდემდეს პატივს" - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი. მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მიერ ზურაბ ჟვანიას საქმის ექსპერტის ლევან ჩაჩუას გამართლება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჟვანია უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

ვახტანგ შამუგია
07.12.2016

 საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის უსაფრთხოების სფეროში 2016-2019 წლებისთვის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე მაიკლ კარპენტერმა მოაწერეს.

ეკატერინე ბასილაია
07.12.2016

 ხვალ, 8 დეკემბერს გამოჩნდება კიდევ რამდენი ხნით მოგვიწევს უკვე ბევრჯერ გადადებული ვიზალიბერალიზაციის ცდა, რადგან ხუთშაბათს ევროპარლამენტმა "სწრაფი შეჩერების მექანიზმი" უნდა განიხილოს, რომლის მიღება უკვე ბოლო ნაბიჯია უვიზო მიმოსვლისთვის.

გვანცა ღვედაშვილი
07.12.2016

 "ამ ეკონომიკური პროგრამის წარმოდგენას ლარის კიდევ უფრო დაცემა მოჰყვა, შესაბამისად, მათი მოქმედებების დიდი ნაწილი გაუაზრებელია და არ მგონია, ამ პირობებში რამე ტიპის ეკონომიკური წარმატება გველოდებოდეს", - ასე შეაფასა "რესპუბლიკური" პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვლიმა უმრავლესობის მიერ დაანონსებული ეკონომიკური ცვლილებები.

ელზა პაპოშვილი
07.12.2016

 კონსტიტუციონალისტი და პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ სოციალური მოთხოვნებით ქართველი მოსახლეობა ქუჩაში არასდროს გამოსულა, თუმცა, თუ მას სხვა პოლიტიკური თემა მიება, აქციების ტალღას სწორედაც რომ სოციალური სიდუხჭირის გამო შეუერთდებიან.

თიკო ოსმანოვა
07.12.2016

 ე.წ ფოტოგრაფების საქმეზე დაწყებული ხელახალი გამოძიება 2 წლის შედეგ დასკვნით ეტაპზე გადავიდა და ორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ის, რომ ზურაბ ქურციკიძე, ნათია გედენიძე, გიორგი აბდალაძე და ირაკლი გედენიძე 2011 წლის 26 მაისის ფოტოების გამო დააკავეს, უკვე ოფიციალურად დადასტურდა. ფოტოგრაფები გამოძიების მიმდინარეობით კმაყოფილები არიან, თუმცა შემკვეთის ვინაობის დადგენას ითხოვენ.

სალომე სარიშვილი
07.12.2016

 "ტუსკი საკუთარ წერილში მოუწოდებს შულცს ვიზალიბერალიზაციაზე გადაწყვეტილების მიღება, შეჩერების მექანიზმის ამუშავებამდე მოხდეს, რათა ის მეორე გადაწყვეტილების მიღებისთანავე ამოქმედდეს. ვფიქრობ, ჩვენს კოლეგებთან აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში ცალკე დადგეს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა.

თაკო მათეშვილი
07.12.2016

 ბრიუსელში მიმდინარე ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალისაგან, რომელშიც საქართველოს საგარეო მინისტრიც მონაწილეობს, სპეციალისტები გარღვევებს არ ელოდებიან და ამბობენ, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა მონაწილეობას უნდა დავჯერდეთ.

ელზა პაპოშვილი
06.12.2016

 ეკონომიკის ექსპერტი და ანალისტიკოსი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ მთავრობის მიერ წამოყენებული ინიციატივები, ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებს ნაკლებად პასუხობს. მისი თქმით, ეს ღონისძიებები საკმარისი არ იქნება, რათა სიტუაცია გაუმჯობესდეს.

გვანცა ღვედაშვილი
06.12.2016

 მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებით "გირჩმა" ხელისუფლების პირველ პირებს კიდევ ერთხელ მიმართა განცხადებით, რომელშიც აღნიშნავს, რომ საზოგადოების ყველა ფენაში, მათ შორის პოლიტიკოსებშიც არიან მარიხუანას მომხმარებლები. ხელისუფლებამ კი უნდა გაითვალისწინოს ამ ადამიანების თავისუფალი ნება და არ ჩაერიოს მათ პირად ცხოვრებაში.

თაკო მათეშვილი
06.12.2016

 "გაერთიანებული დემოკრატების" წევრი, უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას კრიზისულს უწოდებს და მთავრობას ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებისაკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ფინანსური პრობლემების მოგვარებას ახალი მთავრობა ერთობ უსამართლო მეთოდით - საჯარო სექტორში შტატების შემცირებით ცდილობს.

სალომე სარიშვილი
05.12.2016

 ევროპის საბჭოსთან არსებულმა ანტიკორუფციულმა ჯგუფმა, რომელიც წევრ ქვეყნებში კორუფციისა და პარტიათა დაფინანსების შესახებ არსებულ მდგომარეობას სწავლობს, საქართველოს შესახებ ბოლო ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც 15 რეკომენდაციიდან დამაკმაყოფილებლად მხოლოდ 3 პუნქტია მიჩნეული, ხოლო დანარჩენი 12 კი ნაწილობრივ შესრულებულადაა შეფასებული.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×