ნინო ომანაძე
15.12.2016

 აფხაზეთი უმწვავესი პოლიტიკური კრიზისის მოლოდინშია, ოპოზიციური კოალიცია და ომის ვეტერანების პარტია "ამცახარა" 15 დეკემბერს სოხუმის დრამატული თეატრის წინ არასანქცირებულ მიტინგს მართავს, სადაც კიდევ ერთხელ მოითხოვს დე-ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადაგომას. ამის პარალელურად, გუშინ დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც დღეს ოპოზიცია შეიარაღებული დაპირისპირებასა და "პრეზიდენტ" ხაჯიმბას მოკვლას გეგმავს.

გვანცა ღვედაშვილი
15.12.2016

 ევროპასთან უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებს უკვე აპრილის ბოლოდან შეეძლებათ. როგორც ცნობილი გახდა, ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს. აღნიშნული ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

ეკატერინე ბასილაია
15.12.2016

 "ყველა სფეროში უსუსურობის განცდაა. კაციშვილი არ არის, რომ ადამიანურად გაანალიზოს, რა ხდება ჩვენს თავს და გამოსავალი თქვას... პოლიტიკურ ველზე ასარჩევიც არავინ არ არის დღეს. ძალიან მძიმე სიტუაციაა. ეტყობა ეს გლოვის რეჟიმიც გასავლელია, რომ მერე რაღაც გზა დავინახოთ," - ქვეყანაში არსებულ სოციალურ კრიზისზე საუბრობს სოციოლოგი ამირან ბერძენიშვილი, რომელსაც ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენის დიდი იმედიც არ აქვს.

ელზა პაპოშვილი
15.12.2016

 რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში პროცესები თუ არსებული სცენარით განვითარდა, ხელისუფლება საზოგადოებისგან სერიოზულ პროტესტს მიიღებს და შეიძლება სიტუაცია უმართავიც გახდეს.

სალომე სარიშვილი
15.12.2016

 "ნაციონალურ მოძრაობაში" უთანხმოებისა და დაპირისპირების ტალღა ისევ არ ცხრება. პოლიტიკურ ინტერესებზე არსებულ განხეთქილებას ახლა უკვე გარკვეული პირების თანამდებობებიდან გათავისუფლება და შემცირება მოჰყვა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ "ნაცმოძრაობის" მმართველმა გუნდმა პარტიის რამდენიმე წევრი შეამცირა, მათ შორის საკმაოდ ძველი მებრძოლებიც. ამის შესახებ დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით განაცხადა და აღნიშნა, რომ ამგვარი გადაწყვეტილება პარტიის ყრილობასთან დაკავშირებით მათი განსხვავებული აზრის გამო მოხდა.

თაკო მათეშვილი
15.12.2016

 მძიმე ეკონომიკური პრობლემების ფონზე გაკეთებული სახელისუფლებო განცხადებები პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს აფიქრებინებს, რომ მთავრობა ხალხსა და რეალობას იმდენად დაშორდა, რომ საკუთარ შექმნილ სამყაროში ცხოვრობს და ვერ ამჩნევს თუ რა გასაჭირი ადგას მოსახლეობას.

ეკატერინე ბასილაია
14.12.2016

 იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ 10-20 მოქალაქის მიერ უვიზო რეჟიმის დარღვევამ, შესაძლოა, უვიზო რეჟიმის უკან გაწვევა გამოიწვიოს, რის საპასუხოდაც ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს სიმართლე არ არის და ამის თქმა არასერიოზულია.

თიკო ოსმანოვა
14.12.2016

 დღეიდან ადამიანისთვის ხელის დარტყმაზე, წამებასა და შეურაცხყოფის მიყენებაზე პასუხისმგებლობა მკაცრდება. შესაბამისი ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა და კანონპროექტს პრეზიდენტმაც მოაწერა ხელი.

ელზა პაპოშვილი
14.12.2016

 პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივნად მსოფლის უდიდესი კერძო ნავთობკორპორაცია "ექსონ მობილის" ხელმძღვანელის, რექს ტილერსონის წარდგენა, რომელსაც ვლადიმირ პუტინთან ნაცნობობა აკავშირებს, ამერიკის გეოპოლიტიკურ კურსზე არსებით ზეგავლენას ვერ მოახდენს, რადგანაც საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, მთავარ გადაწყვეტილებებს სენატი და ქვედა პალატა, კონგრესი იღებს.

თაკო მათეშვილი
14.12.2016

 "ოპოზიციის საქმე ლაპარაკია და უნდა ილაპარაკონ. ჩვენი საქმა კი საქმის კეთებაა და ასეც უნდა მოვიქცეთ," - ასე პასუხობს გუგული მაღრაძე ოპონენტების კრიტიკას და ამბობს, რომ მათი მხრიდან გამოთქმული შენიშვნები არ აკვირვებს.

თაკო მათეშვილი
14.12.2016

 "თქვენი და კვირიკაშვილის ყოველი განცხადების შემდეგ, ლარი გაუფასურების ახალ რეკორდს ამყარებს" - ეს ბრალდება გუშინ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს პარლამენტში წაუყენა.

სალომე სარიშვილი
14.12.2016

 პოლიტოლოგი იგორ კვესელავა ფიქრობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობასა და პრეზიდენტის ინსტიტუტს შორის წამოჭრილი უთანხმება, რომელიც საკონსტიტუციო კომისიაში პრეზიდენტის ჩართვის საკითხს უკავშირდება, თავად გიორგი მარგველაშვილის მიერ წამოწყებული დაპირისპირების გაგრძელებაა, რომელიც მისთვის არცთუ ისე სახარბიელოდ დასრულდება. მისი ვარაუდით, უახლოეს მომავალში შესაძლოა პრეზიდენტის არჩევის წესიც კი შეიცვალოს და იგი არა ხალხმა, არამედ უკვე პარლამენტმა აირჩიოს. კვესელავას თქმით, ეს სწორი ცვლილება იქნება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×