თიკო ოსმანოვა 22.12.2016
ჩამოყალიბებიდან 7 თვისთავზე პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" ახლა უკვე პარტიის თავმჯდომარემაც დატოვა. პაატა ბურჭულაძე სცენას უბრუნდება. მძიმე მემკვიდრეობა 24 წლის ნიკა მაჭუტაძემ გადაიბარა, რომელიც ამბობს, რომ პარტია უახლოეს მომავალში განახლდება. მისივე თქმით, პარტიაში, შესაძლოა, ცნობილი ადამიანებიც ვიხილოთ. მაჭუტაძის განცხადებით, ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს.
|
ელზა პაპოშვილი 22.12.2016
არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" საჩივრის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლოში კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ რამდენიმე ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე მსჯელობენ, რასაც "ქართული ოცნების" დეპუტატები კატეგო-რიულად არ ეთანხმებიან.
|
ელზა პაპოშვილი 22.12.2016
სასამართლომ "ცენტრ-პოინტის" საქმეში ბრალდებულები კვლავ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მაია და გუკა რჩეულიშვილები ციხეში რჩებიან.
|
ეკატერინე ბასილაია 21.12.2016
ლარის კატასტროფული გაუფასურება ისევ გრძელდება. უფრო მეტიც, უკვე ღიად არის საუბარი იმაზეც, რომ ისედაც მძიმე ზამთარსა და გაძვირებულ ცხოვრებას მომავალ წელს შესაძლოა, გაძვირებული გაზი და ელექტროენერგიაც დაემატოს. "ქართული ოცნების" დეპუტატები კი დამაიმედებელი განცხადებების ნაცვლად ისევ იმის მტკიცებას აგრძელებენ, რომ ეს ყველაფერი გარე ფაქტორების ბრალია, ამიტომაც ოპოზიციის მიერ მომავალ კვირას ეკონომიკური გუნდის მინისტრების დაბარება და პასუხის მოთხოვნა, რა ეშველება ლარს და რატომ ვერ ჩერდება მისი გაუფასურება, მათივე მტკიცებით, არასწორია.
|
სალომე სარიშვილი 21.12.2016
"პრეზიდენტი პრემიერ კვირიკაშვილსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ენდობა და მიიჩნევს, რომ მათი ურთიერთთანამშრომლობა ლარის დასტაბილურების თვალსაზრისით ეფექტურ შედეგს გამოიღებს," - ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ გააკეთა და დაუმატა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებაზე მჭიდრო კომუნიკაცია აქვს როგორც პრემიერთან, ისე ეროვნული ბანკის პრეზიდენტთანაც.
|
თიკო ოსმანოვა 21.12.2016
საქართველოს მოქალაქეები ევროპაში შენგენის, 29 ქვეყანაში, უვიზოდ მიმოსვლას, გაზაფხულიდან შეძლებენ; პროცესი პრაქტიკულად დასასრულს მიუხლოვდა და, თუ რაღაც საოცრება არ მოხდა, ეს პროცესი არ შეფერხდება" - აცხადებს თსუ-ის პროფესორი კორნელი კაკაჩია.
|
ელზა პაპოშვილი 21.12.2016
ორი შვილის მამამ ვალების გამო, რის შედეგადაც ბინის დაკარგვა ემუქრებოდა, თავი ჩამოიხრჩო. 44 წლის მამაკაცს ოჯახი 7 დღის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა, სანამ ავტოფარეხის კუთხეში ჩამომხვრჩვალი იპოვეს. მას თავის მანქანაში წერილი ჰქონდა დატოვებული.
|
ნინო ქეთელაური 21.12.2016
სამშენებლო კომპანია "ემ კვადრატის" საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, დაავადებული მწვანე ნარგავების მოჭრა მესაკუთრეს თავისი ტერიტორიის საზღვრებში თანხის გადახდის გარეშე უნდა შეეძლოს, გარემოსდაცვითი ორგანიზაციებისთვის მიუღებელია და მწვანე რევოლუციით იმუქრებიან.
|
ნინო ქეთელაური 21.12.2016
"ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული დაპირისპირება, ყოფილი პრეზიდენტის მორიგმა განცხადებამ კიდევ უფრო გაამწვავა. მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც პარტიის კონფერენციაში სკაიპის საშუალებით ჩაერთო, აღნიშნა, რომ თანამებრძოლებს ვერ უწოდებს მათ, ვინც "ივანიშვილის წესებით თამაში აირჩია".
|
თაკო მათეშვილი 21.12.2016
"თურქეთის ხელისუფლებას ეს ამბავი ნამდვილად არ აწყობდა. მათი სია კი, ვისაც აწყობდა, საკმაოდ გრძელი შეიძლება იყოს," - ამბობს პოლიტოლოგი, კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობაზე საუბრისას და დასძენს, რომ როდესაც მკვლელის ზუსტი ვინაობა გაირკევა, ან როცა მომხდარს საკუთარ თავზე რომელიმე ორგანიზაცია აიღებს, ამით უკვე ნათელი გახდება ისიც, თუ რომელი სახელმწიფო დგას ამ ყველაფრის უკან.
|
ელზა პაპოშვილი 21.12.2016
სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ სირიის კონფლიქტი მსოფლიოში და მათ შორის კავკასიაში, ახალ მთავარ მოთამაშეებს ქმნის, და ასეთებად, შესაძლოა, მოოგვევლინოს რუსეთის, ირანის და თურქეთი.
|
ნინო ქეთელაური 20.12.2016
პრობლემები დაიწყება ახალი წლიდან 2-3 კვირაში, როდესაც საზეიმო განწყობები გადაივლის და საზოგადოება ახალი მოცემულობისა და ნეგატიური გამოწვევების წინაშე აღმოჩდება - ასე აფასებენ სპეციალისტები ეკონომიკური კრიზისის მოსალოდნელ შედეგებს საზოგადოებაში. მათი თქმით, სოცილურ აფეთქებაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ამისკენ მიმავალი რისკ-ფაქტორები იზრდება და რაც მთავრია, კრიმინალის მატების ერთ-ერთი გამომწვევი სწორედ ეკონომიკური კრიზისია.
|
|