თიკო ოსმანოვა
28.12.2016

 ტელეკომპანია "მაესტროს" 55%-იანი წილის მფლობელის, გია გაჩეჩილაძის, იგივე "უცნობის" თქმით, ტელევიზიების გაერთიანების მიზანი საქართველოში მედიის განვითარება და არსებული სიტუაციის დალაგებაა. მისივე მტკიცებით, სიტყვის თავისუფლებას საფრთხე არ ემუქრება.

ია აბულაშვილი
28.12.2016

 "მთელი წლის განმავლობაში ჩვენი ხელისუფლება ადასტურებდა იმას, რომ არის ქმედუუნარო, ანუ არ აკეთებდა იმას, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ საქართველოში დაიწყოს განვითარება, ეკონომიკური აღმავლობა, სამუშაო ადგილების შექმნა და ა.შ." - აცხადებს პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" 2016 წლის ქართულ პოლიტიკაში განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა.

სალომე სარიშვილი
28.12.2016

 რესპუბლიკური პარტიის ყოფილი ლიდერები ახალ პოლიტიკურ ძალას ქმნიან. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ყოფილი რესპუბლიკელები ადასტურებენ და აცხადებენ, რომ სავარაუდოდ თებერვალში საზოგადოება ახალი პარტიის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას მიიღებს. პრინციპში, უკვე ისიც ცნობილია, რომ ახალი პოლიტიკური გაერთიანების ლიდერი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ასევე ყოფილი რესპუბლიკელი დავით უსუფაშვილი იქნება. ვინ დააკმოპლექტებს ამ ძალას და როგორი იქნება მათი პოლიტიკა, ეს მედიისთვის ჯერ კიდევ უცნობია.

თიკო ოსმანოვა
28.12.2016

 "ვშიშობ, ეს გადანაწილება არ მოხდეს თავისუფალი მედიის ხარჯზე იმიტომ, რომ რეალურად აღარ რჩება არხი, სადაც შეიძლება განსხვავებული აზრის მოსმენა იყოს შესაძლებელი," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე.

სალომე სარიშვილი
28.12.2016

 "ჩვენი პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთი სისუსტე ისაა, რომ ისინი საზოგადოებაში დასაყრდენს ვერ პოულობენ და შესაბამისად სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების ხედვას ვერ ასახავენ," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია და დასძენს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი რესპუბლიკური პარტიის ყოფილი ლიდერები ახალ პოლიტიკურ ძალას ამ პრინციპების გვერდის ავლით შექმნიან, მაშინ ის ვერ გახდება ძალა, რომელსაც პოლიტიკაზე რაიმე ტიპის გავლენა ექნება.

გვანცა ღვედაშვილი
28.12.2016

 განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას დაანონსებულ სიახლეებს ელექტრონული წიგნებისა და სასკოლო სახელმძღვანელოების ზომის შემცირებასთან დაკავშირებით, განათლების ექსპერტთა ნაწილი ნაჩქარევს უწოდებს და აღნიშანვს, რომ ამ სიახლეებს გაანალიზება და მოსახლეობისთვის სწორად მიწოდება სჭირდება.

თაკო მათეშვილი
27.12.2016

 არცთუ წარმატებული - ასე აფასებენ პოლიტოლოგები 2016 წელს და ამბობენ, რომ ქვეყანას მიმდინარე წლის განმავლობაში სერიოზული წარმატებისათვის არ მიუღწევია. მთავარი პოზიტივი, მათი აზრით, საგარეო ასპარეზზე გვქონდა, ნეგატივი კი, რა თქმა უნდა - ეკონომიკური კუთხით.

ელზა პაპოშვილი
27.12.2016

 პოლიტოლოგი და "ექსპერტთა კლუბის" თავმჯდომარე სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას ქვეყანაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად საკმარისი რესურსი არ გააჩნია.

თიკო ოსმანოვა
27.12.2016

 საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის ადგილის დაკავების სურვილი ჯერჯერობით 7-მა კანდიდატმა გამოთქვა, განაცხადების მიღება კი 28 დეკემბრამდე გრძელდება და არ არის გამორიცხული ეს რიცხვი კიდევ გაიზარდოს.

ელზა პაპოშვილი
27.12.2016

 ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე თვლის, რომ თურქეთმა და რუსეთმა სირიის კონფლიქტის ფონზე, საკუთარი ინტერესების სფერო იპოვეს.

გვანცა ღვედაშვილი
27.12.2016

 თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ირაკლი აბესაძის არჩევას საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოჰყვა - აბესაძის კანდიდატურას მხარი 12-მა დეპუტატმა დაუჭირა, საიდანაც 8 ხმა "ქართულ ოცნებას" ეკუთვნოდა.

ეკატერინე ბასილაია
26.12.2016

 საკონსტიტუციო კომისიის 70 წევრი ქვეყნის მთავარი კანონის შესაცვლელად მუშაობას იანვრის შუა რიცხვებიდან შეუდგება და მათ ფორსმაჟორული დრო, 3,5 თვე აქვთ იმისათვის, რომ წარმოადგინონ კანონპროექტი, კონსტიტუციის რომელი მუხლი როგორ უნდა შეიცვალოს. უკვე ცნობილია, რომ "ქართული ოცნებისთვის" ერთ-ერთი მთავარი ამოცანა პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა იქნება, სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციისთვის - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმება და ამ საკითხების გამო პოზიცია-ოპოზიციას შორის მომავალი შეუთანხმებლობაც უკვე დაანონსდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×