ეკატერინე ბასილაია
20.12.2016

 "მმართველი წრეები ინტელექტის გარეშე მართავენ სისტემას და ეს მოგვცემს იმას, რომ სულ უფრო მეტი შეცდომები იქნება დაშვებული ამა თუ იმ მიმართულებით", - "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს ფსიქოლოგი და პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის თქმითაც, აშკარაა, რომ ლარის კურსის ასეთი კატასტროფული გაუფასურების გამო ხელისუფლება პანიკაშია და ამ პანიკიდან იყო გამოწვეული გადასახადების გაზრდაც, რკინიგზისა და ასევე "ნავთობისა და გაზის" კორპორაციის აქციების გაყიდვის დაანონსებაც და მთავრობის წევრების მხრიდან არაადეკვატური და ლამის ცინიზმამდე მისული განცხადებებიც.

თაკო მათეშვილი
20.12.2016

 სირიის მოვლენებმა რეგიონისა და მასში საქართველოს როლი შეცვალა - ასე აფასებენ არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას სამხედრო და უსაფრთხოების სპეციალისტები და ამბობენ, რომ კავკასიაშიცა და ახლო აღმოსავლეთშიც დღეს იმაზე რთული და ჩახლართული ვითარება გვაქვს, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა.

სალომე სარიშვილი
20.12.2016

 ტელეკომპანია "იბერიის" წამყვანი და მსახიობი გიორგი გასვიანი სამართალდამცველს ცემასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. როგორც მან "რეზონანსს" განუცხადა, აღნიშნული შემთხვევა ჩვეულებრივი თავდასხმა იყო, ხოლო მოტივი ამ განზრახვისა მისთვის ამ დრომდე გაუგებარია.

ვახტანგ შამუგია
20.12.2016

 საქართველოს სამხედრო საჰაერო ძალები შესაძლოა საბრძოლო თვითმფრინავების გარეშე დარჩეს. მის შემადგენლობაში არსებული ტექნიკის ნაწილის გაყიდვა იგეგმება. საუბარი ჩვენი ქვეყნის არმიის შეიარაღებაში არსებულ სუ-25 ტიპის თორმეტ მოიერიშე თვითმფრინავს ეხება.

თიკო ოსმანოვა
19.12.2016

 ეროვნული ვალუტის დოლართან მიმართებით თითქმის ყოველდღიური გაუფასურების ფონზე დაანონსებული აქციზის გაძვირების მოლოდინმა მედიკამენტების, ნავთობპროდუქტების, თამბაქოსა და პირველადი მოხმარების საგნების გაძვირება 10-20 თეთრით უკვე გამოიწვია. სპეციალისტები სოციალური ფონის გაუარესებას იანვარ-თებერვალში პროგნოზირებენ და მაშინ უკვე მიკროავტობუსით მგზავრობისა და კომუნალური გადასახადების გაძვირებასაც არ გამორიცხავენ.

ნინო ომანაძე
19.12.2016

 15 დეკემბერს აფხაზეთში მოსალოდნელი შეიარაღებული დაპირისპირება "პრეზიდენტ" რაულ ხაჯიმბასა და ოპოზიციის ლიდერების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების მემორანდუმით დასრულდა.

სალომე სარიშვილი
19.12.2016

 შეურაცხყოფა და ცილისწამება, შესაძლოა, მალე სისხლის სამართლის დანაშაული გახდეს. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიაა. წინადადება პარლამენტში უკვე ინიცირებულია და მისი განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დაევალა.

ვახტანგ შამუგია
19.12.2016

 ყინვა, მუსიკა დები იშხნელების რეპერტუარიდან, ათობით ადამიანი, სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლები, გაოგნებული სახეებით და უცნაური ნაძვის ხე - ყველაფერ ამის ნახვა 17 დეკემბერს, კანცელარიის შენობის წინ გამართულ აქცია-პერფორმანსზე შეიძლებოდა. სიცივის მიუხედავად, აქციაზე მისულმა ათობით რიგითმა მოქალაქემ საახალწლო ნაძვის ხე დოლარებისა და ლარების კარიკატურული კუპიურებით მორთო.

თაკო მათეშვილი
19.12.2016

 "ეს ბიუჯეტი ქალაქს არ დააქცევს, მაგრამ ვერც გაუმჯობესებას მოგვიტანს", - ასე აფასებენ საკრებულოს ოპოზიციაში დედაქალაქის 2017 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს და დასძენენ, რომ იგი ცოტ-ცოტა ყველაფერს ითვალისწინებს, თუმცა ვერც ერთი საკითხის მოგვარებას ვერ შეძლებს.

ნინო ქეთელაური
19.12.2016

 "აღმოვჩნდით იმავე ორმოში, რომელშიც 4 წელი გავატარეთ. ეს ორმო გახლავთ პარლამენტის დარბაზი, რომელშიც ორი დაპირისპირებული ძალის ე.წ. "რაზბორკა" მიმდინარეობს, ცივილიზებული ქვეყნისთვის მიუღებელი ლექსიკონია გამოყენებული და წინსვლა ამიტომაა ბევრად უფრო პრობლემური, ვიდრე ეს შეიძლება ელემენტარული თანამშროლობის სურვილის შემთხვევაში ყოფილიყო", - აცხადებს "დამოუკიდებელ ექსპერთა კლუბის" პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი "მთელ კვირასთან" საუბრისას.

ეკატერინე ბასილაია
17.12.2016

 უკვე რამდენიმე დღეა, საზოგადოების დიდ ნაწილში ხელისუფლების დაანონსებული 4-პუნქტიანი გეგმის, მომატებული ფასებისა და ლარის ყოველდღიური, ლამის კატასტროფამდე მისული გაუფასურების გამო ერთგვარი პანიკაა შექმნილი და უკვე ბევრი საუბრობს უკან, 90-იანი წლების სიდუხჭირესა და განუკითხაობაში დაბრუნების დიდ საფრთხეებზე.

სალომე სარიშვილი
17.12.2016

 პარლამენტმა საკონსტიტუციო კომისიის შექმნის დადგენილება უკვე დაამტკიცა, რის შემდგომაც მისი დაკომპლექტება უნდა დაიწყოს. ცნობილია, რომ კომისიის საბოლოო შემადგენლობის შესახებ საზოგადოება ინფორმაციას მომდევნო კვირის ბოლომდე მიიღებს, თუმცა მანამდე არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი კომისიის მუშობაში მათ ჩართვაზე საუბრობ, მიუხედავად არცთუ ისე პოზიტიური მოლოდინისა, ისინი მაინც შეეცდებიან კომისიის მუშაობაში საკუთარი წვლილი შეიტანონ და შესაბამისად, სამუშაო პროცესში მონაწილეობა მიიღონ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×