ნინო ქეთელაური
30.12.2016

 "კატასტროფული წელი იყო, პოლიტიკურმა სისტემამ მიიღო ძალიან მძიმე დარტყმა. ეს იყო "ნაციონალური მოძრაობისა" და "ოცნების" ერთობლივი ოპერაცია, ქართული პოლიტიკის წინააღმდეგ", - ასე აფასებს გასულ წელს "რესპულიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას.

ეკატერინე ბასილაია
29.12.2016

 2016 წელს საქართველოს საგარეო ფლანგზე ერთადერთი დასამახსოვრებელი თემა მუდმივად გადავადებული უვიზო მიმოსვლის ამოქმედება იყო და, როგორც პოლიტოლოგები აცხადებენ, 2016 წელს არანაირი რეალური წარმატება საგარეო პოლიტიკაში არ გვქონია და მხოლოდ ერთგვარ სიმბოლურ წარმატებად შეიძლება ისევ და ისევ ეს გაწელილი ლიბერალიზაცია მივიჩნიოთ.

ნინო ქეთელაური
29.12.2016

 პროკურატურას, ისევე როგორც გიგა ოთხოზორიას ოჯახს, მიაჩნია, რომ მის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული აფხაზი მესაზღვრისთვის შეფარდებული 12-წლიანი სასჯელი მსუბუქია და მისი დამძიმების მოთხოვნით სასჯელს სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ.

ელზა პაპოშვილი
29.12.2016

 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში გუშინ, გვიან ღამით სასტიკი მკვლელობა მოხდა. 42 წლის მამაკაცი ზ. ღლონტი ცივი იარაღით საკუთარმა მეზობელმა მოკლა.

თაკო მათეშვილი
29.12.2016

 პოლიტოლოგი, პროფესორი იგორ კვესელავა "რეზონანსთან" განვლილ წელს აფასებს და ამბობს, რომ იგი საერთო ჯამში არც ძალიან წარუმატებლად უნდა ჩავთვალოთ და არც წარმატებულად. მისი აზრით, ქვეყანას რიგი მიმართულებით სერიოზული ჩავარდნა ჰქონდა, რიგი მიმართულებით კი - პროგრესი.

ია აბულაშვილი
29.12.2016

 "ფაქტია, რომ იქმნება საქართველოში, შესაძლოა, ყველაზე მძლავრი მედია ჰოლდინგი, რომელშიაც სამი ტელეკომპანიის გარდა რადიოები, გაზეთები და ინტერნეტ გამოცემები გაერთიანდებიან და ჩემთვის რთული წარმოსადგენია, რომ ეს უზარმაზარი მედია ჰოლდინგი პოლიტიკის მიღმა იქნება," - აცხადებს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, რომელსაც "რეზონანსი" ტელეკომპანიების, "მაესტროს", ჯი-დი-ეს-ისა და "იმედის" გაერთიანებაზე ესაუბრა.

თიკო ოსმანოვა
29.12.2016

 გაერთიანებული "იმედი", "მაესტრო" და ჯი-დი-ესი ცვლილებების მოლოდინშია - ახლად ჩამოყალიბებული მედია ჰოლდინგის მფლობელები დეტალებზე არ საუბრობენ და ამ გაერთიანებაზე არსებული კითხვები კვლავ პასუხგაუცემელია. თუმცა "იმედის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძე ამტკიცებს, რომ "მაესტრო" და "იმედი" საერთო მაუწყებლობის ლიცენზიას შეინარჩუნებენ. კანონით ეს როგორ მოხდება, უცნობია. შეფასების გაკეთება მარეგულირებელსაც უჭირს.

გვანცა ღვედაშვილი
29.12.2016

 მასწავლებლებისთვის ხელფასის გაცემის პრინციპის ცვლილებას ითხოვს საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი. მისი თქმით, აუცილებელია, მასწავლებლის ხელფასი დამოკიდებული იყოს სერტიფიცირებაზე და არა დატვირთვაზე. როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, ამ საკითხზე ჯერჯერობით კონკრეტული პოზიცია არ გააჩნიათ, თუმცა მინისტრ ჯეჯელავას განცხადებით, მასწავლებლებისთვის ხელფასის გაზრდა 2017 წლიდან იგეგმება.

ელზა პაპოშვილი
29.12.2016

 ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ ჟენევის დისკუსიები აფხაზეთს არაფერს დადებითს არ აძლევს და აფხაზები საერთაშორისო სამართლით დაწესებული ნორმებით ვერ სარგებლობენ. ამიტომაც ამ ფორმატში მოლაპარაკების გაგრძელების აზრს ვერ ხედავს.

სალომე სარიშვილი
29.12.2016

 საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველო რუსეთთან კონსტრუქციული და პრაგმატული პოლიტიკის განხორციელებას გეგმავს. ამის შესახებ მინისტრმა შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ფორმატმა სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული პროგრესი უკვე მოიტანა.

თიკო ოსმანოვა
28.12.2016

 არჩევნების შემდეგ ქართულ მედიასივრცეში მორიგი წინასწარდაანონსებული ძვრა დაიწყო. ახალი წლის შემდეგ ტელეკომპანიებს "მაესტროსა" და ჯი-დი-ესს ახალი მფლობელი ეყოლება. გარდაცვლილი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძე სამი ტელევიზიის გაერთიანებით ერთ დიდ მედიაჰოლდინგს ქმნის. მედიაექსპერტები ხელისუფლების მხრიდან ტელესივრცის გაკონტროლებაზე უკვე ღიად ალაპარაკდნენ.

ეკატერინე ბასილაია
28.12.2016

 "ნაცმოძრაობის" 20 იანვარს დაგეგმილ ყრილობას ბოკერია-ბაქრაძის გუნდმა შეიძლება ბოიკოტი შეკრების "არალეგიტიმურობის" მიზეზით გამოუცხადოს. გიგა ბოკერია სააკაშვილის უშუალო მხარდამჭერებს "ბინძურ კამპანიაში" ადანაშაულებს, სააკაშვილის, გუნდის წვერები კი აცხადებენ, რომ მთელ პარტიას ეწინააღმდეგება "დესტრუქციული" 24 კაცი და თუ ისინი ყრილობაზე არ მივლენ და პარტიის დატოვებასაც გადაწყვეტენ, ამით "ნაციონალურ მოძრაობას" არაფერი დააკლდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×